მოსავლის აღება
- ეს რა არის? - ეკითხება ბაბუას გაკვირვებული თოკო.
- ეს ურემია, ბაბუ, პირველად ნახე?
- კი, პირველად ვნახე, - პასუხობს გულწრფელად თოკო.
- ურემი რისთვის გვჭირდება? - არ ეშვება თოკო.
- ურმით აღებული სიმინდი უნდა მოვიტანოთ ზედა ყანიდან, - პასუხობს ბაბუა და თან ურმის გამართვას განაგრძობს...
მშვენიერი ამინდი იდგა. თოკოს და თაკოს ოჯახი მოსავლის ასაღებად მზადაა, მოსავალი უკვე მოწეულია...
მოსავლის აღება და დაბინავება საკმაოდ მძიმე საქ-მეა. თოკოს და თაკოს ოჯახს ორი ყანა აქვთ. ერთი ყანა სახლთან ახლოსაა, მეორე ყანა _ მოშორებით. მას `ზედა ყანას” ეძახიან. `ახლო ყანიდან~ ზურგით შეაქვთ სიმინდი საბძელში. `ზედა ყანიდან~ _ ურმით მოაქვთ.
თოკოს და თაკოს ბაბუა შეუდარებელი მეურმეა. ურემს ოსტატურად გამართავს, ხარებს დასძახებს და ურემიც გაცურდება. თოკოს და თაკოს მოსავლის აღე-ბაში მონაწილეობა მოსწონთ. ბავშვებს უნდათ, თვითონ-აც გააკეთონ რამე. ბებო და ბაბუ არ აკარებენ საქმეს. `თქვენ გვიყურეთ და როცა გაიზრდებით, მერე დაგვეხმარეთო~. Aარ მოსწონთ ბავშვებს მარტო ყურება. არ მოსწონთ, როცა უფროსებს ჰგონიათ, რომ ვერაფერში დაეხმარებიან...
თოკოს და თაკოს საქმე მხოლოდ ურემზე ჯდომაა. სულერთია, დატვირთულია თუ არა ურემი. ბავშვები ხარებს არ ამძიმებენ. Uურემი გზაზე ხან ერთ მხარეს დაყირავდება, ხან მეორე მხარეს. ბავშვები კი სიცილით, ხარხარითა და კივილით იკლებენ გარემოს...
ბევრი საქმეა მოსავლის აღებისას: ლობიო მოსაკრე-ფია, ყანა მოსატეხია, ვენახში ყურძენი მოსაკრეფი, ღვი-ნო დასაწური, გოგრა შესაგროვებელი და მრავალი სხვა...
თოკოს და თაკოს ბებიას და ბაბუას მეზობლები ეხმარებიან მოსავლის აღებაში. დღეს მათ ეხმარებიან მეზობლები, ხვალ კი პირიქით _ ისინი დაეხმარებიან მეზობლებს. მეზობლების დახმარება მოსავლის აღებისას ტრადიციული და ჩვეულებრივი ამბავია. ჩქარობენ უფროსები. დღე მოკლეა. დაბინდებამდე უნდა დააბინაონ მოსავალი. ხვალ სხვა მეზობლის მოსავალი უნდა აიღონ. სწრაფად უნდა მოასწრონ ყველაფერი...
თოკოს და თაკოს ყურადღებას აღარავინ აქცევს. საქმეში არიან გართულები უფროსები. შიშობენ არ დააღამდეთ და გარეთ არ დარჩეთ მოწეული მოსავალი.
-ეს რა არის? _ მოულოდნელად წამოიძახა თოკომ.
-აბა, სად? რა დაინახე?
-აი, იქ, ბალახებში, რა და _ გასაღებია, ვიღაცას დაუვარდა, ვკითხოთ ბაბუს, მისი ხომ არ არის? _ პასუხობს დაიკოს გასაღების პოვნით აღტაცებული თოკო...
ბავშვები მოუთმენლად გარბიან ბაბუასკენ. ბაბუა ურემს მოუძღვება. ურემი სიმინდითაა დატვირთული. ხარებსაც კი დაღლილობა ეტყობათ ამდენი შრომისგან.
-ბაბუ, გასაღები ვიპოვეთ, შენი ხომ არ არის? - დაასწრო თაკომ თოკოს
-აბა, მაჩვენეთ... კი, ეს საბძლის გასაღებია, ყველა-ფერი საბძელში უნდა შევიტანოთ დღეს. თუ არ შევიტა-ნეთ და გაწვიმდა, ყველაფერი გაფუჭდება. თქვენ საიდან გაქვთ ეს ჩემი გასაღები? _ კითხულობს გაკვირვებული ბაბუ.
-თოკომ იპოვა, ბალახებში იყო...
ბაბუმ თავისი გასაღების ძებნა დაიწყო. ძალიან ბევრი ეძება. ყველა ჯიბე დაათვალიერა და გასაღები ვერ ნახა. კი, ნამდვილად მისი გასაღები იყო. როგორც ჩანს, სადღაც ამოუვარდა. ის ერთადერთი გასაღები ჰქონიათ ბებოს და ბაბუს. ბავშვებს რომ არ ეპოვათ გასაღები, არავინ იცის, რა მოხდებოდა...
იმ ღამეს ძალიან ძლიერი წვიმა წამოვიდა. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. ბავშვებმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მოსავლის დაბინავებაში...