თოკო, თაკო და პაკო გულდაწყვეტილები არიან


თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლასა თუ კლასში უამრავი მეგობარი ჰყავდათ. ისინი ყველასთან მეგობრობდნენ. მიუხედავად ამისა, სკოლაში ყველა ბავშვმა იცოდა, რომ თოკო, თაკო და პაკო ერთმანეთთან განსაკუთრებულად მეგობრობდნენ და ერთმანეთი გამორჩეულად უყვარდათ.

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებელმა ერთ დღეს მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფად დაანაწილა. თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა დავალების შესრულება დაევალა. ერთ ჯგუფს დაევალა, საქველმოქმედო აქცია მოეწყო უსახლკარო ბავშვებისთვის; მეორე ჯგუფს დაევალა, ლეიკემიით დაავადებული ადამიანებისთვის სისხლის გაღების დღე დაეწესებინა და მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ საქმეში; მესამე ჯგუფს კი დაევალა, ხელნაკეთი ნივთები დაემზადებინა და გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, ხოლო შემოსული თანხა საკუთარი შეხედულებისამებრ გადაენაწილებინა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თოკო, თაკო და პაკო მასწავლებელმა ერთ ჯგუფში მოახვედრა. მათთან კიდევ ორი სხვა თანაკლასელი გაერთიანდა. თაკოს, თოკოს და პაკოს ჯგუფს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა უნდა მოეწყო და შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოეყენებინა.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თოკოს, თაკოს და პაკოს ჯგუფში თავიდანვე დაძაბული მდგომარეობა შეიქმნა. ბავშვები ვერ შეთანხმდნენ, ვის რა უნდა გაეკეთებინა პროექტში, საქმე კი უამრავი იყო. პირველ რიგში, ხელნაკეთი ნივთები უნდა დაემზადებინათ, გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად უამრავი ხელნაკეთი ნივთი იყო საჭირო, ამიტომ ყველა მათგანს დღე და ღამე უნდა ეშრომა. შემდეგ გამოფენა-გაყიდვაზე უნდა ეზრუნათ: სად და როგორ გაეკეთებინათ, ვინ მოეწვიათ და უამრავი სხვა საკითხი იყო გადასაწყვეტი... ბავშვებს ისიც კარგად უნდა მოეფიქრებინათ, როგორ გადაენაწილებინათ გამოფენა-გაყიდვისგან შემოსული თანხა, რა მიზნით და რა დანიშნულებით. მოკლედ, ბავშვებს ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდათ და დრო კი სულ მცირე, მხოლოდ ერთი კვირა, ანუ სულ რაღაც შვიდი დღე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანალოგიური ვითარება იყო სხვა ჯგუფებშიც. ბავშვებს უჭირდათ ერთად მუშაობა. უჭირდათ, კარგად გადაენაწილებინათ ფუნქციები, უჭირდათ განესაზღვრათ, ვის რისი გაკეთება შეეძლო ყველაზე უკეთესად. თითქმის ყველა ჯგუფში დავა და კამათი მიმდინარეობდა, ვითარება ყველა ჯგუფში ისე დაიძაბა, რომ დიდი ხნის მეგობრებიც კი ლამის ერთმანეთს წაეკიდნენ.

 

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავალებისთვის მიცემული ერთი კვირა გადიოდა. სამივე ჯგუფი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, თუმცა, თითოეულმა მათგანმა გარკვეული გამოსავალი მოძებნა...

 

 

 

 

პირველმა ჯგუფმა, რომელსაც საქველმოქმედო აქცია უნდა მოეწყო და თანხა შეეგროვებინა უსახლკარო ბავშვებისთვის, მარტივი გზა აირჩია: სკოლაში მიიტანეს ერთ-ერთი ცნობილი ანსამბლის საქველმოქმედო აქციის ჩანაწერი და იმ ჩანაწერის ჩვენება მოაწყვეს. ჩანაწერის ჩვენების პარალელურად კი - თანხის შესაწირი ყუთი დადგეს. ღონისძიებაზე ამ პროექტის წევრების მშობლები მიიწვიეს და მათ სთხოვეს, რაც შეიძლებოდა დიდი თანხა გაეღოთ.. .

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამაგიეროდ, შეგროვილი თანხის უსახლკარო ბავშვებისთვის გადაცემის პროცესი დიდი ხმაურით ჩაატარეს. უამრავი ჟურნალისტი დაპატიჟეს, ყველა არხს დიდი ხმაურით გააშუქებინეს თავიანთი საქველმოქმედო აქცია. ამ საქმეში ერთ-ერთი თანაკლასელის დედა დაიხმარეს, რომელიც ჟურნალისტი იყო და მისი დახმარებით საქველმოქმედო აქცია რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა. ძალიან კმაყოფილები დარჩნენ პირველი ჯგუფის წევრები - მართლაც შთამბეჭდავი აქცია გამოუვიდათ, ყველამ გაიგო მათ მიერ უსახლკარო ბავშვთა დახმარების შესახებ.

 

 

არც მეორე ჯგუფი იყო დალხინებული. ამ ჯგუფს დაევალა ლეიკემიით დაავადებული ადამიანებისთვის სისხლის გაღების დღის მოწყობა; თუმცა, მათაც კინაღამ ჩაუვარდათ აქცია. ვერაფერი მოიფიქრეს ხალხის ამ საქმეში ჩასართავად და, პირველი ჯგუფის მსგავსად, მარტივ გზას მიმართეს: ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბებია სკოლის დირექტორი გახლდათ. მათაც გამოიყენეს სკოლის დირექტორი, რომელმაც ყველა თანამშრომელს დაავალა ამ აქციაში მონაწილეობა, აგრეთვე, მშობლებს სთხოვა, მონაწილეობა მიეღოთ ბავშვების მიერ ორგანიზებულ აქციაში. საბოლოო ჯამში, სკოლის დირექტორის ძალისხმევით, მართლაც უამრავმა ადამიანმა მიიღო ბავშვების აქციაში მონაწილეობა და გაიღო სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. საბოლოო ჯამში, ამ ჯგუფის პროექტიც საკმაოდ წარმატებულად ჩაითვალა.

