თაკო მეგობრებს მასპინძლობს


თაკო დღეს სტუმრებს ელის. სტუმრები თოკო და პაკო არიან. თოკო თაკოს ძმაა. Pპაკო თაკოს მეგობარია. დღეს მისი სტუმრები ძმა და მეგობარი იქნებიან. თაკო მასპინძელია. თაკო თოკოს და პაკოს სახლში ელის. თაკო პაკოს და თოკოს გაკვეთილების შემდეგ ელის სახლში.

-როდის მოვიდე? - ეკითხება პაკო მეგობარს.

-გაკვეთილების შემდეგ, - პასუხობს თაკო.

-როდის? გაკვეთილების შემდეგ თეატრში მივდივართ! - უკვირს თოკოს.

-სად? თეატრში? როდის თქვეს? - კითხულობს გაკვირვებული თაკო.

-როდის და გუშინ. Aანა მასწავლებელმა გვითხრა, - აზუსტებს თოკო.

-გაკვეთილების შემდეგ თეატრში მივდივართ. შენთან ვერ მოვალთ. მაშ როდის მოვიდეთ შენთან? - ისევ კითხულობს პაკო.

-სკოლის შემდეგ თეატრში წასვლაც კარგია. ჩემთან როდის მოდით და _ ხვალ, გაკვეთილების შემდეგ.

-ძალიან კარგი! დღეს თეატრში წავიდეთ გაკვეთილების შემდეგ. ხვალ კი თაკოსთან წავიდეთ გაკვეთილების შემდეგ, - ამბობს კმაყოფილი პაკო.

-შევთანხმდით! ხვალ ნამცხვარზე გელოდებით! - ეპატიჟება პაკოს და თოკოს თაკო.