ნიჭიერი კატო
ნიჭიერი კატო
კატო უკრავს ვიოლინოზე.
მას აქვს ვიოლონოს გაკვეთილები სკოლის შემდეგ სამშაბათობით.
კატოს ვიოლინოს მასწავლებელია ბატონი გია. ბატონ გიას უნდა, რომ კატომ ბევრი ივარჯიშოს.
კატო ბევრს უკრავს. კატო ბევრს ვარჯიშობს ვიოლინოზე. კატო მთელი დღე უკრავს ვიოლინოზე. კატოს უყვარს ვიოლინოზე დაკვრა.
დღეს კატო არ უკრავს ვიოლინოზე. დღეს კატო ჩოგბურთს თამაშობს. კატოს უყვარს ჩოგბურთის თამაში. კატოს უყვარს მეგობართან ერთად ჩოგბურთში ვარჯიში. კიდევ კატოს უყვარს სათამაშო გემების აწყობა. კატოს ბევრი გემი აქვს თავის ოთახში.
შენ ნიჭიერი ხარ, - ხშირად ამბობენ კატოს მშობლები, - შენ ბეჯითი ხარ და ნიჭიერიც, შენ ბევრი რამე გამოგდის კარგად! - ეუბნება კატოს ბატონი გია.
კატოს მოსწონს ამის მოსმენა. კატო ცდილობს, კარგად დაუკრას. კატო ცდილობს, ბევრი ივარჯიშოს. კატო ცდილობს, ლამაზი გემები გააკეთოს.
მას უყვარს ვიოლინოზე დაკვრა. მას უყვარს ჩოგბურთის თამაში. მას უყვარს გემების აწყობა. კატოს კიდევ ბევრი რამის კეთება უყვარს. კატოს დრო არ ჰყოფნის. კატოს დრო არ ჰყოფნის, რომ ყველაფერი გააკეთოს. იგი დაკავებულია.