გარემოს დაცვის დღე


ზამთრის არდადეგების შემდეგ თაკო, თოკო და პაკო სკოლაში დაბრუნდნენ. დღეს სკოლაში მნიშვნელოვანი დღეა. დღეს სტუმარი მოვა სკოლაში. სტუმარი გარემოს დაცვაზე ისაუბრებს. სტუმარი ბავშვებს მულტფილმს აჩვენებს. ბოლოს სტუმარი და მოსწავლეები სკოლის ახლოს ხეებს დარგავენ.

სტუმარმა ბავშვებს ვაჟა-ფშაველას მოთხრობები `ია~, `ხმელი წიფელი~, `შვლის ნუკრის ნაამბობი~ და `მთის წყარო~ წაუკითხა.

მოთხრობების კითხვის შემდეგ მულტფილმი `ბოცო და გვანცა~ აჩვენეს მოსწავლეებს. თაკოს, თოკოს და პაკოს ძალიან მოეწონათ სტუმრის მიერ ნაჩვენები მულტფილმი `ბოცო და გვანცა”. მულტფილმი მოსწავლეებს გარემოს და ბუნების დაცვაზე ბავშვების ისტორიებს უამბობს.

მოთხრობების კითხვისა და მულტფილმის ჩვენების შემდეგ სტუმარმა მოსწავლეებს ნინფა ორტიზის მიერ დაწერილი 9 წლის გოგონას ერთი საინტერესო ამბავიც უამბო:

`ანაირო იყო 9 წლის პატარა გოგო. მას ძალიან უყვარდა სპილოები. ის ძალიან სწუხდა სპილოების გამო. სპილოებს ადამიანები კლავდნენ. სპილოს ძვალი იყო სპილოების მოკვლის მიზეზი. Aსპილოები შეიძლება მალე გადაშენებულიყვნენ. ნაირო ბევრ წუხდა მათ გამო. ნაირო ცდილობდა, რამე მოეფიქრებინა მათ გადასარჩენად.

ერთ დღეს ანაირომ ფილმი ნახა. ფილმში აღწერილი იყო სპილოების მოკვლის ამბავი. ანაირო დახმარება სთხოვდა დედას, მამას, ბებიას, ბაბუას, ბიძას, რომ გადაერჩინათ სპილოები. ნაირომ უცებ წამოიძახა: `მე მაქვს იდეა, ოღონდ დახმარება მჭირდება!~.

ანაიროს მშობლები მხატვრები იყვნენ. ანაირომ თავის მშობლებს დაახატვინა ატირებული სპილო, რომელიც თავის მოკლულ შვილს ტიროდა. პოსტერი ყველა მაღაზიაში იყიდებოდა. გაყიდული პოსტერიდან შემოსული ფული კი სპილოების დაცვას ხმარდებოდა.

თაკო, თოკო, პაკო და სხვა მოსწავლეებიც მოიხიბლნენ ანაიროს ამბით.

`ჩვენც რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბუნება დავიცვათ. ანაიროც მხოლოდ ცხრა წლის იყო. ჩვენც მოვიფიქრებთ რამეს. ჩვენც შეგვიძლია ბუნების დაცვა!~ - ამბობდა პაკო. პაკო, თაკო და თოკო მთელი საღამო ამ ამბავზე ფიქრობდნენ და სხვადასხვა იდეას უზიარებდნენ ერთმანეთს.