აეროპორტში მშობლების დასახვედრად
გათენდა. ვიკამ და ვაკომ დილიდანვე მზადება ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">დაიწყეს. ისინი აეროპორტში წასასვლელად ემზადებიან. დღეს თბილისში უნდა გაფრინდნენ. თოკო და თაკო მოუთმენლად ელოდებიან მშობლებს
-ვიკა, ტაქსი გამოიძახე?
-კი, 10 წუთში აქ იქნება!
-ძალიან კარგი, ჩვენც მზად ვართ და 10 წუთში ქვემოთ ვიქნებით. აეროპორტამდე კი 30 წუთი დაგვჭირდება
-ძალიან კარგი, ესე იგი, არ დაგვაგვიანდება, პასპორტის კონტროლის ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლასაც მოვასწრებთ, ბარგის ჩაბარებასაც, უსაფრთხოების ზონის ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლასაც და ჩასასხდომი ბილეთის აღებასაც. ორი საათით ადრე მივალთ გაფრენამდე და ყველაფერს მოვასწრებთ - თავს იმშვიდებს ვიკა და მეუღლესაც ამხნევებს, რომელიც ყოველთვის ნერვიულობს, თვითმფრინავზე რომ არ დააგვიანდეთ.
ტაქსიც მალე გამოჩნდა. ვიკამ და ვაკომ ბარგი ტაქსის საბარგულში ჩაალაგეს და ტაქსის უკანა სკამები დაიკავეს:
-დალასის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალთან... „დელტას“ ავიახაზების გამგზავრების ტერმინალთან მიგვიყვანეთ, თუ შეიძლება! - მიმართა ვაკომ ტაქსის მძღოლს.
-კარგია, რომ ვენის ტაქსი გამოვიძახეთ. ჩვეულებრივ მანქანაში, ალბათ, ამდენი ბარგი არც ჩაეტეოდა, - კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით ვიკა.
-ჰო, ყველაფერი შენ იყიდე, დააცარიელე ვაშინგტონის მაღაზიები და როგორ ჩაეტეოდა ეხუმრება ვაკო მეუღლეს.
ზუსტად ნახევარ საათში აეროპორტსაც მიუახლოვდნენ. ვიკა და ვაკო დელტას ავიახაზების გამგზავრების ტერმინალთან ჩამოვიდნენ. ტერმინალში საინფორმაციო დაფა ნახეს, ვაშინგტონი-თბილისის რეისი მეცხრე გასასვლელიდან ხორციელდებოდა.
ვაკო და ვიკა ბარგს აბარებენ და ჩასასხდომ ბარათს იღებენ. ბარგის ჩასაბარებლად დიდი ხანი მოუწიათ რიგში დგომა. ბარგი 22 კილოგრამს არ აჭარბებს და ამიტომ უპრობლემოდ იბარებს „დელტას“ თანამშრომელი ბარგს და ჩასასხდომ ბილეთებს აძლევს ვიკასა და ვაკოს:
-რომელი ადგილებია? - ეკითხება ვიკა მეუღლეს.
-41 B და 41 C... არც ისე კარგი ადგილები შეგვხვდება, აჯობებდა, ჩასასხდომი ბილეთები წინასწარ ინტერნეტით რომ აგვეღო, უფრო კარგ ადგილებს შევარჩევდით! - უკმაყოფილებას არ მალავს ვაკო...
ბარგის ჩაბარებასთან და ჩასასხდომი ბილეთების აღებასთან ერთად, საიმიგრაციო სამსახურიც ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გაიარეს ვიკამ და ვაკომ და უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს მიაშურეს:
-უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტთანაც უამრავი ადამიანია, დიდხანს მოგვიწევს რიგში დგომა, იმედია, არ დაგვაგვიანდება... - კვლავ ნერვიულობს ვაკო.
-დრო საკმარისი გვაქვს, ნუ ნერვიულობ, ისე, ძალიან არ მიყვარს უსაფრთხოების კონტროლი, მესმის, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, მაგრამ მაინც, ძალიან დამღლელია და ხშირად ზედმეტი პროცედურები აქვთ: ქამრის მოხსნა, მეტალის ნივთების ამოღება, ფეხსაცმლის გახდა, ელექტროაპარატურის რენტგენის აპარატზე გასინჯვა, ხელბარგის შემოწმება, მეტალოდეტექტორის ქვეშ გავლა. . . ვიკაც აგრძელებს წუწუნს. . .
