შეჯიბრი ცურვაში
თოკო, თაკო და პაკო ცურვაზე დადიან. ცურვა სპორტის სახეობაა. ცურვის რამდენიმე სახეობაა. ცურვის სახეობებია: კროლი და ბრასი. დღეს ბავშვებს შეჯიბრი აქვთ ცურვაში.
თოკოს პირველი ადგილი უნდა. თაკოსაც პირველი ადგილი უნდა. პაკოსაც პირველი ადგილი უნდა. ბავშვებს პირველი ადგილი ანუ გამარჯვება უნდათ.
შეჯიბრი ორ ნაწილადაა. პირველი ნაწილში კროლით ცურვაა. Mმეორე ნაწილში ბრასით ცურვაა.
პირველი თაკო ცურავს. Mმეორე და მესამე მისი კლასელები. მეოთხე - თოკო ცურავს. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე პაკოს, თაკოს და თოკოს მეგობრები. მეათე პაკო ცურავს.
ბრასით ცურვაში თაკო პირველი იყო. ბრასით ცურვაში თოკო მესამე იყო. ბრასით ცურვაში პაკო მეოთხე იყო. კროლით ცურვაში თაკო პირველი იყო, კროლით ცურვაში პაკო მეორე იყო. კროლით ცურვაში თოკო მესამე იყო. შეჯიბრში თაკო პირველ ადგილზე გავიდა. Pშეჯიბრში პაკო მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრში თოკო მესამე ადგილზე გავიდა.