სხეული (ხ)
დღეს ოთხშაბათია. ხვალ – ხუთშაბათი. ხვალ ხუთი გაკვეთილი აქვთ სკოლაში ბავშვებს. სკოლაში ხან ხუთი გაკვეთილი აქვთ, ხან - ოთხი. ხვალ ნახატი უნდა დახატონ ხატვის გაკვეთილზე: „ადამიანის სხეული“.ხვალმეხუთე გაკვეთილია ხატვა.
-სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი სხეული აქვს. სხვადასხვა ადამიანს ერთნაირი სხეულის ნაწილები აქვს, - მოუთხრობს ხათუნა კლასელებს და ნახატს ხატავს:
-აი, თავი დავხატე, ახლა – სახე, ახლა – თმები,ხვეული და ხშირი თმები...ახლა – ყელი, ყელში – ხახა, კიდევ – ხორხი... ყელში ხახა და ხორხია, თუმცა ნახატზე არ ჩანს. ახლა – სახე. სახეზე კიცხვირი, პირი, თვალი, ტუჩი, წარბი და წამწამებია.
ახლა ტანი... ტანთან ერთად – ორი ხელი, ხერხემალი, ტანზე – ხალი,ხალი...დიდი თუ პატარა? ხან დიდი და ხან პატარა... ტანზე მხრებიც, მხრები...დიდი თუ პატარა? ახლა დიდ მხრებს დავუხატავ, სხეულს დიდი მხრები ახლავს. ახოვანი მხრები მეტად ხიბლავს ხალხსაც. ახლა თითი: ხელის თითი, თითზე – ფრჩხილი, ფრჩხილი გრძელია. თუმცა,მოკლე ფრჩხილიც ხშირია.
ტანის ქვევით – ორი ფეხი, თითო ფეხზე – ხუთი თითი, თითო თითზე – თითო ფრჩხილი.
ხატავს ნახატს მხიარულად ხათუნა და ხმამაღლა ხუმრობას აგრძელებს.ხატვას ხანდახან ხუმრობა უხდება. ხათუნა ხანდახან თანაკლასელების სახეებსაც გადახედავს და აგრძელებს ხატვას.