რატომ აჩუქა მამამ ბავშვებს თუთიყუში
თოკოს და თაკოს თუთიყუში მშობლებმა აჩუქეს. ბავშვებს თუთიყუში ერთხელ დაეკარგათ. მშობლებმა მეორე თუთიყუში აჩუქეს. თოკოს და თაკოს ეგონათ, რომ მხოლოდ მათ უყვარდათ თუთიყუში. თურმე, ვაკოს ბავშვებზე მეტად უყვარს თუთიყუში.
- თუთიყუშებზე ორ ამბავს მოგიყვებით და მერე მიხვდებით, რატომ მიყვარს მეც თუთიყუში, - ეუბნება ვაკო თოკოს და თაკოს, - პირველი ამბავი თოკოს უფრო დააინტერესებს _ თუთიყუშზე და ფეხბურთზეა. მეორე ამბავი ორივეს დაგაინტერესებთ...
- მოგვიყევი, მამიკო, ძალიან გვაინტერესებს! - ვეღარ ითმენენ ბავშვები.
„თურმე ინგლისის ფეხბურთის გუნდი `ტოტენჰემ ჰოტსპური~ არგენტინაში ჩავიდა ფეხბურთის სათამაშოდ. Eეს იყო 1908 წელს. მაშინ მხოლოდ გემით მგზავრობდნენ. გემით დიდხანს მოგზაურობდნენ ფეხბურთელები. გემზე ერთი თუთიყუშიც ყოფილა. თუთიყუში და ფეხბურთელები ერთმანეთს დაუახლოვდნენ. გემის კაპიტანმა თუთიყუში გემს სახსოვრად გადასცა. თუთიყუში ტოტენჰემში გადავიდა საცხოვრებლად. დრო გადიოდა. თუთიყუში კი გუნდთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. ინგლისის სხვა გუნდი `არსენალი~ ძლიერ გუნდებთან სათამაშოდ გადაიყვანეს. `ტოტენჰემი~ კი, რომელიც ძლიერ გუნდებთან თამაშობდა, სუსტ გუნდებთან სათამაშოდ ჩამოაქვეითეს. `არსენალს~ `ტოტენჰემის~ მაგივრად უნდა ეთამაშა ძლიერ გუნდებთან. ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიღეს. ზუსტად იმ დღეს, როცა ეს უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდის თუთიყუში გარდაიცვალა. ამ ამბავმა დაუდო საფუძვლად ინგლისურ გამოთქმას: „ავად ვარ, როგორც თუთიყუში~. ინგლისელები ამ გამოთქმას მაშინ იყენებენ, როცა რაღაცას ცუდს ელიან~ - დაასრულა თხრობა ვაკომ.
- რა საინტერესო იყო, თუთიყუშს თავისი პატრონი ძალიან უყვარს. ჩვენც ძალიან ვუყვარვართ ჩიკოს, - იძახის აღფრთოვანებული თოკო.
-მეორე ამბავი? მეორე ამბავს როდის მოგვიყვები? - არ ისვენებს თაკო.
- მეორე ამბავს რაც შეეხება,…- აგრძელებს ვაკო, - ისიც საკმაოდ საინტერესოა. ერთი კაცი ავარიაში მოხვდა. კაცი ძალიან დაშავდა. ის ვეღარც დადიოდა და ვეღარც ლაპარაკობდა. კაცი ლოგინს იყო მიჯაჭვული. ექიმების თქმით, მთელი ცხოვრება ასე გაატარებდა.
ამ კაცს სახლში ორი თუთიყუში ჰყავდა. თუთიყუშები ამ კაცთან ერთად იყვნენ ავარიისას. თუთიყუშები განუწყვეტლივ ელაპარაკებოდნენ პატრონს. პატრონი კი ხმას ვერ სცემდა. მას ლაპარაკი აღარ შეეძლო. თუთიყუშების ლაპარაკმა კაცს შეაძლებინა, ლაპარაკი დაეწყო. ჯერ ერთი სიტყვა თქვა, მერე მეორე სიტყვა თქვა, მერე მესამე სიტყვა თქვა... მალე მთელი წინადადება წარმოთქვა. ოთხ თვეში კაცმა გამართული ლაპარაკი დაიწყო. მალე ფეხზე გაიარა. ასე გამოჯანმრთელდა კაცი თუთიყუშების დახმარებით~.
ბავშვები აღტაცებულები უყურებდნენ მამას. `ჩვენ თუთიყუში მხოლოდ გასართობი ფრინველი გვეგონა, სინამდვილეში რამდენი რამე შესძლებიათ პატარა თუთიყუშებს!~ - ფიქრობდნენ თოკო და თაკო და დიდხანს ხმა აღარ ამოუღიათ.