სიდნეი


შესავალი

ალბათ, უამრავი საინტერესო რამ გსმენია სიდნეისა და ავსტრალიის შესახებ. ნამდვილად, სიდნეი ავსტრალიის უდიდესი ქალაქია. ავსტრალია კონტინენტია, ამავე დროს, ავსტრალია სახელმწიფოცაა. ძალიან ბევრი საინტერესო რამ არის დაკავშირებული ავსტრალიასა და სიდნეისთან. ხშირად ავსტრალია ბავშვებისთვის ძალიან შორეული, ზღაპრული და იდუმალი ქვეყანაა. ეს არის მოგზაურობების, აღმოჩენებისა და თავგადასავლების ქვეყანა. ავსტრალიაში და, კერძოდ,

სიდნეიში ცხოვრობენ საოცარი ადამიანები - აბორიგენები, რომლებიც თავიანთ კულტურას 40 ათასი წელია, ინახავენ. ავსტრალია არის უსასრულო გზების, დიდი ბარიერული რიფის, ველური მუსტანგების, ნამდვილი კოვბოებისა და ოქროს მაძიებელთა ქვეყანა. სიდნეი არის სპორტული თამაშების, ულამაზესი პლაჟების, საოცარი ოპერისა და თეატრის შენობისა და ჰარბორის ხიდის ქვეყანა. ყველა ბავშვის ოცნებაა ამ ულამაზესი ქალაქის მონახულება. შევეცდებით, აგისრულოთ ეს ოცნება და დავათვალიეროთ სიდნეი, ავსტრალიის ულამაზესი ქალაქი...

სიდნეის შესახებ

სიდნეი დაარსდა 1788 წელს. სიდნეის სახელი ბრიტანეთის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის - ლორდ სიდნეის პატივსაცემად დაარქვეს. ავსტრალია იმ დროს ბრიტანეთის კოლონია იყო. სიდნეი ავსტრალიის უძველესი და მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია.

სიდნეის შესახებ უამრავი საინტერესო ფაქტია. ალბათ, გსმენია სიდნეის ცნობილი ოპერის თეატრის შესახებ. ამ ოპერის თეატრს ყოველწლიურად 4,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს, ანუ იმდენივე ადამიანი, რამდენიც საქართველოში ცხოვრობს.

სიდნეი ცნობილია თავისი პლაჟებით. ლამაზი პლაჟების რაოდენობა სიდნეიში 30-ზე მეტია. პლაჟებზე ქვიშა ბუნებრივი, თეთრი და წვრილია.

სიდნეიში მოსახლეობის 0,6%-ს აბორიგენი მოსახლეობა შეადგენს. აბორიგენი მოსახლეობა ძველი ტრადიციებით აგრძელებს ცხოვრებას.

სიდნეი ყველაზე ძვირი ქალაქია ავსტრალიაში. რაც ყველაზე მთავარია, ვარაუდობენ, რომ ის გახდება მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი.

სიდნეიში ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. მაგალითად, 1938 წელს აქ ჩატარდა ბრიტანული სამეფოს თამაშები, 2000 წელს ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ხოლო 2003 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში.

სიდნეი ცნობილია აგრეთვე თევზების ბაზრით. თევზების მრავალფეროვნებით სიდნეის თევზების ბაზარი მეორეა მთელ მსოფლიოში ტოკიოს თევზის ბაზრობის შემდეგ.

5

5

სიდნეის ოპერის სახლი

სიდნეის ოპერის სახლი (Sydney Opera House) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ნაგებობაა. ის ყველა შენობისგან გამოირჩევა. მსგავსი სახურავი მსოფლიოში არც ერთ შენობას არ აქვს. ის სიდნეის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც, როგორც ვთქვით, უამრავი სტუმარი სტუმრობს. წარმოუდგენელია სიდნეი მისი ოპერის თეატრის გარეშე.

ოპერის თეატრის აშენებამდე ამ ადგილზე ტრამვაის დეპო იყო. მშენებლობის დაწყებამდე ვარაუდობდნენ, რომ ოპერის თეატრის მშენებლობა დაახლოებით 4 წელს გაგრძელდებოდა. ამ შენობის აშენების ხარჯი კი 7 მილიონ დოლარზე მეტი არ იქნებოდა. წინასწარი ვარაუდი არ გამართლდა. ოპერის თეატრის მშენებლობა 14 წელიწადს გაგრძელდა. მისი აშენება, ყველასთვის გასაკვირად, ძალიან დიდი თანხა - 102 მილიონი დოლარი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებამდე, რამდენიმე წლით ადრე, შენობის არქიტექტორს ჯონ უცონს კონფლიქტი მოუვიდა პროექტის დამფინანსებლებთან. არქიტექტორმა უარი თქვა შენობის დასრულებაზე. შენობა სხვა არქიტექტორების ხელმძღვანელობით დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ ჯონ უცონმა პროექტი დასრულებამდე 7 წლით ადრე დატოვა, მან ამ შენობის დაპროექტებისთვის არაერთი ჯილდო მიიღო. არქიტექტორი ისე გარდაიცვალა, რომ აღარ ჩასულა სიდნეიში და აღარასოდეს უნახავს დასრულებული საოპერო თეატრი საკუთარი თვალით.

