პაკო ბარსელონაში

პაკო პარიზის შემდეგ ბარსელონაში წავიდა. ბარსელონაში ბარსელონა-რეალის თამაშს უნდა დაესწროს. თამაშამდე კი ბარსელონას დათვალიერებას მოასწრებს. ბარსელონაში 5 დღე იქნებიან.

პაკო და მისი მშობლები მატარებლით დაიძრნენ პარიზიდან ბარსელონისაკენ. მატარებელი ძალიან სწრაფია. 5 საათში უკვე ბარსელონაში იქნება. ერთხელ გადაჯდომაც მოუწევთ. გზაში პაკო ბარსელონას შესახებ წიგნს კითხულობს. წიგნში უამრავი სურათია. სურათების ნახვის შემდეგ ყველაფრის დათვალიერება უნდა პაკოს.

ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ბარსელონაშიც ჩააღწიეს. მატარებლის სადგურთან უამრავი ტაქსია. უამრავი ტაქსია, მაგრამ ხალხიც უამრავია. ცოტა ხანი რიგშიც ჩადგნენ პაკო და მისი მშობლები. ტაქსით სასტუმროში მივიდნენ.

სასტუმრო ძალიან მოეწონა პაკოს. ლამაზი შენობა, დიდი ლობი, სასტუმროში ორი დიდი ოთახი, დიდი ფანჯრები და ულამაზესი ხედი. სასტუმროდან პირდაპირ ტიბიდაბოს მთას და ატრაქციონებს უყურებდა.

-მამა, ფეხბურთი სამი დღის შემდეგ არის. კვირამდე რა უნდა ვაკეთოთ ბარსელონაში? რას დავათვალიერებთ? - ვერ ისვენებს პაკო.

-პაკო, ბარსელონაში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. ყველაფერს ვნახავთ. სურათები ხომ დაათვალიერე წიგნში, შევეცდებით, ყველაფერი გაჩვენოთ. აუცილებლად წავალთ „ბარსელონას“ მუზეუმში, ტიბიდაბოს მთაზე, ბარსელონას აკვარიუმში. მოვინახულებთ გიუელის პარკს, საგრადა ფამილიას კათედრალს, ტრიუმფალურ თაღს, - უხსნის მამა პაკოს.

-ტრიუმფალური თაღი ხომ ვნახეთ პარიზში!

-კი პარიზში ვნახეთ, მაგრამ ბარსელონაშიც ვნახავთ, შეადარებ, რომელი უფრო ლამაზი და შთამბეჭდავია, - ეხუმრება მამა შვილს...

სასტუმროში ცოტა ხნით დაისვენეს. დასვენების შემდეგ კი საგრადა ფამილიას კათედრალის სანახავად წავიდნენ.

საგრადა ფამილიამდე მეტროთი იმგზავრეს. მეტროში რამდენიმე ხაზი გამოიცვალეს და 30 წუთში ადგილზე იყვნენ. საგრადა ფამილიას კათედრალი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ძალიან ლამაზი, მაღალი და უცხო. კათედრალთან უამრავი ტურისტი ტრიალებდა. ტაძარში შესასვლელი ბილეთის ასაღებად დიდხანს იდგნენ რიგში. ბოლოსდაბოლოს შეაღწიეს ტაძარში. პაკო ტაძრით იმდენად მოიხიბლა, რომ რიგში დგომა და დაღლა აღარც ახსოვდა. დიდი სიამოვნებით ათვალიერებდა ტაძარს და უსმენდა გიდს.

„წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილიას) ტაძარი ცნობილი არქიტექტორის, გაუდის დაუმთავრებელი შედევრია. ის ბარსელონას უჩვეულო და ცნობილი ღირშესანიშნაობაა,“ - უამბობდა გიდი ტურისტებს. „ტაძრის ისტორია იწყება I საუკუნიდან. XI საუკუნეში ის რომანულ ტაძრად გადაკეთდა და მცირე ხანში დაიწყო მისი გარდასახვა რომანულ ეკლესიად. თითისტარის ფორმის კოშკები 115 მეტრამდე სიმაღლისაა. ჯერ დაუმთავრებელი მთავარი გუმბათის ზემოთა კოშკის სიმაღლე 170 მეტრი უნდა იყოს. ის ჯერაც შენდება, რადგან ყოველი ქვა ხელით უნდა იყოს დამუშავებული. სხვანაირად დამზადებული ქვების გამოყენება აქ არ შეიძლება. 1926 წელს ანტონიო გაუდი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის დილით ეკლესიაში მიდიოდა, ტრამვაი რომ შეეჯახა. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. დღეს ის გრძელდება და მალე დამთავრდება.“ - აგრძელებდა გიდი საუბარს და პაკოც სულ უფრო ყურადღებით უსმენდა და ყველაფერს იმახსოვრებდა.

