ჩიკოს და ფეფოს თამაში
ჩიკო და ფეფო ხშირად მარტოები არიან სახლში. ჩიკო და ფეფო ხშირად თამაშობენ ერთად. ჩიკო და ფეფო ხშირად ჩხუბობენ. ჩიკო და ფეფო ხშირად ცელქობენ კიდეც.
ფეფო იშვიათად არის ცუდ ხასიათზე. ის იშვიათად აბრაზებს ჩიკოს. ფეფო იშვიათად არის მოწყენილი. ფეფო იშვიათად აბრაზებს თოკოს და თაკოს. ფეფო იშვიათად, მაგრამ მაინც აბრაზებს ჩიკოს. ჩიკოც იშვიათად, მაგრამ მაინც აბრაზებს ფეფოს.
ჩიკო სახლში გალიაში არასოდესაა. არ უყვარს ჩიკოს გალიაში ჯდომა. ხშირად ოთახში ან ეზოშია ჩიკო. იშვიათად არის გალიაში გამოკეტილი. გუშინაც გალიიდან იყო გამოსული და ფეფოს ეთამაშებოდა. ხშირად არიან მარტო ფეფო და ჩიკო. ხშირად თამაშობენ ერთად.
-მიაუ, მიაუ! - აბრაზებს ჩიკო ფეფოს.
-მიაუ, მიაუ! - პასუხობს გაბრაზებული ფეფო.
-მიაუ, მიაუ! - იმეორებს ჩიკო.
გაბრაზებული ფეფო გამოეკიდა ჩიკოს. ჩიკომ გალიაში შეასწრო. დაჯდა ფეფო გალიასთან. ელოდება ჩიკოს. მობეზრდა ჩიკოს გალიაში ჯდომა. ფეფოს უცბად ძაღლის ხმა მოესმა.
- ვაფ, ვაფ! - ისმოდა ოთახში. შეშინებული ფეფო სკამის ქვეშ შეძვრა. ჩიკო კი გალიიდან გამოვიდა. დიდხანს იმალებოდა ფეფო სკამის ქვეშ. ბოლოს გამოძრომა გადაწყვიტა
- ძაღლი სად არის? - ეკითხება ფეფო ჩიკოს.
- ვაფ, ვაფ! - დაიძახა ჩიკომ ძაღლის ხმით...
მოატყუა ჩიკომ ფეფო. დარცხვენილი ფეფო ორი დღე სკამის ქვეშ იჯდა. აღარ უნდოდა ჩიკოსთან თამაში.