მე მაქვს სახლი
მე ვარ პაკო. მე მაქვს სახლი სოფელში.
მე მაქვს ეზო ამ სახლთან.
მე მაქვს ხეხილის ბაღი ამ სახლთან.
მე მაქვს ვენახი ამ სახლთან.
მე მაქვს ყანა ამ სახლთან.
მე მაქვს მოედანი ამ სახლთან.
მე მაქვს საძინებელი ამ სახლში.
მე მაქვს სამზარეულო ამ სახლში.
მე მაქვს მისაღები ამ სახლში.
მე მაქვს აბაზანა ამ სახლში.
მე მაქვს ტუალეტი ამ სახლში.
მე მაქვს ბუხარი ამ სახლში.
მე მყავს თუთიყუში. ჩემს თუთიყუშს ჰქვია შოკო.
მე მყავს კატა. ჩემს კატას ჰქვია ფეფო.
შოკო, ფეფო, თაკო და თოკო ჩემი მეგობრები არიან.
მე, თაკო და თოკო ხშირად ვკითხულობთ წიგნს ამ სახლში.
მე, ფეფო და შოკო ხშირად ვთამაშობთ ამ სახლში.
მე, თოკო და თაკო ხშირად ვწერთ რვეულში.
მე, შოკო და ფეფო ხშირად ვუსმენთ მუსიკას ამ სახლში.
მე, შოკო და ფეფო კარგად ვერთობით ამ სახლში.