სილამაზის სალონში
- ეჰ, პაკო...
- რა იყო, თაკო?
- არაფერი...
- რა არაფერი?...
- არაფერი, არაფერი...
- მაინც?
- მაინც, არაფერი...
- როგორ არაფერი?....
- არაფერი, ცუდ ხასიათზე ვარ...
- რატომ? მოხდა რამე?
- თმები ცუდად შემაჭრეს...
- რაა? აბა დამანახე....
- აი, ნახე, რა მოკლედ მაქვს თმა, თითქმის აღარაფერი დამიტოვეს თავზე. თმა აღარ მაქვს. რა მეშველება...
- ნუ ნერვიულობ! ცუდად არ გაქვს, ძალიან გიხდება! - დაამშვიდა პაკომ.
- მართლა? მართლა ასე ფიქრობ? - გაიკვირვა თაკომ.
- კი, ნამდვილად გიხდება! თან შენი როლი გაიხსენე სპექტაკლში, ზუსტად ასეთი ვარცხნილობა აქვს შენს გმირს.
- უი, ეგ არც გამახსენდა! დიდი მადლობა, პაკო, ჩემი როლისთვის მართლაც შესაფერისი ვარცხნილობაა! ახლა კარგ ხასიათზე ვარ.