ჩიკო და ფეფო, განუყრელი მეგობრები


 

ჩიკო და ფეფო პაკოსთან თავს კარგად გრძნობენ. პაკო, ჩიკო და ფეფო ერთად კარგად თამაშობენ. პაკო სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან ბევრ დროს უთმობს ჩიკოს და ფეფოს. პაკოს საყვედურობენ კიდეც, კატის და თუთიყუშის შემყურე, ნაკლებს მეცადინეობო. სინამდვილეში ასე არ არის. პაკო გაკვეთილებსაც ამზადებს და ჩიკოს და ფეფოსაც ბევრს ეთამაშება.

პაკოს სკოლაში ყოფნისას ჩიკო და ფეფო მარტო არიან სახლში. პაკო ნერვიულობს, ფიქრობს, არაფერი მოუვიდეთ ფეფოს და ჩიკოს. არავინ შეაშინოს. სკოლაშიც კი სულ ფეფოზე და ჩიკოზე დარდობს.

გუშინ ძალიან შეეშინდა პაკოს. ანა მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა რაიმე უცნაური ამბები მოემზადებინათ. პაკომაც მოამზადა უცნაური ამბავი. პაკოს ამბავი გარეული ცხოველების მოშინაურების შესახებ იყო. პაკომ მრავალი ასეთი ისტორია ამოიკითხა და გააცნო მეგობრებს. ყველაზე საინტერესო პაკოსთვის ცხრა წლის ბიჭისა და პითონის მეგობრობის ამბავი იყო. პატარა პითონი თურმე ყოველდღე სტუმრობდა პატარა ბიჭს, რომელიც თვეების იყო. რამდენჯერმე დაიჭირეს პითონი და ჯუნგლებში გაუშვეს, მაგრამ პითონი ყოველთვის ბიჭთან ბრუნდებოდა. ბოლოს ოჯახმა გადაწყვიტა, პითონი ოჯახში დაეტოვებინათ. თურმე პითონი ბიჭთან ერთად იზრდებოდა. ბიჭი უკვე ცხრა წლის არის. პითონი კი ექვსი მეტრის სიგრძისა და ას კილოგრამამდე იწონის. ცხრა წლის ბიჭი და პითონი საუკეთესო მეგობრები არიან და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენიათ.

Pპაკოს უცნაური ამბავი ძალიან მოეწონათ კლასელებს. ერთ-ერთმა მოსწავლემ ცოლისა და ქმრის განშორების საინტერესო ისტორიები უამბო კლასელებს. ერთ-ერთი ისტორია თუთიყუშისა და კატის შესახებ იყო. თურმე ცოლი და ქმარი დაქორწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ცოლს თავისი თუთიყუში ჰყავდა. ცოლს თუთიყუში ძალიან უყვარდა. ქმარს კი თავისი საყვარელი ცხოველი _ კატა ჰყავდა. დაქორწინების შემდეგ კატა და თუთიყუშიც ერთად ცხოვრობდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, სახლში მისულ ცოლ-ქმარს თუთიყუში აღარ დახვდა. აღმოჩნდა, რომ მსუნაგ კატას შეუჭამია ლამაზი თუთიყუში. ამ ამბის გამო ცოლ-ქმარი ერთმანეთს გაშორდა.

პაკოზე ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა. სკოლის დამთავრების შემდეგ სახლში გაიქცა. სახლში ჩიკო და ფეფო ჰყავდა მარტო დატოვებული. სახლში მისულ პაკოს საინტერესო სურათი დახვდა: მოწყენილი ფეფო სკამის ქვეშ იყო მიმალული. ეტყობა, თავს კარგად ვერ გრძნობდა. ან საჭმელი არ ესიამოვნა, ან თოკო და თაკო მოენატრა, ან, უბრალოდ, შეუძლოდ იყო. ჩიკო იქვე მიფრენილიყო. როგორც თოკო ეფერება ხოლმე თაკოს, ისე ეფერებოდა. თან შემდეგ სიტყვებს იმეორებდა:

`მგონი სიცხე გაქვს, თავს უნდა გაუფრთხილდე~.

`მგონი სიცხე გაქვს, თავს უნდა გაუფრთხილდე~.

`წამალს დაგალევინებ და მორჩები~.

`წამალს დაგალევინებ და მორჩები~...

Aამ სიტყვებს იმეორებდა ჩიკო ხშირ-ხშირად და თან თავისი ფრთით ფეფოს სახეზე ეფერებოდა. Fფეფოსაც შეწუხებული სახე ნასიამოვნები იერით ეცვლებოდა. მალე ფეფო სიამოვნებისგან იყო სკამზე მიკუნტული და ბედნიერი თვალებით შეჰყურებდა მზრუნველ ჩიკოს.

თუთიყუშისა და კატის დანახვაზე პაკომ შვებით ამოისუნთქა. ნათელი იყო, როგორ უყვარდათ ჩიკოს და ფეფოს ერთმანეთი. ხანდახან ჩიკო და ფეფოც ჩხუბობდნენ. მაგრამ ეს ჩხუბი არ არის. ჩხუბითაც ეთამაშებიან და ესიყვარულებიან ერთმანეთს. `სულ ტყუილი ყოფილა, თუთიყუში და კატა ერთად ვერ ცხოვრობენო, რას არ მოიგონებენ! პითონი და ბიჭი ცხოვრობენ ერთად და მეგობრობენ; კატა და თუთიყუში _ მით უმეტეს... ყველა ყველასთან ადვილად ცხოვრობს, თუ ერთმანეთი უყვართ, რა შუაშია თუთიყუში და კატა?!~ _ ფიქრობდა თავისთვის პაკო და ძალიან ბედნიერი იყო თავისი ამ აღმოჩენით.