როგორც იქნა, უსაფრთხოების კონტროლიც ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გაიარეს და მატარებლისკენ დაიძრნენ. მატარებელი მათ სხვა ტერმინალში თავიანთ გასასვლელთან მიიყვანს. ვიკა და ვაკო მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ, მოძრავი ბილიკების გამოყენებით, მეცხრე გასასვლელამდე მიდიან. მეცხრე გასასვლელიდან გამოფრინდება მათი თვითმფრინავი.
თვითმფრინავზე გასასვლელთან კიდევ ერთხელ უმოწმებენ ჩასასხდომ ბილეთებს მგზავრებს. ჩასასხდომი ბილეთების შემოწმების შემდეგ, ვიკა და ვაკო თვითმფრინავში ტრაპით შედიან და თავიანთ ადგილებს იკავებენ. ბარგს თაროებზე ათავსებენ.
თვითმფრინავში ბორტგამცილებელი ემსახურება მგზავრებს. ბორტგამცილებლები ძალიან ზრდილობიანი გოგონები არიან. ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად დაეხმარონ მგზავრებს ფრენისას. მფრინავიც აქვეა. მფრინავი თვითმფრინავის წინა კაბინაში ზის და მართავს თვითმფრინავს.
ვიკა და ვაკო ღვედს იმაგრებენ, სავარძლებს ასწორებენ და ემზადებიან გასაფრენად. თვითმფრინავი საფრენ ბილიკს უახლოვდება, საფრენ ბილიკზე სიჩქარეს უმატებს და ჰაერში აეშვება.
ფრენისას ვაკომ და ვიკამ ორჯერ ისადილეს. ვიკას ძალიან მოსწონს თვითმფრინავის საჭმელი, ვაკოს - პირიქით, ძალიან არ უყვარს, მაგრამ მაინც ყოველთვის გემრიელად მიირთმევს.
სადილის გარდა, ვიკამ ორ ფილმს უყურა და მუსიკას მოუსმინა. ვაკო კი კითხვით იყო გართული. ვაკოს თავისი პატარა კინდლი აქვს და იქ კითხულობს წიგნებს. კინდლი იცით, რა არის? პატარა კომპიუტერია, რომელშიც წიგნებია ჩაწერილი და კითხულობ. როგორც ჩანს, კინდლი ძალიან პოპულარულია თვითმფრინავის მგზავრებში. მგზავრების უმეტესობას კინდლი აქვს და წიგნებს კითხულობს.
-როგორ არ მიყვარს კინდლში კითხვა, მაგას ფილმის ყურება მირჩევნია! - იხტიბარს არ იტეხს ვიკა.
-ძალიან მიხარია, რომ არ გიყვარს, რომ გიყვარდეს, მე ვეღარ წავიკითხავდი ამდენ წიგნს, ახლა კი არავინ მეცილება, რამდენსაც მინდა, იმდენს წავიკითხავ! - ეხუმრება ვაკო მეუღლეს.
წიგნის კითხვისა და ფილმის ყურების შემდეგ დაიძინეს კიდეც ვიკამ და ვაკომ. ფრენა ხომ თორმეტი საათი გრძელდება! ცოტა დასვენებაც სჭირდებათ. ამ დროს ყველა მგზავრს ეძინა თვითმფრინავში. სულ მალე კი ეკიპაჟმა მგზავრებს შეატყობინა, რომ თვითმფრინავი თბილისს მიუახლოვდა და ძალიან მალე დაეშვებოდნენ თბილისის აეროპორტში. ვიკამ, ვაკომ და სხვა მგზავრებმაც კვლავ შეიკრეს ღვედი, გაასწორეს სავარძლების საზურგეები და მოემზადდნენ თვითმფრინავის დაფრენისათვის.
თორმეტსაათიანი ფრენის შემდეგ ვიკასა და ვაკოს თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. ვიკამ და ვაკომ საქართველოში შემოსვლისასაც ლექსიკური ერთეული: გავლა&აზერ: Keçmək, yan ötmək&სომხ: անցնել, անց կենալ` ինչ-որ մեկի մոտ, სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გაიარეს პასპორტის კონტროლი და ბარგის კარუსელთან საკუთარი ჩემოდნებიც აიღეს:
-ძალიან მიხარია, რომ ჩემოდნები უმტკივნეულად ჩამოვიდა. ვერ ვიტან ბარგის დაკარგვას! - თბილისშიც წუწუნებს ვიკა.
ვიკას და ვაკოს აეროპორტიდან გასასვლელთან თოკო და თაკო ხვდებიან. ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან მშობლების დანახვით. დიდი ხნის განშორების შემდეგ ოჯახი ისევ ერთადაა...