წითელი ქუდი
პატარა წითელი ქუდი
ნანას აქვს ბუდე.
რა გაქვს მანდ? - ჰკითხა ნანას დედამ.
ერთი... ორი... სამი კვერცხია ბუდეში
ეს არაა ბუდე! - თქვა დედამ, - ეს ჩემი ძველი წითელი ქუდია!
მე ვაპირებ კვერცხების გაყიდვას ბაზარში, - თქვა ნანამ.
ნანა ავიდა ავტობუსში და წავიდა ბაზარში.
ერთმა ბიჭმა დაინახა ნანა ავტობუსში.
რა გაქვს მანდ? - ჰკითხა ბიჭმა.
ერთი... ორი... სამი კვერცხია ბუდეში, - თქვა ნანამ.
ეს არ არის ბუდე, - თქვა ბიჭმა, - ეს ძველი წითელი ქუდია!
ავტობუსში კიდევ ერთმა ქალმა დაინახა ნანა.
შეიძლება ვნახო, რა გაქვს მანდ? - სთხოვა ქალმა.
მე მაქვს ერთი... ორი... სამი კვერცხი ბუდეში, - თქვა ნანამ.
მე მოგცემ სამ ლარს კვერცხებში! - თქვა ქალმა.
ნანა ავტობუსმა ბაზარში მიიყვანა.
კაცმა ბაზარში დაინახა ნანა.
რა გაქვს მანდ? - ჰკითხა მან.
ერთი... ორი... სამი ლარი, - თქვა ნანამ, - რა შემიძლია ვიყიდო სამ ლარად?
სამ ლარად შემიძლია მოგცე ეს, - უთხრა კაცმა და აჩვენა ქუდი.
ნანა ისევ ავიდა ავტობუსში.
ერთმა გოგონამ ავტობუსში დაინახა ნანა.
რა გაქვს მანდ? - ჰკითხა გოგონამ ნანას.
ნანამ თავი მაღლა აწია და გაიღიმა. ის ჩამოვიდა ავტობუსიდან და წავიდა სახლისკენ.
დედამ დაინახა ნანა.
რა გაქვს მანდ? - ჰკითხა დედამ.
ეს შენთვისაა! - უთხრა დედას ნანამ, - ახალი წითელი ქუდია.
გმადლობ, ნანა, - უთხრა დედამ და გულში ჩაიკრა შვილი.