READING.GE

სხეული (ხ)

დღეს ოთხშაბათია. ხვალ – ხუთშაბათი. ხვალ ხუთი გაკვეთილი აქვთ სკოლაში ბავშვებს. სკოლაში ხან ხუთი გაკვეთილი აქვთ, ხან - ოთხი. ხვალ ნახატი უნდა დახატონ ხატვის გაკვეთილზე: „ადამიანის სხეული“.ხვალმეხუთე გაკვეთილია ხატვა.

  • -სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირი სხეული აქვს. სხვადასხვა ადამიანს ერთნაირი სხეულის ნაწილები აქვს, -  მოუთხრობს ხათუნა კლასელებს და ნახატს ხატავს:
  • -აი, თავი დავხატე, ახლასახე, ახლათმები,ხვეული და ხშირი თმები...ახლაყელი, ყელში – ხახა, კიდევ – ხორხი... ყელში ხახა და ხორხია, თუმცა ნახატზე არ ჩანს. ახლასახე. სახეზე კიცხვირი, პირი, თვალი, ტუჩი, წარბი და წამწამებია.

ახლა ტანი... ტანთან ერთადორი ხელი, ხერხემალი, ტანზე – ხალი,ხალი...დიდი თუ პატარა? ხან დიდი და ხან პატარა... ტანზე მხრებიც, მხრები...დიდი თუ პატარა? ახლა დიდ მხრებს დავუხატავ, სხეულს დიდი მხრები ახლავს. ახოვანი მხრები მეტად ხიბლავს ხალხსაც. ახლა თითი: ხელის თითი,  თითზე – ფრჩხილი, ფრჩხილი გრძელია. თუმცა,მოკლე ფრჩხილიც ხშირია.

ტანის ქვევითორი ფეხი, თითო ფეხზეხუთი თითი, თითო თითზე – თითო ფრჩხილი.

 

ხატავს ნახატს მხიარულად ხათუნა და ხმამაღლა ხუმრობას აგრძელებს.ხატვას ხანდახან ხუმრობა უხდება. ხათუნა ხანდახან თანაკლასელების სახეებსაც გადახედავს და აგრძელებს ხატვას.