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თოკოს, თაკოს და პაკოს ჯგუფში კი გადაწყვიტეს, რომ ყველას, ვისაც რისი დამზადება შეეძლო, დაემზადებინა გამოფენისთვის. ბავშვები შეთანხმდნენ, რომ დღე და ღამე გაეთენებინათ დავალების შესასრულებლად. თოკომ უამრავი ნახატი შეასრულა ერთი კვირის განმავლობაში, თაკომ უამრავი საინტერესო ნივთი ააწყო სხვადასხვა ნივთისგან, რომლებიც ძალიან ლამაზად გამოყურებოდნენ, პაკომაც ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი შექმნა ხისგან, მათმა ერთმა თანკლასელმა უამრავი ულამაზესი მინანქარი დაამზადა.

ჯგუფში მხოლოდ ერთი წევრი იყო, რომელმაც ყველაფრის გაკეთებაზე უარი თქვა; უფრო მეტიც, ცდილობდა, ჯგუფის წევრებისთვის ხელიც კი შეეშალა. ჯგუფის ყველა გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. უამრავ დროს კარგავდნენ ბავშვები მის დარწმუნებაში, რადგან ჯგუფს საერთო გადაწყვეტილებით უნდა დაეგეგმა და განეხორციელებინა პროექტი. ჯგუფის ეს წევრი თავის ფუნქციას და მნიშვნელობას სწორედ წინააღმდეგობის გაწევაში ხედავდამას ეგონა, რაც მეტ წინააღმდეგობას გაუწევდა ბავშვებს, მით მეტად გაუწევდნენ ანგარიშს, თუმცა, რეალურად არაფერს აკეთებდა...

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოფენა-გაყიდვის დროც მოვიდა. ბავშვებმა უამრავი ნივთი გამოფინეს, ძალიან მოეწონა ყველას ბავშვების ნამუშევარი. გამოფენა-გაყიდვისას ყველაზე მეტად სწორედ ის ბავშვი აქტიურობდა, რომელიც მანამდე მხოლოდ ხელის შეშლით იყო დაკავებული. იმდენი მოახერხა, რომ დამსწრეებს სწორედ ის ეგონათ გამოფენა-გაყიდვაზე არსებული ყველა ნივთის შემქმნელი. თოკო, თაკო, პაკო და სხვა მათი თანაკლასელები აღარავის ახსოვდა.

 

 

გამოფენა--გაყიდვით მიღებული თანხით ბავშვებმა წიგნები შეიძინეს და იმ სკოლებს გადასცეს, რომლებსაც ბიბლიოთეკა არ ჰქონდათ. წიგნების გადაცემის პროცესშიც ყველაზე აქტიური ხელისშემშლელი ბავშვი იყო. ყველა მას უხდიდა მადლობას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. საბოლოო ჯამში პროექტი ძალიან წარმატებული გამოვიდა, თუმცა არც ისეთი ხმაურიანი, როგორც პირველი ჯგუფის მიერ ორგანიზებული საქველმოწმედო აქცია. მიუხედავად ამისა, ბავშვები თითქოს კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ . . .

\"\\"\\\\"\\\\"\\"\"

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვები რატომღაც ცუდ ხასიათზე იყვნენ. თვითონ ვერ გაეგოთ, რატომ, ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ შეიძლებოდა უხასიათოდ ყოფილიყვნენ. პროექტმა ხომ წარმატებით ჩაიარა, თავადაც ხვდებოდნენ, რომ წარმატებული დღე ჰქონდათ, მაგრამ ზუსტად მაინც ვერ ხვდებოდნენ უხასიათობის მიზეზს...

 

 

 

ასეთ ხასიათზე მყოფ ბავშვებს აღარც თამაში და აღარც საუბარი სურდათ. პაკო მალე წავიდა სახლში. მოწყენილი თოკო დასაძინებლად გაეშურა, ხოლო თაკო ვერაფრით ვერ იძინებდა. ვერ მოისვენა თაკომ, გააღვიძა დედა და მამა და უამბო დღევანდელი პროექტების შესახებ და ისიც გულწრფელად უთხრა, რომ რატომღაც გულდაწყვეტილები დარჩნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიკას და ვაკოს გაეღიმათ თაკოს მონაყოლზე. მშობლებს უნდოდათ ემსჯელათ დღევანდელ დღეზე თაკოსთან, მაგრამ უკვე გვიანი იყო, თან თოკოს უკვე ეძინა და ამაზე ლაპარაკი თოკოს და პაკოს გარეშე ალბათ არ ღირდა:

„თაკო, მაგაზე ნუ იდარდებთ! მთავარია, თქვენ თქვენი საქმე კარგად შეასრულოთ, ბევრი იშრომოთ, ბევრი იფიქროთ, ბევრი იკითხოთ, ბევრი ისწავლოთ და ამით იყოთ კმაყოფილები. დანარჩენზე ხვალ დავილაპარაკოთ თოკოსთან და პაკოსთან ერთად“- უთხრეს ღიმილით მშობლებმა თაკოს და მშვიდი ძილი უსურვეს.