პაკო ისევ ბარსელონაში
ღამე ტკბილად ეძინა პაკოს. მთელი დღე ატრაქციონები ესიზმრებოდა. ხვალ ხომ ტიბიდაბოს მთაზე უნდა წავიდეს. როგორც მამამ უთხრა იქ უამრავი გასართობი ელით.
დილით ადრე გაიღვიძეს. ისაუზმეს პაკომ და მისმა მშობლებმა და ადრიანად წავიდნენ ტიბიდაბოს მთისკენ. იქ ხომ უამრავი რამ არის სანახავი. გარდა ამისა უამრავი ატრაქციონი. ყველა ატრაქციონზე უნდა დაჯდეს პაკო. მამამ სპეციალურად ყველა ატრაქციონის ბილეთი შეიძინა. მთელი დღე შეუძლიათ იყვნენ ტიბიდაბოს მთაზე და ყველა ატრაქციონზე დასხდნენ.
სასტუმროდან მეტროთი წავიდნენ ტიბიდაბოს მთისკენ.
-მეტრო პირდაპირ მთაზე მიგვიყვანს? - ეკითხება მშობლებს პაკო.
-არა, პაკო, მეტროთი საბაგირომდე მივალთ, მთაზე კი საბაგირო აგვიყვანს. საბაგიროდან მთელ ბარსელო-ნას ზემოდან გადმოვხედავთ, ძალიან საინტერესო იქნება. განუმეორებელი ხედია ტიბიდაბოდან. რადგან ტიბიდაბო არის მთა ბარსელონას თავზე, იქ მეტროთი ვერ ავალთ. 512 მეტრ სიმაღლეზეა მთა. იქ მდებარეობს ეკლესია, პარკი, სატელევიზიო ანძა, - აუხსნა მამამ პაკოს.
ტიბიდაბოს მთაზე ასვლისთანავე პაკომ მთის მწვერ-ვალზე აგებული ეკლესია დაინახა. ეკლესიას საგრატ კორი ერქვა, რაც თურმე `წმინდა გულს~ ნიშნავს.
ტიბიდაბოს გასართობი პარკი მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა პაკოსთვისაც და მისი მშობლებისთვისაც. აქ ატრაქციონები ექვს სართულზე იყო განლაგებული. პა-კომ ბოლო სართულიდან დაიწყო და ყველა ატრაქ-ციონზე გაერთო. აქ იყო პონის, მატარებლის, მანქანის და თვითმფრინავის ატრაქციონებიც კი. პაკოს ყველაზე მეტად მეკობრეების ატრაქციონი მოეწონა. ოდნავ შეე-შინდა კიდეც, რადგან ძალიან მაღალი ადგილიდან მე-კობრეების გემით დიდი სისწრაფით დაეშვა, მაგრამ შიშთან ერთად სასიამოვნოც იყო. ძალიან მოეწონა სახ-იფათო გვირაბებიც. სახიფათო გვირაბებში მატარებლით მიდიოდა პაკო. მოულოდნელად გვირაბებში სხვადასხვა ზღაპრის გმირები გამოხტებოდნენ. სიბნელეში თავიდან ოდნავ შეეშინდა, მაგრამ მშობლებიც გვერდით ჰყავდა და ამიტომ სახიფათო გვირაბებიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ტიბიდაბოს მთაზე რამდენიმე თბილისის ზოოპარკის ატრაქციონების მსგავსი ატრაქციონიც იყო. სხვადასხვა კარუსელები, ეშმაკის ბორბალი, მანქანები. ამ ნაცნობ ატრაქციონებზე დიდი სიამოვნებით გაერთო პაკო. „ეჰ, ნეტავ თოკო და თაკოც ჩემთან ერთად ყოფილიყვნენ, უფრო კარგ დროს გავატარებდი, - ფიქრობდა თავისთვის პაკო და დროს არ კარგავდა, რომ ყველა ატრაქციონზე დაჯდომა მოესწრო.
-მგონი, პაკოზე მეტად ჩვენ გავერთეთ! - არ მალავდა თავის ემოციებს პაკოს დედა, - პირატების თავგადასავალი და სახიფათო გვირაბები მეც გან-საკუთრებულად მომეწონა...
ატრაქციონების შემდეგ ტიბიდაბოს მთის სატელევი-ზიო ანძაზე ავიდნენ პაკო და მისი მშობლები. სატელე-ვიზიო ანძიდან მართლაც რომ ხელისგულივით მოჩანდა ბარსელონა. ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო ბარსე-ლონა ტიბიდაბოს მთის უმაღლესი წერტილიდან...
-პაკო, ტიბიდაბოს მთაზე ვიყავით. ახლა სასტუმრო-ში წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ. შენ რას ფიქრობ, მგონი დაიღალე? - ეკითხება დედა პაკოს.
-არა, რას ამბობთ, კიდევ წავიდეთ სადმე, ბევრი რამე უნდა ვნახოთ!“ - ვერ ისვენებს პატარა...
პაკოს თხოვნით, მშობლებმა ბიჭი გიუელის პარკშიც წაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ პაკო ძალიან დაღ-ლილი იყო, გიუელის პარკში დიდი ყურადღებით უსმენ-და მამას, რომელიც ამ პარკის ისტორიას უამბობდა.
-ეს პარკი არქიტექტორმა ანტონი გაუდიმ 1900 წელს შექმნა. ეს ბაღი გაუდის ყველაზე მრავალფეროვანი და გენიალური ქმნილებაა.
პაკო, მართალია, პატარაა, მაგრამ ისიც კი მოიხიბლა ქვის შთამბეჭდავი კონსტრუქციებით, ულამაზესი მოზაიკით, გასაოცარი ნაგებობებით.
პარკის დათვალიერების შემდეგ უკვე დაღამდა. პა-კოც ძალიან დაიღალა. პაკოს მშობლებიც ძალიან დაღ-ლილები ჩანდნენ.
-დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა, მე მგონი დროა სასტუმროში დავბრუნდეთ.
პაკოს არ უნდოდა სასტუმროში დაბრუნება, მაგრამ ისე დაიღალა, რომ ვეღარც ლაპარაკობდა. პაკოს მშობ-ლებმა ტაქსი გააჩერეს. პაკოს გზად სასტუმროსკენ ტაქ-სიში ჩაეძინა. მამამ ფრთხილად გადაიყვანა ტაქსიდან სასტუმროში. პაკოს მთელი ღამე ტკბილად ეძინა. მთელი ღამე ტიბიდაბოს მთის ატრაქციონები ესიზმრებოდა. ატრაქციონები განსაკუთრებით მოეწონა ბიჭს. გიუელის პარკიც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ იქ ნაკლებად გაერთო.
ხვალ დილით ადრე უნდა ადგნენ პაკო და მისი მშობლები. ხვალ კიდევ ერთი დღე აქვთ ბარსელონას დასათვალიერებლად. ხვალ ბარსელონას აკვარიუმის, კოლუმბის სვეტის, ტრიუმფალური თაღისა და ბარსე-ლონას შადრევნების ნახვას გეგმავენ. ზეგ კი უკვე ფეხ-ბურთია. დილით ბარსელონას მუზეუმში წავლენ, საღა-მოს კი ბარსელონა-რეალის თამაშს დაესწრებიან.