საგრადა ფამილიას მონახულების შემდეგ დაღამდა კიდეც. უკვე ვახშმობის დრო იყო. პაკო და მისი მშობლები ტაძართან ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ სავახშმოდ:

-რადგან ბარსელონაში ვართ, სჯობს კატალონიური და ესპანური კერძები მივირთვათ, რას იტყვით? - ეკითხება მამა პაკოს და მეუღლეს.

-კი ბატონო, როგორც გენებოს, შენს გემოვნებას ვენდობით, ასე რომ, შეგიძლია შეუკვეთო! - ღიმილით პასუხობს პაკოს დედა.

ამასობაში ოფიციანტიც მოდის. პაკოს მამა მარი მუნტანიას, ესკუდელა კარნოლას და ტაპასას უკვეთს. დასალევად კი ღვინოსა და ლიმონათს.

-მამი ეგ რა კერძებია? - ვერ ისვენებს ცნობისმოყვარე პაკო.

-პაკო, მარმუნტანია და ესკუდელა კარნოლა კატალონიური კერძებია. ბრინჯს, თევზსა და ღორის ხორცს საწებელთან ერთად მარმუნტანიას უწოდებენ. კატალონიელებისათვის ეს საყვარელი კერძია. ესკუდელა კარნოლა კი ღორის, ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისგანაა დამზადებული. რაც შეეხება ტაპასას _ ის ესპანურია კერძია. ალბათ, ყველაზე პოპულარული მთელ ესპანეთში.

პაკომ გემრიელად ივახშმა მშობლებთან ერთად. სასტუმროში ტაქსით დაბრუნდნენ. პაკო ძალიან კმაყოფილი დარჩა დღევანდელი დღით. მოუთმენლად ელის ხვალინდელ დღეს. ხვალ ტიბიდაბოს მთაზე უნდა წავიდეს...

პაკო ბარსელონაში

პაკო პარიზის შემდეგ ბარსელონაში წავიდა. ბარსელონაში ბარსელონა-რეალის თამაშს უნდა დაესწროს. თამაშამდე კი ბარსელონას დათვალიერებას მოასწრებს. ბარსელონაში 5 დღე იქნებიან.

პაკო და მისი მშობლები მატარებლით დაიძრნენ პარიზიდან ბარსელონისაკენ. მატარებელი ძალიან სწრაფია. 5 საათში უკვე ბარსელონაში იქნება. ერთხელ გადაჯდომაც მოუწევთ. გზაში პაკო ბარსელონას შესახებ წიგნს კითხულობს. წიგნში უამრავი სურათია. სურათების ნახვის შემდეგ ყველაფრის დათვალიერება უნდა პაკოს.

ხუთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ბარსელონაშიც ჩააღწიეს. მატარებლის სადგურთან უამრავი ტაქსია. უამრავი ტაქსია, მაგრამ ხალხიც უამრავია. ცოტა ხანი რიგშიც ჩადგნენ პაკო და მისი მშობლები. ტაქსით სასტუმროში მივიდნენ.

სასტუმრო ძალიან მოეწონა პაკოს. ლამაზი შენობა, დიდი ლობი, სასტუმროში ორი დიდი ოთახი, დიდი ფანჯრები და ულამაზესი ხედი. სასტუმროდან პირდაპირ ტიბიდაბოს მთას და ატრაქციონებს უყურებდა.

-მამი, ფეხბურთი სამი დღის შემდეგ არის. კვირამდე რა უნდა ვაკეთოთ ბარსელონაში? რას დავათვალიერებთ? - ვერ ისვენებს პაკო.

-პაკო, ბარსელონაში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. ყველაფერს ვნახავთ. სურათები ხომ დაათვალიერე წიგნში, შევეცდებით, ყველაფერი გაჩვენოთ. აუცილებლად წავალთ „ბარსელონას“ მუზეუმში, ტიბიდაბოს მთაზე, ბარსელონას აკვარიუმში. მოვინახულებთ გიუელის პარკს, საგრადა ფამილიას კათედრალს, ტრიუმფალურ თაღს“- უხსნის მამა პაკოს.