სიდნეის ოპერის თეატრი 1973 წლის 20 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ.

ჰარბორის ხიდი

სიდნეის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ასევე ჰარბორის ხიდი, რომელიც ააგეს 1932 წელს პორტ-ჯექსონის ყურეზე. ჰარბორი მსოფლიოში უდიდესი ერთმილიანი ხიდია.

ჰარბორის ხიდიც ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია სიდნეიში. ამ ხიდს მოფერებით „ტანსაცმლის საკიდსაც“ უწოდებენ. იგი გაიხსნა 1932 წელს და ექვსი წელი შენდებოდა.

სიდნეის ჰარბორის ხიდი ყველაზე დიდი არკის ფორმის ერთმილიანი ხიდია მსოფლიოში. ის ყველაზე დიდია, მაგრამ არა ყველაზე გრძელი. მასზე გრძელი ხიდი ამერიკაში არის New River Gorge.

ხიდის სიგრძე 1149 მეტრია და 52 800 ტონას იწონის. ხიდზე ორი მატარებლის ხაზი მოძრაობს, 6 სატრანსპორტო ზოლი, ფეხით და ველოსიპედით სასიარულო ზოლები.

ხიდის ამუშავებამდე ის მრავალჯერ გასინჯეს, მათ შორის, მასზე განათავსეს 96 დიდი ლოკომოტივი და ნახეს, თუ გაუძლებდა ხიდი ასეთ დატვირთვას. ხიდის გახსნა დიდი ზეიმით აღინიშნა. უამრავი ფეიერვერკი გაისროლეს, ხალხი ზეიმით აღნიშნავდა ხიდის გახსნას.

გახსნის დღეს ხალხს ფეხით შეეძლო ხიდზე სიარული. მატარებლისა და ავტომანქანების მოძრაობა იმ დღეს შეწყვეტილი იყო. იმ დღეს არც ხიდის გახსნა მომხდარა. მთლიანად ხალხის დღესასწაულისთვის იყო განკუთვნილი. მსგავსი დღესასწაული ხიდის გახსნის 50 წლისთავზე განმეორდა. 50 წლის შემდეგ მხოლოდ ადამიანები მოძრაობდნენ ხიდზე და ზეიმობდნენ მის იუბილეს. ჰარბორის ხიდი მართლაც ძალიან მნიშვნელოვან ადგილად იქცა სიდნეის მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის.

სიდნეის თაუერი

სიდნეის თაუერი არის სატელევიზიო კოშკი. ის ამავე დროს მთელ ქალაქზე საუკეთესო გადასახედ ადგილს წარმოადგენს. სიდნეის თაუერზე მოწყობილია ორი რესტორანი. რესტორნები განსაკუთრებულია! ისინი ბრუნა-

ვენ თაუერის ღერძის ირგვლივ. თაუერის რესტორნებს ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავს. აქედან მთელ ქალაქზე ულამაზესი ხედი იშლება. თაუერიდან ქალაქზე გადახედვა მხოლოდ მინის კედლის იქით შეიძლება. უსაფრთხოების მიზნით, თაუერზე ღია აივნები არ არის. სიდნეის თაუერის სიმაღლე 305 მეტრია.

საინტერესო ფაქტები სიდნეიზე

სიდნეი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გრძელი პიცის გამო. სიდნეიში, იტალიელების უბანში გამოაცხვეს 221 მეტრი სიგრძის პიცა.

რაგბი ყველაზე მეტად პოპულარული სპორტის სახეობაა სიდნეიში.

კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა სიდნეის კაფე „ამბროზიამ“. აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბურ-გერი გამოაცხვეს. ბურგერი 95 კილოგრამს იწონიდა. „ამბროზიამ“ ამერიკის ბურგერის რეკორდი მოხსნა, მათი ბურგერი 84 კილოგრამს იწონიდა.

სიდნეიში ყოველ გაზაფხულზე ტარდება ყვავილების ფესტივალი. ფესტივალს ჰქვია „ტიტების ყვავილობის

ფესტივალი“. ფესტივალზე წარმოდგენილია ტიტების მრავალფეროვანი სახეობები. არსად არ არის იმდენი ტიტა, რამდენიც „ტიტების ყვავილობის ფესტი-ვალზე“! არსად არ არის იმდენი ფერი, რამდენიც ამ ფესტივალზე... მებაღეები და მეყვავილეები მთელი წელი მუშაობენ იმისათვის, რომ ფესტივალის სტუმრები ულამაზესი და იშვიათი ტიტებით გააოცონ.