საქველმოქმედო დღე

თოკო, თაკო და პაკო დღეს განსაკუთრებით ემზადებიან. სკოლაში მათ განსაკუთრებული დღე აქვთ. საახალწლოდ თანატოლებს ელოდებიან, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან. თოკომ, თაკომ და პაკომ უამრავი საჩუქარი გაამზადეს თავიანთი თანატოლებისთვის. მათ უნდათ. სიურპრიზი მოუმზადონ თანატოლებს და საჩუქრების დიდი ყუთი გაატანონ სახლში.

თაკომ, პაკომ და თოკომ საჩუქრები სამ შეკვრაში გაამზადეს. პირველ შეკვრაში ხილი და ტკბილეული იყო ბავშვებისთვის საახალწლოდ: ვაშლი, მსხალი, ბანანი, მანდარინი, ფორთოხალი, უამრავი შოკოლადი და კანფეტები. მეორე შეკვრაში სათამაშოები იყო. საკუთარი სათამაშოებიც აჩუქეს თოკომ, თაკომ და პაკომ თანატოლებს: ბურთები, მანქანები, თოჯინები, კონსტრუქტორები... მესამე შეკვრაში კი სასწავლო ნივთები იყო: რვეულები, წიგნები, ფანქრები, კალმები, სახაზავები, მარკერები, ფურცლები, რუკები, გლობუსები. სამივე შეკვრა თანატოლებს გადასცეს მეგობრებმა. მანამდე კი სკოლაში მთელი დღე ერთად მხიარულობდნენ. უყურეს და განიხილეს ფილმი, ერთად ისადილეს, იმსჯელეს წაკითხულ მოთხრობაზე, ითამაშეს სხვადასხვა საინტერესო თამაში. დღის ბოლოს სტუმრები თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. სტუმრები კმაყოფილები და გახარებულები იყვნენ. მათ ძალიან მოეწონათ თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლა.

თოკო, თაკო და პაკო თვითონაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ დღევანდელი დღით და თანატოლების დასაჩუქრებით. ბავშვები კმაყოფილები იყვნენ თავიანთი გულუხვობით. სახლში დაბრუნებულმა თოკომ და თაკომ მშობლებს უამბეს დღევანდელი დღის ამბავი. პაკომაც მშობლებს უამბო თანატოლების სტუმრობისა და დასაჩუქრების ამბავი.

- თოკო და თაკო, ჩვენც გვაქვს თქვენთვის საჩუქარი. საახალწლოდ მე და მამამ გადავწყვიტეთ, ბაკურიანში დასასვენებლად წაგიყვანოთ ორი კვირით. ბაკურიანში კარგად დაისვენებთ და ძალიან კარგ დროსაც გავატარებთ მთელი ოჯახი ერთად, - უთხრა თოკოს და თაკოს დედამ.

- პაკო, ჩვენც გვაქვს შენთვის საჩუქარი. მე და დედამ გადავწყვიტეთ, ეგვიპტეში წაგიყვანოთ საახალწლოდ. ეგვიპტეში კარგად დავისვენებთ და კარგ დროსაც გავატარებთ. შენ დაიმსახურე ჩვენი საახალწლო საჩუქარი! - უთხრა პაკომ მამას.

ბავშვები აღტაცებულები და კმაყოფილები იყვნენ დღევანდელი დღით. მათ უამრავი საჩუქარი გასცეს და თვითონაც საუკეთესო საახალწლო საჩუქარიც მიიღეს.