წყალდიდობა


 

შესავალი

შხაპუნა წვიმის წამოსვლა ყველას უხარია ზაფხულის ცხელ დღეებში, ზამთარშიც სიხარულით ვხვდებით ხოლმე თოვლის პირველ ფიფქებს.

ორივე მოვლენა ძალიან ლამაზია და სახალისო, როცა ცოტა ხნით გრძელდება. თუმცა მალევე გვბეზრდება, იმიტომ, რომ შხაპუნა წვიმა ავდრად შეიძლება იქცეს, ქათქათა თოვლის ფანტელები კი დიდ თოვლად გადაიქცეს. ორივე მოვლენა კი შეიძლება წყალდიდობად იქცეს, რაც ძალიან საშიში მოვლენაა ადამიანებისთვის.

როცა ძალიან დიდხანს, გადაუღებლად წვიმს, ქუჩებში წყალი გროვდება, ადამიანები გარეთ გასვლას ვეღარ ახერხებენ, ყველაფერი სველია და ჭუჭყიანი. იმ ადგილებში კი, სადაც მდინარეებია, წყალდიდობა უფრო ხშირად ხდება, მდინარე ნაპირებიდან გადმოდის და ახლომახლო ყველაფერს ფარავს.

 

რატომ ხდება წყალდიდობები?

წყალდიდობაც ბუნების ისეთივე მოვლენაა, როგორიც წვიმა ან თოვლი. უფრო მეტიცწყალდიდობას სწორედ ეს ორი, თითქოს უწყინარი მოვლენა იწვევს.

 

წყალდიდობა

წყალდიდობა წლის ყოველ დროს არ ხდება. იგი უფრო ხშირად მოსალოდნელია გაზაფხულზე, როცა თოვლი დნება და წყლის დონე იმატებს. აგრეთვე ზაფხულში, როდესაც ხშირი და ძლიერი წვიმებია.

წყალდიდობების დროს ხშირად იტბორება სახლები, შავდებიან ადამიანებიც, ეკარგებათ ნივთები, იღუპებიან შინაური და გარეული ცხოველები.

წყალდიდობაც ყველა ერთნაირი სიძლიერის არ არის, ზოგი უმნიშვნელოა და მას ფიზიკური ზარალი არ მოაქვს, ასეთი წყალდიდობები დიდხანს არც გრძელდება ხოლმე.

მაგრამ ზოგჯერ ისეთი ძლიერი და ხანგრძლივია წყალდიდობა, რომ ადამიანები თვითონ ვერ უმკლავდებიან მას. ასეთი შემთხვევებისთვის ყველა ქვეყანაში, და მათ შორის ჩვენთანაც, არსებობს სამაშველო სამსახური. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ასეთი ბუნებრივი სტიქიის დროს ხალხს ეხმარებიან, გადაჰყავთ ისინი უფრო დაცულ ადგილას, ცდილობენ გადაარჩინონ მათი ქონება და ა.შ.

მაშველები წყალდიდობის დროს

ამ მოვლენის შეჩერება თუმცა არავის შეუძლია, მაგრამ მისგან თავის დაცვა და გაფრთხილება კი შესაძლებელია.