შენობები


 

თოკო და თაკო სკოლიდან მოდიან. სკოლიდან სახლამდე ბევრი შენობაა.

-ამ შენობაში რა არის? - კითხულობს თაკო

-ამ შენობაში მაღაზიაა? - პასუხობს თოკო დაიკოს.

-ამ შენობაში არ არის მაღაზია. მაღაზია იმ შენობაშია

-აა, ამ შენობაში რესტორანია!

-იმ შენობაში რაღაა? - აგრძელებს თაკო.

-იმ შენობაში ბანკია, - ისევ პასუხობს თოკო.

-ცოტა იქით, იმ შენობაში რა არის? - არ ისვენებს თაკო.

-ცოტა იქით, იმ შენობაში კაფეა, - პასუხობს თოკო.

-იმ ეზოში რა არის? - აგრძელებს კითხვებს თაკო.

-იმ ეზოში მოედანია, - მშვიდად პასუხობს თოკო.

-ამ ეზოში რაღაა? - არ ეშვება თაკო.

-ამ ეზოში კაფეა, - ისევ მშვიდად პასუხობს თოკო.

ჩვენს ქუჩაზე ბევრი შენობაა. ამ შენობაში მაღაზიაა. იმ შენობაში რესტორანია. ამ შენობაში ბანკია. ამ ეზოში კაფეა. იმ ეზოში მოედანია, - იმეორებენ თოკო და თაკო და სკოლიდან სახლში მიდიან.