სტუმრები

დღეს თაკოსთან და თოკოსთან სტუმრები მოდიან. დღეს მამას და დედას მეგობრები მოდიან სტუმრად. თაკო და თოკო ემზადებიან. დედას და მამას მეგობრების შვილები თაკოს და თოკოს მეგობრები არიან. დღეს სტუმრად თაკოს და თოკოს მეგობრებიც მოდიან.

დედა და მამა სტუმრების მისაღებად ემზადებიან. ისინი სუფრას შლიან. თაკო და თოკო ეხმარებიან. თაკო თეფშებს აწყობს, თოკო ხელსახოცებს. შემდეგ ჭიქებს დააწყობენ. შემდეგ კი დანა-ჩანგალს გააწყობენ. დედა კერძებს აწყობს სუფრაზე. მამა სასმელს ასხამს დოქებში.

სტუმრებს 6 საათზე ელიან. უკვე ცოტა დრო დარჩა.

- მობრძანდით! - ეგებება თაკო სტუმრებს.

- აქ დაბრძანდით! - სთავაზობს სკამს ეკა დეიდას თოკო.

- ხაჭაპური მიირთვით! - სთავაზობს დედა სტუმრებს.

- რა მოგართვათ? - ეკითხება თაზო ბიძია გვერდზე მჯდომ თათია დეიდას.

თაკოს და თოკოს საკუთარი მეგობრებიც არ ავიწყდებათ.

- რას მიირთმევ, გიო? - ეკითხება თოკო მეგობარს.

- ხორცი ხომ არ მოგაწოდო? - სთავაზობს თაკო მაიკოს.

სტუმრებმა და მასპინძლებმა მოილხინეს. ვაკომ გიტარა აიღო. დედა და მამა მღერიან. დედა და მამა ერთად მღერიან.

- თაკო, თოკო, თქვენც იმღერეთ, რა! - სთხოვს ნინო ბავშვებს.

თაკო და თოკო დედ-მამასთან ერთად მღერიან. სტუმრები ტაშით აჯილდოვებენ მათ. ახლა დედა, მამა და თაზო ბიძია მღერიან. ისინი ძალიან კარგად მღერიან.

ბავშვებმა თაკოს და თოკოს ოთახში გადაინაცვლეს.

თაკოს და თოკოს სტუმრებს სკოლაში გაკეთებული ალბომი დაათვალიერებინეს. ალბომში ბევრი სურათია. სურათები სკოლაში გამართულ ღონისძიებებზეა გადაღებული. აი, აქ თაკო და თოკო საქველმოქმედო საღამოზე, თანაკლასელებთან ერთად, ბავშვებისთვის საჩუქრებს ანაწილებენ. აქ კი ექსკურსიაზე არიან ვარძიაში.

სტუმრები გვიან დაიშალნენ. მასპინძლები დაღლილები და კმაყოფილები არიან.

-უფ, რა კარგია! ხვალ კვირაა და სკოლაში არ მივდივართ! - ამბობს თაკო.