ახალი პენალი


თოკო, თაკო და პაკო სკოლაში მიდიან. თოკოს, თაკოს და პაკოს სკოლის ჩანთაში უამრავი ნივთი აქვთ. თოკოს, თაკოს და პაკოს ჩანთაში პენალი აქვთ. თოკოს წიგნი და რვეული აქვს ჩანთაში. თოკოს სახაზავი, კალამი და ფანქარი აქვს პენალში. პაკოსაც წიგნი და რვეული აქვს ჩანთაში. პაკოსაც სახაზავი, კალამი და ფანქარი აქვს პენალში. თაკოსაც წიგნი და რვეული აქვს ჩანთაში. თაკოსაც სახაზავი, კალამი და ფანქარი აქვს პენალში.

-მე რაღაც მაქვს! - ეუბნება პაკო თოკოს და თაკოს.

-რა გაქვს? - კითხულობს თაკო.

-მე მაქვს ახალი პენალი. ჩემი პენალი ყველაზე მაგარია! - აგრძელებს პაკო.

-თოკოსაც აქვს ახალი პენალი. მისი პენალი უფრო მაგარია! - არ თმობს თაკო.

-თოკო, მართლა გაქვს ახალი პენალი? მართლა მაგარია შენი პენალი? -აზუსტებს პაკო თოკოსთან.

-კი პაკო, ჩემი პენალი მართლა ახალია. ჩემი პენალი მართლა მაგარია, - პასუხობს მეგობარს თოკო.

-მე და თოკოს გვაქვს ახალი პენლები. ჩემი პენალი და მისი პენალი ყველაზე მაგარია! - აზუსტებს მხიარულად თოკო.

-თოკოს და თაკოს აქვთ ახალი პენლები. მათი პენლები ყველაზე ახლებია. მათი პენლები ყველაზე მაგრებია, - მხიარულად იმეორებს თაკო.

-ჩვენ გვაქვს ახალი პენლები. ჩვენი პენლები ყველაზე მაგრებია! - ერთხმად იმეორებენ თოკო და პაკო.

მეგობრები მხიარულად აგრძელებენ გზას სკოლისკენ...