კითხვის კვირეული სკოლაში
თაკო, თოკო და პაკო სკოლაში მიდიან. დღეს კითხვის კვირეულის პირველი დღეა. კითხვის კვირეულზე მოსწავლეებს მშობლები სხვადასხვა ცნობილ წიგნს უკითხავენ. დღეს თოკოს და თაკოს დედა უკითხავს მოსწავლეებს წიგნს. თოკოს და თაკოს დედას ვიკა ჰქვია. თოკოს და თაკოს დედა ქართულის მასწავლებელია. თოკოს და თაკოს დედა ქართულს სხვა სკოლაში ასწავლის. თოკოს და თაკოს აინტერესებთ, რა წიგნს წაუკითხავთ დედა მათ და მათ თანაკლასელებს წიგნის კვირეულზე. პაკოც ეკითხება მეგობრებს:
- რა წიგნს წაგვიკითხავს ვიკა დეიდა დღეს?
- მართლა არ ვიცით, - პასუხობენ ტყუპები.
- დღეს წიგნს თოკოს და თაკოს დედა წაგვიკითხავს, ბავშვებო! - უთხრა მოსწავლეებს ანა მასწავლებელმა. ვიკამ მოსწავლეებს ასტრიდ ლინდგრენის `მიო, ჩემო მიო~ წაუკითხა. წიგნი პატარა ბოსეს შესახებ იყო, Bბიჭის შესახებ, რომელსაც ჰგონია, რომ არავის უყვარს.
ვიკა დეიდას წაკითხული წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. თაკოც და თოკოც კმაყოფილები იყვნენ დედის წაკითხული წიგნით.