საინტერესო ისტორიები კატებზე
-დედა, მამამ იცი, რა საინტერესო ამბები მოგვითხრო თუთიყუშების შესახებ?! - ეუბნება თაკო ვიკას.
-შენც მოგვიყევი, რა, რამე საინტერესო თუთიყუშებზე, ძალიან დაგვაინტერესა. სკოლაში ჩვენს მეგობრებს მოვუყვებით გაკვეთილზე, - აგრძელებს თოკო დის დაწყებულ სათხოვარს.
-ბავშვებო, მე კატებზე მოგიყვებით, ფეფოც ხომ ძალიან გიყვართ, კატების შესახებაც ძალიან საინტერესო ისტორიებია.
თოკო და თაკო სულგანაბულები ელოდებიან დედის ნაამბობს.
- პირველად კატა ეგვიპტეში მოიშინაურეს 4000 წლის წინ. ძველი ეგვიპტელებისთვის კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა. იგი ნაყოფიერების, შობადობისა და ნადირობის ქალღმერთის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამ ქალღმერთს კატის თავი ჰქონდა. ეგვიპტელების სახლს რომ ცეცხლი წაჰკიდებოდა, პატრონი პირველ რიგში კატას გამოიყვანდა.
კატა იმიტომ იყო ძვირფასი, რომ იგი ხორბლის მარაგის დაცვაში პატრონს დიდ დახმარებას უწევდა. კატის წვალება და მოკვლა სასტიკად ისჯებოდა. კატას ეგვიპტელები მხოლოდ თაგვების დასაჭერად არ იყენებდნენ. კატები ნადირობისას ეხმარებოდნენ პატრონს.
კატებს დიდ პატივს სცემდნენ სხვა ქვეყნებშიც. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი წინასწარმეტყველის ტანსაცმელზე კატას ჩასძინებოდა. წინასწარმეტყველს ადგომა უნდოდა. მან კატა არ გააღვიძა. თავის ტანსაცმელს ის ნაწილი მოაჭრა, რომელზეც კატა იწვა და ისე წამოდგა.
კატა დღესაც ყველაზე პოპულარულია შინაურ ცხოველებს შორის.. ადამიანებს ის ყველაზე მეტად უყვართ. ამიტომაც ცხოვრობს ფეფო ჩვენთან ერთად. ჩვენც ძალიან გვიყვარს ფეფო~.
თოკო და თაკო სულგანაბულები უსმენენ დედის მონათხრობს და ელოდებიან სხვა ამბავსაც კატების შესახებ. დედაც მალე უსრულებს ბავშვებს სურვილს და კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას უამბობს:
- იცით თუ არა თქვენ, რომ კატა მანქანით უსაფრთხო მოძრაობას უწყობს ხელს? ალბათ, არ იცით.
მოკლედ, ინგლისში ცხოვრობდა პიტერ შოუ. ის ყოველ დღე ბრუნდებოდა ხოლმე სახლიდან სამსახურში საღამოს საათებში. იმ დროს, როცა უკვე ბნელოდა. ინგლისში აგრეთვე ძალიან ხშირია ნისლი. გზაც ძალიან ვიწრო და ძნელად სასიარულო იყო. პიტერ შოუ ნისლსა და სიბნელეში ვერაფერს ხედავდა. ამ გზის გავლა ყოველთვის საშიში იყო.
ერთ ცივ, ბნელ და ნისლიან საღამოს პიტერი სახლში ბრუნდებოდა. მან მოულოდნელად ორი მრგვალი ნათურა შენიშნა. ეს ნათურები მას გზას უნათებდნენ. მალე შეამჩნია, რომ სინამდვილეში ღობეზე კატა იჯდა. მანქანის შუქი კატის თვალებს ეცემოდა, კატის თვალებიდან კი მიმდებარე გზა ნათდებოდა.
ამ ფაქტის შემდეგ პიტერ შოუს იდეა მოუვიდა: მან გამოიგონა გზის განათების კოლოფები. ამ კოლოფებს მაგისტრალურ გზებზე აყენებენ. `კატისთვალება” კოლოფები მძღოლს უნათებენ გზას ღამით მგზავრობისას.
ნასიამოვნები თოკო და თაკო ერთმანეთს უყურებდნენ: რამდენი ახალი ამბავი დაუგროვდათ ბავშვებს პაკოსთვის მოსაყოლად...