თვლა


ეს შოკოა.

შოკო თუთიყუშია.

შოკო თოკოს და თაკოს თუთიყუშია.

შოკო სწავლობს თვლას.

-ერთი! - ამბობს თაკო.

-ერთი! - იმეორებს შოკო.

-ორი! - ამბობს თოკო.

-ორი! - იმეორებს თუთიყუში.

-სამი, ოთხი! - ამბობს თაკო.

-სამი, ოთხი! - იმეორებს თუთიყუში.

-ხუთი, ექვსი, შვიდი! - ამბობს თოკო.

-ხუთი ექვსი, შვიდი! - იმეორებს თუთიყუში.

-რვა, ცხრა, ათი! - ამბობს თაკო.

-რვა, ცხრა, ათი! - იმეორებს შოკო.

 

ერთი, ორი სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი შვიდი, რვა, ცხრა, ათი! - ამბობს შოკო.