ვაკო და ვიკა ნიუ-იორკში


ვიკა და ვაკო ნიუ იორკში გაემგზავრნენ. თოკო და თაკო სოფელში _ ბებიასთან და ბაბუასთან. ჩიკო და ფეფო პაკომ დაიტოვა. ჩიკო და ფეფო დროებით პაკოსთან იცხოვრებენ…

თოკო და თაკო ყოველ დღე ელაპარაკებიან მშობლებს. თოკო და თაკო კომპიუტერით, სკაიპის მეშვეობით ელაპარაკებიან ვიკას და ვაკოს:

-ბავშვებო, როგორ ხართ, რა ხდება თქვენკენ?

-კარგად ვართ, მამიკო, დედა როგორ არის, რას შვრებით, როგორ შეეგუეთ ნიუ-იორკს? - არ ალაპარაკებს თაკო თოკოს.

\"\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

-ჩვენ კარგად ვართ, ბავშვებო, მთავარია, თქვენ იყოთ კარგად, უკვე ძალიან მოგვენატრეთ:

-ჩვენც, მამი! - სიტყვა ძლივს ჩააკვეხა თოკომ.

-როგორი ქალაქია ნიუ-იორკი? მოგვიყევი რა, მამი, ყველაფერი გვაინტერესებს, მართლა ასეთი საოცარი ქალაქია ნიუ-იორკი? - არ ისვენებს თაკო.

\"\\"\\"\"

 

 

 

 

 

-კი ნამდვილად საოცარი ქალაქია. არ ვიცი სიტყვებით როგორ გითხრათ, ეს ყველაფერი უნდა ნახოთ, აუცილებლად ჩამოგიყვანთ, თქვენც ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ ნიუ-იორკი ყველას ქალაქია _ დიდის თუ პატარის, მდიდარის თუ ღარიბის, ბედნიერის თუ უბედურის, აქ ყველა ლაღად და თავისუფლად გრძნობს თავს!

 

\"\\"\\"\"

 

 

 

-მართლა? რა საოცარია, თავისუფლების ქანდაკება ნახეთ? - არ ისვენებს თოკო.

-კი, გუშინ ვნახეთ თავისუფლების ქანდაკება. ეს ქანდაკება 1885 წელს საფრანგეთმა აჩუქა ამერიკას. იგი ამერიკაში ჩამოსულთა მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს. თავისუფლების ქანდაკების ავტორია ფრედერიკ ბართოლდი. გუსტავ ეიფელიც (ეიფელის კოშკის არქიტექტორი) მონაწილეობდა ქანდაკების შექმნაში. თავისუფლების ქანდაკება ამერიკის ცნობილი სიმბოლოა და ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს...

\"\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

-ძალიან კარგი, კიდევ რა ნახეთ საინტერესო? - უფრო ცნობისმოყვარე გახდა თაკო.

-რა ვნახეთ და _ მე და დედა ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ შენობაზე ემპაია სტეიტ ბილდინგზე ვიყავით. Eეს არის 102-სართულიანი შენობა. მისი სიმაღლე 448 მეტრია. ასეთ მაღალ შენობას ცათამბჯენს უწოდებენ ემპაია სტეიტ ბილდინგი 1931 წელს აშენდა. მას ამერიკელები მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საოცრებად მიიჩნევენ. შენობას უამრავი ტურისტი სტუმრობს ყოველდღიურად. ცათამბჯენიდან ნიუ-იორკი ხელისგულივით მოჩანს და მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს... საოცრებაა, ძალიან ლამაზია!

-კიდევ, კიდევ ნახეთ რამე საინტერესო? - ცდილობს თაკო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.

-კიდევ, რა გითხრათ, ბევრი რამე ვნახეთ, თაიმს სქვერი კი იმდენად მოგვეწონა, ყოველდღე დავდივართ. Aაქ სულ სხვა ცხოვრებაა. აქ უამრავი ტურისტი მოძრაობს, ალბათ, ყველაზე მეტი მსოფლიოში... აქ უამრავი სავაჭრო და გასართობი ცენტრია. Aაქ აგდებენ დიდ საახალწლო ბურთს. ბურთის ჩამოგდების სანახავად თურმე უამრავი ადამიანი მოდის.. 1904 წელს სწორედ აქ მდებარეობდა ნიუ-იორკ ტაიმსი და ამ ადგილსაც თაიმს სქვერი დაარქვეს...

- ძალიან, ძალიან საინტერესოა ყველაფერი! მამი, ხვალ კიდევ დავრეკავთ და სხვა საინტერესო ამბები მოგვიყევი ნიუ-იორკისა და ამერიკის შესახებ, ჩვენ აქაურ ამბებს მოგიყვებით, აქაც ბევრი ძალიან საინტერესო რამ ხდება!