თაკოს და თოკოს სპექტაკლი
თაკო და თოკო დღე და ღამე სპექტაკლზე ფიქრობენ. სამი თვეა, სპექტაკლისთვის ემზადებიან. სპექტაკლი ცხოველებისა და ფრინველების შესახებაა. თოკო და თაკო, როგორც ვთქვით, თაგუნები არიან. ბავშვებს არ მოსწონთ თაგუნების როლი. სპექტაკლში ბევრი ცხოველი და ფრინველია: თაგუნები, კატა, ძაღლი, ლომი, დათუნია, სპილო, მტრედი, არწივი, ყვავი. ცხოველები და ფრინველები ერთად ზეიმობენ ახალ წელს. ისინი ერთმანეთის მეგობრები არიან. სპექტაკლში ბევრი ცეკვა, სიმღერა, ლექსი და იუმორია. თაკოს ცეკვა უყვარს, თოკოს კი სიმღერა.
თოკომ და თაკომ ბევრი სტუმარი დაპატიჟეს სპექტაკლზე. ვიკა და ვაკო დაესწრებიან სპექტაკლს. თოკოს და თაკოს ბებია და ბაბუაც დაესწრებიან სპექტაკლს. პაკო ვერ დაესწრება სპექტაკლს. პაკო ბაკურიანში მიდის და არ იქნება თბილისში. თაკო და თოკო ძალიან ნერვიულობენ. იციან, პაკო ვერ დაესწრება მათ სპექტაკლს. ყველაზე მეტად პაკოს სტუმრობა უხარიათ ბავშვებს.
-რა ცუდია, პაკო ვერ მოვა! - ისევ წუწუნებს თაკო.
-არა უშავს, პაკო ვერ მოვა, მაგრამ მთელი დარბაზი სავსე იქნება. ჩვენ ხომ ყველა მაყურებლისთვის ვთამაშობთ. ჩვენ ხომ ნამდვილი მსახიობები ვართ! - ამშვიდებს თოკო დაიკოს.