ზოოპარკში
დღეს თაკო და თოკო ზოოპარკში მიდიან. თაკო და თოკო მამას მიჰყავს ზოოპარკში.
- პაკო, გინდა ზოოპარკში ჩვენთან ერთად წამოსვლა? - ეკითხება თოკო პაკოს.
- მინდა! ოღონდ დედას და მამას უნდა ვკითხო. - გაუხარდა პაკოს.
- წამოდი, ერთად ვკითხოთ, - ეღიმება ვაკოს.
თაკო, თოკო და პაკო ზოოპარკში ვახოს მიჰყავს. მათ ცხოველების ნახვა ძალიან უნდათ.
- პაკო, შენ რომელი ცხოველის ნახვა გინდა ყველაზე მეტად? - ეკითხება თოკო.
- ბეჰემოტის! - პასუხობს პაკო.
- მე სპილოს ნახვა მინდა, - ამბობს თოკო.
- მე ჟირაფის, - ამბობს თაკო.
- ჟირაფი თბილისის ზოოპარკში არ ცხოვრობს, - ამბობს ვაკო.
ბავშვები ზოოპარკში შევიდნენ. ბეჰემოტი ნახეს. სპილოც ინახულეს. ირემს და ჯიხვებს ესტუმრნენ. ფარშევანგი, სირაქლემა, მგელი, ლომი, ვეფხვი, დათვი, მელიაც ნახეს ბავშვებმა. მაიმუნების გალიასთან დიდხანს იდგნენ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ მხიარული მაიმუნები.
- აფრიკაში ცხოველები სპეციალურ პარკებში ცხოვრობენ. ასეთ ზოოპარკს ეროვნული პარკი ჰქვია. ცხოველები თავისუფლად დარბიან. ბავშვები სპეციალური ავტობუსებიდან უყურებენ ცხოველებს, - მოუყვა ვაკო ბავშვებს.
- რა კარგია, ცხოველები გალიაში არ ცხოვრობენ, - მოეწონა თაკოს.
- ძალიან კარგია, ცოდოები არიან ცხოველები გალიაში! - ამბობს პაკო.
- ჩიკოს არ უყვარს გალიაში ყოფნა. ლომსაც არ უყვარს, - ამბობს თოკო.
- არც ვეფხვს, არც ბეჰემოტს! - ამბობს თაკო.
მალე თბილისშიც იქნება უფრო დიდი ზოოპარკი. ცხოველები თავისუფლად ირბენენ! - დაამშვიდა ვაკომ ბავშვები.
ბავშვებს უხარიათ.