პაკო დისნეილენდში


დილით ძალიან ადრე გაიღვიძა პაკომ. გათენდა თუ არა, წამოხტა ფეხზე და მშობლებიც გააღვიძა და დის-ნეილენდისკენ დაიძრნენ.

პარიზიდან დისნეილენდის პარკამდე მატარებლით იმგზავრეს. ცქმუტავდა და ვეღარ ითმენდა პაკო: „რო-დის მივა ეს მატარებილი, აკი 45 წუთში იქ ვართო!“- არადა, 20 წუთიც არ იყო ჯერ გასული მატარებლის დაძვრიდან.

ბოლოსდაბოლოს მიაღწია პაკომ სანუკვარ ადგილს. მშობლებმა დისნეილენდის შესასვლელი 5 პარკის ბილეთები აუღეს:

- ცენტრალური ქუჩა, სასაზღვრო მიწა, აღმოჩენების მიწა, ფანტაზიების მიწა, თავგადასავლების მიწა... „რა მაგარია, ყველაფერს ვნახავ, ყველა ატრაქციონი უნდა მოვინახულო!“ - უთანხმდებოდა პაკო მშობლებს.

„მაგისთვის ერთი დღე არ გვეყოფა“- გაუღიმა მამამ.

„ხვალაც წამოვალთ, მთავარია, ყველაფერი ვნახო!“- აღტაცებული პაკო არ აჩერებს ენას და ელაპარაკება და ელაპარაკება მშობლებს.

დისნეილენდის ცენტრალური ქუჩა - ნამდვილი ქუჩაა, პაკომ აქ ძველი ავტომობილით და მატარებლით გაისერნა, შეიარა სათამაშოების მაღაზიებში და უამრავი სათამაშო შეიძინა. განსაკუთრებით მეფე ლომის შეძენით გაიხარა. შემდეგ მშობლებთან ერთად საჭმელიც კი მიირთვა რესტორანში. პაკოს დედამ ძველებურ სილამაზის სალონში ვარცხნილობაც გაიკეთა.

ცენტრალური ქუჩიდან პირდაპირ მძინარე მზეთუნახავის სასახლეში, გაემგზავრნენ. სასახლიდან ულამაზესი ხედი დაინახა პაკომ: ეგზოტიკური მცენარეები, მთები, შადრევნები, სასახლეები, მეკობრეთა გემები და ატრაქციონები.

თავგადასავლების მიწაზე ყველაზე მეტად ჭექა-ქუხილის დიდი მთა მოეწონა. ძალიან ისიამოვნა ამ ატ-რაქციონზე. რამდენჯერმე დაჯდა და იქიდან გამოსვლა აღარ უნდოდა:

-წავიდეთ პაკო, სხვა უამრავი ატრაქციონი გვაქვს სანახავი. მთელ დღეს ხომ ჭექა-ქუხილის მთაზე არ გავატარებთ - სხვა ატრაქციონებზე წასვლას ურჩევდნენ მშობლები პაკოს.

მშობლების რჩევით, მოიარეს თავგადასავლების მიწის ყველა ატრაქციონი და ფანტაზიების მიწის ატრა-ქციონებზე გადავიდნენ. ფანტაზიების მიწაზე ყველაზე მეტად პიტერ პენის გაფრენის ატრაქციონით მოიხიბლა პაკო.

აღმოჩენების მიწაზე კი გასართობი დიდებისთვისაც უამრავი იყო. სამი ყველაზე დიდი ატრაქციონი დიდე-ბისთვის მართლაც არაჩვეულებრივი იყო. კოსმიური მთა, გაფრენა ვარსკვლავებთან და ორბიტრონის ატრა-ქციონები პაკოს მშობლებს განსაკუთრებით მოეწონათ. პაკოსაც ძალიან მოეწონა, მაგრამ მაინც თავგადასავლების მიწისა და ფანტაზიების მიწის ატრა-ქციონები ხიბლავდა და მშობლებს სთხოვა პარკის ამ ნაწილში დაბრუნება

თავგადასავლებისა და ფანტაზიების მიწაზე უამრავი ატრაქციონი მოინახულეს.

