სამხრეთ აფრიკა


 

\"\" ქალაქი პრეტორია/სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არის სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში. სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა. თუ იქ მოხვდებით, გაოცებული დარჩებით ყველანაირი მრავალფეროვნებით. სამხრეთ აფრიკელებს 11 სახელწიფო ენა აქვთ. დღეს აქ, ერთ ქუჩაზე, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ ძველი ექიმბაშები და ბანკირები, უზარმაზარი თანამედროვე ცათამბჯენების გვერდით კი პატარა აფრიკულ ქოხმახებს დაინახავთ. საინტერესოა, ასეთ მრავალფეროვან ქვეყანაში როგორ ცხოვრობს ხალხი, რას საქმიანობენ ისინი.

 

სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოს მოსახობა

\"\" როგორც უკვე გითხარით, ეს ქვეყანა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ქუჩაში შეხვდებით სხვადასხვა კანის ფერისა და სიმაღლის ადამიანებს. მათგან ზოგი მდიდარია და ზოგი –ღარიბი, თუმცა დღეს მშვიდობიანად ცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით. ადრე ეს ასე სულაც არ ყოფილა. ამ ქვეყანაში ადამიანებს კანის ფერის მიხედვით არჩევდნენ, მუქკანიანი ადამიანები თეთრკანიანებისაგან განცალკევებით ცხოვრობდნენ. ისინი ერთმანეთთან არ მეგობრობდნენ და ყველა თავისთვის ცხოვრობდა. ხშირად მათ შორის ჩხუბიც ხდებოდა ხოლმე. მერე სახელმწიფოს მმართველები მიხვდნენ, რომ ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლებოდა და შეეცადნენ, სხვადასხვა კანის ფერის ადამიანებს შორის დაპირისპირება და ჩხუბი მოესპოთ. მათ ეს გამოუვიდათ და დღეს უკვე სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა მშვიდობიანად და შედარებით მეგობრულად ცხოვრობს. ისინი ერთად ღებულობენ მონაწილეობას ძლიერი და ლამაზი სახელმწიფოს აშენებაში.

ნელსონ მანდელა

\"\" სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა, გარდა იმისა, რომ კანის ფერით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ისინი სხვადასხვა რელიგიასაც მიეკუთვნებიან, ანუ სხვადასხვა ღმერთს სცემენ თაყვანს. ზოგი მათგანი ქრისტიანია, ზოგი მუსლიმანი და ასე შემდეგ...

ალბათ გაინტერესებთ, რატომ ცხოვრობენ აქ ერთმანეთისაგან ასე განსხვავებული ადამიანები, რატომ არის ამდენი ენა და ამდენი რელიგია? ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ, სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოს ისტორია უნდა მოგიყვეთ, როგორ დაარსდა ეს სახელმწიფო, ვინ ცხოვრობდა ადრე აქ და ა.შ.

 

სამხრეთ აფრიკის ისტორია

\"\" სამხრეთ აფრიკაში ძალიან ბევრი ევროპელი ცხოვრობს დღესაც და ადრეც ასე იყო. თუმცა, სანამ ისინი აფრიკის კონტინენტს მოადგებოდნენ აქ ცხოვრობდნენ აფრიკელი შავკანიანები, რომლებსაც ბანტუს ტომი ერქვა. მე-17 საუკუნეში ჰოლანდიური გემი მოადგა სამხრეთ აფრიკას. მათ ძალიან მოეწონათ ამ ქვეყნის სილამაზე და დარჩენა გადაწყვიტეს. უფრო მეტიც, მალე ჰოლანდიიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოიყვანეს და აქ დაასახლეს. ჰოლანდიელმა ახალმოსახლებმა ცოტა ხანში მონებიმოიყვანეს მადაგასკარიდან და ინდონეზიიდან. სამხრეთ აფრიკის კონტინენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ამ მხარეში გადმოსახლება ამით არ დასრულებულა. მეცხრამეტე საუკუნეში სამხრეთ აფრიკით დიდი ბრიტანეთიც დაინტერესდა და აქ თავისი ქალაქები შექმნა. ბრიტანელებიც მალე დამკვიდრდნენ სამხრეთ აფრიკის მიწაზე. მათ მალე აღმოაჩინეს, რომ ეს ქვეყანა ძალიან მდიდარი იყო ოქროთი და ძვირფასი ქვებით. დაიწყეს მათი დამუშავება და მალე ეს მხარე მდიდარ მხარედ იქცა. ბრიტანელებს გერმანელებმაც მიბაძეს და სამხრეთ აფრიკის კონტინენტზე სულ მალე ბევრი გერმანული ქალაქი გაჩნდა. ყველა აქ მცხოვრებს, მკვიდრ აფრიკელებსა თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსახლებულ უცხოელებს თავიანთი ენა და რელიგია ჰქონდათ. ისინი კანის ფერითა და ცოდნითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. სწორედ ასე გახდა სამხრეთ აფრიკა მრავალფეროვანი და საინტერესო.

