ჟურნალისტი სკოლაში

დღესაც საინტერესო დღეა სკოლაში. გუშინ „მხიარული სტარტების“ შეჯიბრი გადაიღეს. დღეს კი მოსწავლეების შთაბეჭდილებები აინტერესებთ. ჟურნალისტიც ბავშვია. ის მეექვსე კლასშია. ჟურნალისტი სკოლის გაზეთიდან არის. სკოლის ჟურნალი 2 თვეში ერთხელ გამოდის. სკოლის ჟურნალში სკოლის ცხოვრების შესახებ იწერება. სკოლის ჟურნალში მოსწავლეების ჩანახატები და მოსაზრებებიც იწერება. სკოლის ჟურნალში სხვადასხვა მოსწავლესთან, მასწავლებელთან და მშობელთან ინტერვიუც იწერება.

თაკო ძალიან დანაღვლიანებული იყო. ჟურნალისტის მისვლამ ძალიან გაახარა:

- რამდენიმე კითხვას დაგისვამთ გუშინდელ შეჯიბრთან დაკავშირებით, - დაიწყო ჟურნალისტმა საუბარ, - გაგვაცანით საკუთარი თავი, ვინ ბრძანდებით, რომელ გუნდს წარმოადგენთ?

-მე ვარ თაკო, „ლიდერების“ გუნდის კაპიტანი.

-თაკო, რომელ კლასს წარმოადგენთ?

-მე მეოთხე „ა“ კლასს წარმოვადგენ, „ლიდერები~ მეოთხე „ა“ კლასის გუნდია.

-როგორ შეაფასებდით გუშინდელ შეჯიბრს?

-გუშინდელი შეჯიბრი ძალიან საინტერესო იყო. გუშინ უფრო ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა. „არწივებმა“ გუშინ დაგვამარცხეს.

-რამდენ ხანს ვარჯიშობდით „მხიარული სტარტებისთვის“?

-ორ თვეს.

-როგორ შეაფასებდით საკუთარ თამაშს?

-ძალიან ცუდად, გუნდი ჩემ გამო დამარცხდა...

-როგორ? საუკეთესო მოთამაშის პრიზი თქვენ არ შეგხვდათ?

-კი, მე შემხვდა, მაგრამ კაპიტნების კონკურსში დავმარცხდი. კაპიტნების კონკურსში გამარჯვებულმა გაიმარჯვა...

-როგორ შეხვდით დამარცხებას? როგორ ხასიათზე იყო გუნდი შეჯიბრის შემდეგ?

-ძალიან ცუდ ხასიათზე. ძალიან ვინერვიულეთ.

-რა გეგმები გაქვთ? მომავალ წელს ისევ ითამაშებთ? ვინ იქნება გუნდის კაპიტანი?

-აუცილებლად, ბევრს ვივარჯიშებთ, გუნდმა კაპიტნად ისევ მე დამასახელა. დიდი მადლობა მათ ამისთვის.

-დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

ჟურნალისტმა ინტერვიუ დაამთავრა. „როგორი ინტერვიუ გამოვიდა?\\\\\\\\\\\" - ჩაეკითხა თაკო ჟურნალისტს. `კარგი. მოსწავლეები წაიკითხავენ შემდეგ ნომერში~...

ჟურნალისტთან ინტერვიუმ და საუკეთესო მოთამაშის პრიზმა კარგ ხასიათზე დააყენა თაკო. `მომავალ წელს ნამდვილად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ!~ - ფიქრობდა თავისთვის „ლიდერების“ კაპიტანი.