-ტრიუმფალური თაღი ხომ ვნახეთ პარიზში!

-კი პარიზში ვნახეთ, მაგრამ ბარსელონაშიც ვნახავთ, შეადარებ, რომელი უფრო ლამაზი და შთამბეჭდავია, - ეხუმრება მამა შვილს...

სასტუმროში ცოტა ხნით დაისვენეს. დასვენების შემდეგ კი საგრადა ფამილიას კათედრალის სანახავად წავიდნენ.

საგრადა ფამილიამდე მეტროთი იმგზავრეს. მეტროში რამდენიმე ხაზი გამოიცვალეს და 30 წუთში ადგილზე იყვნენ. საგრადა ფამილიას კათედრალი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ძალიან ლამაზი, მაღალი და უცხო. კათედრალთან უამრავი ტურისტი ტრიალებდა. ტაძარში შესასვლელი ბილეთის ასაღებად დიდხანს იდგნენ რიგში. ბოლოსდაბოლოს შეაღწიეს ტაძარში. პაკო ტაძრით იმდენად მოიხიბლა, რომ რიგში დგომა და დაღლა აღარც ახსოვდა. დიდი სიამოვნებით ათვალიერებდა ტაძარს და უსმენდა გიდს.

„წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილიას) ტაძარი ცნობილი არქიტექტორის, გაუდის დაუმთავრებელი შედევრია. ის ბარსელონას უჩვეულო და ცნობილი ღირშესანიშნაობაა,“ - უამბობდა გიდი ტურისტებს. „ტაძრის ისტორია იწყება I საუკუნიდან. XI საუკუნეში ის რომანულ ტაძრად გადაკეთდა და მცირე ხანში დაიწყო მისი გარდასახვა რომანულ ეკლესიად. თითისტარის ფორმის კოშკები 115 მეტრამდე სიმაღლისაა. ჯერ დაუმთავრებელი მთავარი გუმბათის ზემოთა კოშკის სიმაღლე 170 მეტრი უნდა იყოს. ის ჯერაც შენდება, რადგან ყოველი ქვა ხელით უნდა იყოს დამუშავებული. სხვანაირად დამზადებული ქვების გამოყენება აქ არ შეიძლება. 1926 წელს ანტონიო გაუდი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის დილით ეკლესიაში მიდიოდა, ტრამვაი რომ შეეჯახა. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. დღეს ის გრძელდება და მალე დამთავრდება.“ - აგრძელებდა გიდი საუბარს და პაკოც სულ უფრო ყურადღებით უსმენდა და ყველაფერს იმახსოვრებდა.

საგრადა ფამილიას მონახულების შემდეგ დაღამდა კიდეც. უკვე ვახშმობის დრო იყო. პაკო და მისი მშობლები ტაძართან ახლოს მდებარე კაფეში შევიდნენ სავახშმოდ:

-რადგან ბარსელონაში ვართ, სჯობს კატალონიური და ესპანური კერძები მივირთვათ, რას იტყვით? - ეკითხება მამა პაკოს და მეუღლეს.

-კი ბატონო, როგორც გენებოს, შენს გემოვნებას ვენდობით, ასე რომ, შეგიძლია შეუკვეთო! - ღიმილით პასუხობს პაკოს დედა.

ამასობაში ოფიციანტიც მოდის. პაკოს მამა მარი მუნტანიას, ესკუდელა კარნოლას და ტაპასას უკვეთს. დასალევად კი ღვინოსა და ლიმონათს.

-მამი ეგ რა კერძებია? - ვერ ისვენებს ცნობისმოყვარე პაკო.

-პაკო, მარმუნტანია და ესკუდელა კარნოლა კატალონიური კერძებია. ბრინჯს, თევზსა და ღორის ხორცს საწებელთან ერთად მარმუნტანიას უწოდებენ. კატალონიელებისათვის ეს საყვარელი კერძია. ესკუდელა კარნოლა კი ღორის, ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისგანაა დამზადებული. რაც შეეხება ტაპასას ის ესპანურია კერძია. ალბათ, ყველაზე პოპულარულ მთელ ესპანეთში.