ვინ სად ცხოვრობს


თოკო თბილისში ცხოვრობს. თაკოც თბილისში ცხოვრობს. ვიკა და ვაკოც თბილისში ცხოვრობენ. პაკოც თბილისში ცხოვრობს. შოკო და ფეფოც თბილისში ცხოვრობენ.

თოკო ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობს, კორპუსში. თაკოც ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობს, კორპუსში. ვიკაც და ვაკოც ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობენ. კორპუსში. შოკო და ფეფოც ყაზბეგის ქუჩაზე ცხოვრობენ, კორპუსში. შოკო და ფეფო ყაზბეგის ქუჩაზე, კორპუსში, თოკოს და თაკოს ბინაში ცხოვრობენ.

თოკოს და თაკოს ბებია სოფელში ცხოვრობს. თოკოს და თაკოს ბაბუაც სოფელში ცხოვრობს. თოკოს და თაკოს ბებია მაღალ გორაკზე ცხოვრობს. თოკოს და თაკოს ბაბუაც მაღალ გორაკზე ცხოვრობს. თოკოს და თაკოს ბებია და ბაბუა მაღალ გორაკზე, კერძო სახლში ცხოვრობენ.

პაკოს ბაბუა დაბაში ცხოვრობს. პაკოს ბებიაც დაბაში ცხოვრობს. პაკოს ბებია და ბაბუა რუსთაველის გამზირზე ცხოვრობენ. პაკოს ბაბუა და ბებია რუსთაველის გამზირზე, კერძო სახლში ცხოვრობენ.