აქეთ, იქით


 

თოკო და პაკო ფეხბურთს თამაშობენ. ბურთი ხან თოკოს აქვს, ხან პაკოს.

თოკო და პაკო ბურთს აწვდიან ერთმანეთს.

-აქ ვარ, აქ ვარ, პასი, - უძახის პაკო თოკოს.

-იქით, იქით წადი გაიქეცი! - პასუხობს თოკო.

-უკვე იქით ვარ, პასი, - ბურთს ითხოვს პაკო.

-იქით გაწოდებ, დაიჭირე, - ბურთს აწვდის თოკო მეგობარს.

-ცოტა აქეთ უნდა მოგეცა! - ბურთს ვერ აჩერებს პაკო.

-ცოტა აქეთაც ვერ დაიჭერდი, იქით იდექი. მეც იქით მოგეცი! - არ თმობს თოკო.

-იქ არ მომეცი, მე ცოტა აქეთ ვიდექი, შენ კი იქით ჩააწოდე! - ნაწყენია პაკო.

თაკო მეგობრების თამაშს უყურებს. M

-მეც მასწავლეთ თამაში. აქ ვისი ადგილია? - კითხულობს თაკო.

-აქ მეკარის ადგილია, - პასუხობს თოკო დაიკოს.

-იქ რაღაა? - აგრძელებს თაკო.

-იქ პენალტის ადგილია, - პასუხობს პაკო.

-იქით რაღაა? - ისევ კითხულობს თაკო.

-იქით საჯარიმოა! - ერთხმად ამბობენ თოკო და პაკო.