ფერები


 

სამი ძირითადი ფერი

სამი ძირითადი ფერი

იცით რა არის ცისარტყელა? გინახავთ ცისარტყელა? ცისარტყელა ზაფხულობით ჩნდება. ის წვიმის შემდეგ ჩნდება. ცისარტყელა ნაირფერია და ულამაზესი. თითქოს ცა ნაირფერი საღებავით მოხატეს.

მხოლოდ ცისარტყელა არ არის ფერადი. სამყაროში ყველაფერს ფერი აქვს. ფერები ზოგჯერ ბუნებრივია, ზოგჯერ - ხელოვნური. ცა ცისფერია, მზე ყვითელია, ხანაც მოწითალოა, ხან - ცეცხლისფერი.

 

ბუნებაში არსებობს ძირითადი ფერები. ძირითადი ფერების გარდა, მიღებული ფერებიც არსებობს. ბუნებაში მხოლოდ სამი ძირითადი ფერი არსებობს: ეს ფერებია წითელი, ყვითელი და ლურჯი. ყველა სხვა ფერი მიღებულია: მწვანე, ნარინჯისფერი, თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ცისფერი მიღებული ფერებია. ისინი ძირითადი ფერების შერევით მიიღება.

ზოგჯერ ფერი მკვეთრია, კაშკაშა. ზოგჯერ კი ღიაა, ჩამქრალი. ზოგჯერ ფერი მხიარულია, ზოგჯერ - სევდიანი. ხანდახან ფერი თბილია, ხან კი - ცივი.

ფერებს განწყობაც გააჩნიათ.

თბილი ფერებია წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი. თბილი ფერები ადამიანს ამშვიდებენ, კარგ ხასიათზე აყენებენ.

ცივი ფერებია ცისფერი, ლურჯი და იასამნისფერი. ცივი ფერები ადამიანს ახალისებენ. ისინი ადამიანს ათამამებენ, სურვილებს აძლიერებენ.

ფერების განწყობას ოთახების შეღებვის დროს ითვალისწინებენ. ყველაზე კარგად ფერების განწყობას მხატვრები იცნობენ. ისინი იყენებენ უამრავ ფერს. მხატვრები ფერებს თავადაც ქმნიან. ჩვენც შეგვიძლია მხატვრები გავხდეთ. ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება გავაფერადოთ. ფერადი ცხოვრება ყოველთვის ლამაზი და საინტერესოა.