ასაკი


პაკო, თოკო და თაკო თანატოლები არიან. პაკო რვა წლისაა, თოკოც რვა წლისაა, თაკოც რვა წლისაა. ისინი ბავშვები არიან. პაკოს, თაკოს და თოკოს და-ძმაც ბავშვები არიან. პაკოს და თერთმეტი წლისაა. პაკო, თაკო და თოკო ერთად სწავლობენ სკოლაში. თაკო და თოკო ტყუპები არიან. პაკო თაკოს და თოკოს კლასელია. ისინი თანატოლები არიან. პაკო, თაკოს და თოკოს მეზობელიცაა. თაკოს, პაკოს და თოკოს ახალგაზრდა მშობლები ჰყავთ. თაკოს და თოკოს დედა ოცდაათი წლისაა, თაკოს და თოკოს მამა კი- ოცდათერთმეტი წლის. პაკოს მშობლები ცოტა უფროსები არიან. პაკოს მამა ოცდათექვსმეტი წლისაა. პაკო დედა კი ოცდაცამეტის.

ბავშვებს ბებია და ბაბუაც ჰყავთ. Uპაკოს ბებია და ბაბუა სამოც წელს გადასცდნენ. თაკოს და თოკოს ბებია და ბაბუა - ორმოცდაათ წელს. იცით, რა არის საინტერესო? სამივე მეგობარს დიდი ბებია ჰყავთ. პაკოს დიდი ბებია ოთხმოცდახუთი წლის არის. თოკოს და თაკოს დიდი ბებია შარშან სამოცდათვრამეტისგახდა.