ცირკში

-კვირა დღეც გავიდა. ხვალ ისევ უნდა წავიდნენ თავიანთ სკოლაში თოკო და თაკო. ხვალ ისევ ნახავენ თავიანთ მეგობარ პაკოს. ხვალ ისევ ნახავენ თანაკლასელებს. ხვალ ისევ ნახავენ თავიანთ მასწავლებლებს.

-ტყუპები უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

-საღამო მშვიდობისა თოკო!

-გამარჯობა, პაკო, როგორ ხარ?

-კარგად ვარ, ვეღარ მოვითმინე ხვალ დილამდე. ცირკი განახლებულა თბილისში, მამამ ბილეთები მოიტანა. მინდა შენ და თაკო დაგპატიჟოთ, წამოხვალთ?

-აუცილებლად წამოვალთ, მშობლებს ვეტყვით და წამოვალთ!

-ძალიან კარგი, მაგის სათქმელად დაგირეკეთ, ხვალ სკოლაშიც გნახავთ და საღამოს ცირკში ერთად წავიდეთ!

-ორშაბათ საღამოს ტყუპები და პაკო პაკოს მამამ ცირკში წაიყვანა. ცირკში უამრავი ბავშვი იყო. ბავშვებმა თავიანთი მეგობრები და კლასელებიც ნახეს. ცირკის დასრულების შემდეგ ყველა კმაყოფილი ჩანდა.

-ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? - ეკითხება პაკო მეგობრებს.

-მე ყველაზე მეტად კლოუნი მომეწონა. ძალიან სასაცილო იყო, მოთხუპნული წითელი ტუჩებით, დიდი წამწამებით და დიდი, გაბერილი და მრგვალი ცხვირით. ტანსაცმელიც ძალიან სასაცილო ეცვა, ზოლებიანი გრძელი შარვალი, დიდი ფეხსაცმელები და ჭრელი მაისური. ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან კარგი და ძალიან სასაცილო იყო! - არ ჩერდებოდა კმაყოფილი თაკო.

-მე კი სპილოების შოუ მომეწონა. ძალიან სასაცილო და ძალიან საინტერესოც იყო. ისიც მომეწონა, რომ ყველაფერი ესმოდათ. რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდნენ. ძალიან, ძალიან კარგად იცეკვეს. მე ყველაზე ძალიან სპილოები მომეწონა! - არ ჩამორჩა დაიკოს თოკო.

-მეც კლოუნი მომეწონა, ყველაზე მეტი კლოუნზე ვიცინე. მართლა ძალიან სასაცილო იყო, - დაეთანხმა პაკო თაკოს და კმაყოფილი ბავშვები სახლში დაბრუნდნენ.