ელ კლასიკო
დღეს ყველაზე ბედნიერი დღეა პაკოსთვის. პაკო თავისი ცხოვრების სურვილს აიხდენს. ნამდვილად, პაკო მთელი ცხოვრება ოცნებობდა ბარსელონა-რეალის მატჩზე დასწრებაზე.
ეს ოცნება დღეს აუსრულდება. ერთი სული აქვს, როდის მოვა საღამოს თერთმეტი საათი, რომ სტადიონზე წავიდეს. თუმცა, მანამდე ბევრი საქმე აქვს. ბარსელონას მუზეუმს უნდა ეწვიოს. იქ უამრავი საინტერესო ნივთის ნახვას შეძლებს. აგრეთვე მუზეუმში უამრავი სუვენირის შეძენა შეიძლება. აუცილებლად უყიდის საჩუქრებს თოკოს და თაკოს. ძალიან უნდა გაახაროს თავის მეგობრები ბარსელონას სუვენირებით.
პაკო და მისი მშობლები დილით ტაქსით გაემართნენ ბარსას მუზეუმისკენ. პაკო მთელი გზა ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა, ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა მუზეუმთან.
მუზეუმში შესვლამდე ბილეთები შეიძინეს და დიდი ინტერესით დაიწყეს ბარსას მუზეუმის დათვალიერება. `ბარსელონას~ მუზეუმის გახსნის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა. თუმცა, მუზეუმი მხოლოდ 1984 წელს გაიხსნა.
პაკოს და მისი მშობლების გარდა მუზეუმში უამრავი სტუმარი იყო. ყველა დიდი ინტერესით ათვალიერებდა ბარსას მუზეუმს. როგორც აღმოჩნდა, `ბარსელონას~ მუზეუმი ყველაზე დატვირთული მუზეუმია - წლის განმავლობაში მას დაახლოებით 1 200 000 ადამიანი სტუმრობს.
პაკომ და მისმა მშობლებმა ბევრი საინტერესო რამ ნახეს მუზეუმში ისტორიული ნაწილში: `ბარსელონას~ მთელი ისტორია იყო. `ბარსას~ მიერ მოგებული მნიშვ-ნელოვანი ტიტულები, ფოტოსურათები, სხვადასხვა დროის სპორტული ნივთები, უამრავი სუვენირი და ა.შ.
დროებითი გამოფენების ნაწილში კი კლუბის ის-ტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავი პიროვნების რეალური სახეები ნახა, `ხუან გამპერის ექსპოზიცია, 1877-1930: ადამიანი, კლუბი, საუკუნე~, რომელიც აღწერს კლუბის დამაარსებლის ცხოვრებას და მოღვაწეობას. პაკომ და მისმა მშობლებმა აგრეთვე ნახეს გამოფენა `კამპ ნოუ~, `ბარსელონას 50 წლიანი ნეტარება~. ამ გა-მოფენაზე ასახული იყო ბარსელონას სტადიონის სურა-თები ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში.
მუზეუმში უამრავი სუვენირი შეიძინა პაკომ. მათ შორის `ბარსას~ მაისურები, ქუდები, ჩანთა, წყლის სას-მისი და ბარსელონას ფორმით აღჭურვილები ბარსა-რეალის მატჩზე დასასწრებად გაეშურნენ ბარსელონას სტადიონისკენ.
სტადიონზე შესვლისას პაკო და მისი მშობლები დაცვამ შეამოწმა.
„რკინის და მეტალის ნივთების შეტანა აკრძალუ-ლია!“- მკაცრად უთხრა დაცვამ პაკოს. პაკომ ვერ გაიგო, რას ეუბნებოდნენ. ბოლოს მშობლებმა აუხსნეს, რომ ბარსას წყლის სასმისი მეტალის იყო. ამიტომ დაცვა მის დატოვებას სთხოვდა.
„ძალიან გთხოვთ, შევიტან, მარტო წყლის სასმისია, ძალიან კარგი სუვენირია, არ მინდა მისი დაკარგვა!“ - ეხვეწებოდა პაკო დაცვას.
სამწუხაროდ, დაცვამ თავისი გაიტანა. პაკომ თავის საყვარელი ბარსას წყლის სასმისი გარეთ დატოვა და ანერვიულებული შევიდა მოედანზე.
მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, პაკოს ყველაფერი მალე გადაავიწყდა. ბარსელონას სტადიონი გადაჭედილი იყო. პაკო ძალიან ბედნიერი იყო, რომ ამ ზეიმის მონაწილე თვითონაც გახდა...
„რას წარმოვიდგენდი, ბარსელონა-რეალის თამაშს კამპ ნოუზე თუ დავესწრებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა!“ - ემოციებს ვერ მალავდა პაკო.
პაკო ბარსელონას გულშემატკივრობდა. მთელი თა-მაში შეძახილებსა და ემოციებში გაატარა. ერთი პერი-ოდი ბარსელონა აგებდა კიდეც. ძალიან ნერვიულობდა ამ დროს პაკო:
„მიდით, მიდით, გეხვეწებით, გეხვეწებით, გაიტანეთ!“ - ეხვეწებოდა პაკო ბარსელონას ფეხბურთელებს.
პაკო იმდენად განიცდიდა ბარსელონას წაგებას, რომ მშობლებს შეეშინდათ კიდეც. ბარსელონამ რომ მართლა წააგოს, ძალიან ინერვიულებს პაკო... თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბარსელონამ ბოლო წუთებში იყოჩაღა და 3:2 დაამარცხა რეალი.
ბარსელონამ სუპერთასი აიღო. პაკო უბედნიერესი ადამიანი იყო. დიდი ხნის განმავლობაში იდგა პაკო ფეხზე და ბარსას გუნდის ჰიმნს ბარსას გულშემატკი-ვრებთან ერთად მღეროდა.
პაკოს სიხარული მშობლებსაც გადაედოთ. ისინიც პაკოსთან ერთად ზეიმობდნენ ბარსას გამარჯვებას. პა-კოს დაჯილდოების ცერემონიალიც განსაკუთრებით მოეწონა. როცა ბარსას კაპიტანმა სუპერ თასი აღმართა გულშემატკივრების შეძახილმა ბარსელონას მოედანი გააყრუა.
ბედნიერები გამოვიდნენ პაკო და მისი მშობლები სტადიონიდან. სტადიონის შესასვლელთან პაკოს თავისი დატოვებული წყლის სასმისი ხელუხლებელი დახვდა. ამ ამბავმა კიდევ მეტად აღაფრთოვანა ისედაც გახარებული პაკო. პაკოზე ბედნიერი იმ დღეს არავინ ყოფილა, ალბათ, ბარსელონაში მცხოვრები ბარსას გულშემატკივრებიც კი...