-ერთი წუთით მოითმინეთ, დისნეილენდის დღევანდელ პროგრამას ჩავხედავ, რაიმე საინტერესო ხომ არ ხდება რომელიმე მიწაზე, არაფერი გამოგვრჩეს! - შეჩერდა პაკოს მამა და პროგრამის კითხვა დაიწყო.

-პაკო შენ ვერც კი წარმოიდგენ, 15 წუთში რა იწყე-ბა! დისნეის გმირების პარადი! დისნეის მულტფილმებისა და ფილმების ყველა გმირი ჩაივლის და თავის წარმოდგენას გამართავს. ვიჩქაროთ, ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა იქნება!

პაკო და მისი მშობლები დისნეის გმირების პარა-დისკენ გაიქცნენ. უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. პარადზე დისნეის გმირების დასანახად საუკეთესო ადგილები უკვე დაკავებული იყო...

-აქ ვერაფერს ვხედავ! - აწუწუნდა პაკო, - პარადი უკვე იწყება, აი „სუპეროჯახის“ გმირებიც გამოჩნდნენ, არაფერი არ ჩანს...

პაკოს მამამ ერთი ამაღლებული ადგილი მოძებნა. იმ გორაკზე აძვრა. პაკოც აიყვანა. შემდეგ კისერზეც შეისვა პაკო და უკვე გარშემო ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა. პაკოზე ბედნიერი არავინ იყო. დისნეის ყველა გმირმა ჩამოიარა და თავის წარმოდგენა გამართა. აქ იყო ელისი, ლედი და მაწანწალა, მეფე ლომის გმირები, ბაზი და მისი მეგობარი სათამაშოები და მრავალი სხვა გმირი.

როგორც ვთქვით, პაკო ყველაზე მაღალ ადგილზე იდგა და ყველაფერს კარგად ხედავდა. შესაბამისად, პარადის მონაწილეებიც კარგად ხედავდნენ მამის კისერზე მოკალათებულ პაკოს. „მეფე ლომის“ გმირები ცოტა ხანს მაყურებლის წინ გაჩერდნენ და ბავშვებთან ერთად იცეკვეს. პაკოც ადვილად შეამჩნია მეფე ლომმა, მასაც დაუძახა სხვა ბავშვებთან ერთად და პაკო მეფე ლომთან, სიმბასთან, ნალასთან და ტიმონთან ერთად „მეფე ლომის“ საოცარ მუსიკაზე ცეკვავდა. პაკოზე ბედნიერი ქვეყნად არავინ იყო.

დისნეის გმირების პარადის შემდეგ პაკო და მისი მშობლები რამდენიმე არაჩვეულებრივ ატრაქციონს ეწვივნენ. განსაკუთრებით კი კარიბის ზღვის მე-კობრეების ატრაქციონით მოიხიბლნენ. ატრაქციონი იწყებოდა გვირაბში გადაადგილებით, სადაც ჩონჩხები აშინებდა ბავშვებს,

შემდეგ აღმოაჩენდნენ განძს, რის შემდეგაც მიწისქვეშა საკნებში შევიდნენ.. შემდეგ პაკო და მისი ოჯახი გემით გავიდა წყალში და პაკოს თავისი თავი ნამდვილი მეკობრე ეგონა.

კარიბის ზღვის მეკობრეების შემდეგ რობინზონის ქოხი მოინახულეს, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე ხეზე იყო გაკეთებული. ქოხმაც ძალიან მოხიბლა პაკო

ამასობაში დაღამდა კიდეც. უკვე სასტუმროში დაბრუნების დრო იყო. მაგრამ ხვალ კიდევ ერთი დღე აქვს პაკოს და აუცილებლად ყველა დარჩენილ და საინტერესო ატრაქციონს ესტუმრება დისნეილენდში..