ზევით და ქვევით
- ვაიმე!
- რა არის?
- ზევით, ზევით, სულ ზევით პატარა თაგუნიაა...
- სად?
- ზევით, ახლა უკვე ქვევით, ქვევით, ქვევით ჩემკენ მოდის... აღარ არის, დაიმალა...
- თაკო, პატარა თაგუნიასი გეშინია? - იცინის თოკო.
- კი, პატარა თაგუნიასი მეშინია... - იღიმება თაკო.
- აღარ არის თაგუნია - იღიმება თოკო.
- როგორ არ არის, აქ არის... იცინის თაკო.
- აი, აი, თუ არ არის! ზევით, ზევით, სულ ზევით მიდის, ახლა ქვევით, ქვევით, შენკენ მოდის, თოკო!
- ვაიმე, ვაიმე, ვაიმე...
- აღარ არის, დაიმალა! - იცინის თაკო.
- აღარ არის - იღიმება თოკო.
- თოკო, პატარა თაგუნიასი გეშინია? - იცინის თაკო.