\"\" უნივერსიტეტი იოჰანესბურგში

 

ცხოვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

სამხრეთ აფრიკის ცნობილი ქალაქებია: იოჰანესბურგი, დურბანი, პრეტორია, კაპშტადტი და სხვა. ეს ქალაქები ძალიან ლამაზადაა გაშენებული და იქ უამრავი საინტერესო და გასართობი ადგილია.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მდიდარია ეროვნული პარკებითა და სანაპირო ზოლებით.

\"\" დრაკენსბერგი

იოჰანესბურგი ყველაზე მდიდარი და მოსახლეობით ყველაზე დიდი ქალაქია სამხრეთ აფრიკაში. ქალაქში ბევრია ოქროთი და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის ცენტრები. ამ ქალაქშია ასევე ტამბოს უდიდესი აეროპორტი, რომელიც ყველაზე დიდია სამხრეთ აფრიკაში. ამ ქალაქს ეკუთვნის ბუნებრივი მინერალებით მდიდარი მთა ვითვათერსრანდი, რომელსაც ხშირად ოქროს მთასაც კი უწოდებენ, რადგან აქ მოიპოვებენ ამ ძვირფას ლითონსა და სხვა ძვირფას ქვებს. კიდევ ერთი ულამაზესი მთიანი ადგილი სახრეთ აფრიკაში არის დრაკენსბერგი, ანუ დინოზავრების მთა, რომელიც ყველაზე მაღალი მთიანეთია სამხრეთ აფრიკაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ ულამაზესი ჩანჩქერები, ვრცელი, ყვავილებით მოხატული მინდვრები და მოუსმინოთ მსოფლიოში იშვიათი სახეობის ჩიტების ჭიკჭიკს. დრაკენსბერგს ხშირად სამხრეთ აფრიკის სამოთხესაც უწოდებენ მისი იშვიათი სილამაზისა და საოცრად სუფთა

\"\" ბლიდის კანიონი

ბლიდის კანიონი

ჰაერის გამო. დრაკენსბერგის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბლიდის კანიონი, რომელიც ნამდვილად ბუნების საოცრებაა. კანიონი 26 მეტრი სიგრძისაა, მისი სიღრმე კი 800 მეტრს აღწევს. კანიონის ნაპირები წითელი ქვებისაგან შედგება, რომელიც მზეში განსაკუთრებით ბზინავს და მისი ნახვა თვალს ჭრის ადამიანს. ტურისტების უმეტესობა აფრიკაში სწორედ ამ ადგილს სტუმრობს და ყველა გაოცებული რჩება კანიონის მშვენიერებით.

გარდა იმისა, რომ სამხრეთ აფრიკის ქვეყანა მდიდარია ოქროთი და ძვირფასი მინერალებით, ის ასევე დიდ შემოსავალს ღებულობს ტურისტების სტუმრობის შედეგად. სწორედ ამ ლამაზი და ნაყოფიერი ბუნების წყალობით, დღეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად ითვლება მსოფლიოში.