თოკო, თაკო და პაკო ცურვაზე


თოკო, პაკო და თაკო ცურვის გაკვეთილებზე დადიან. ბავშვების აუზი ცალკეა, დიდების აუზი _ ცალკე. Gგოგოების გასახდელი ცალკეა, ბიჭების გასახდელი _ ცალკე. კაცების გასახდელი ცალკეა, ქალების გასახდელი _ ცალკე.

ბავშვებს ცურვის გაკვეთილებს მასწავლებლები უტარებენ. მასწავლებლები მოცურავეები არიან. გოგოების მასწავლებლები კაცები არიან. ბიჭების მასწავლებლები _ ქალები.

თოკო, პაკო და თაკო ცურვაზე მშობლებს დაჰყავთ. ბავშვები ცურვაზე ხან დედებს დაჰყავთ, ხან _ მამებს. დღეს ბავშვები ცურვაზე პაკოს მშობლებმა წაიყვანეს.

-პაკო, ხელები და ფეხები ამოძრავე! - ასწავლის მასწავლებელი.

-თოკო, შენც ხელები და ფეხები ამოძრავე! - უმეორებს მასწავლებელი თოკოს.

-თაკო, ყოჩაღ! ხელები და ფეხები სწრაფად ამოძრავე! - არიგებს მასწავლებელი თაკოს.

ბიჭები კარგად ცურავენ. თაკო ბიჭებზე უკეთესად ცურავს.

-გოგოები ბიჭებზე უკეთესად ცურავენ. ქალები კაცებზე უკეთესად ცურავენ! - აბრაზებს თაკო ბიჭებს...