კონცერტი სკოლაში
პაკო და თაკო სკოლაში მიდიან თავიანთ მეგობრებთან ერთად. თოკოს და თაკოს ძალიან მოსწონთ თავიანთი მასწავლებელი, ქალბატონი ანა. პირველი გაკვეთილი სწორედ ქალბატონ ანას გაკვეთილია. პაკოც თოკოს და თაკოს კლასელია. მასაც ძალიან მოსწონს ანა მასწავლებელი. სკოლაში ყოველ კვირას ტარდება კითხვის დღე. იმ დღესაც კითხვის დღე იყო. იმ დღეს მასწავლებელმა წაიკითხა „ბრემენელი მუსიკოსები“. „ბრემენელი მუსიკოსები“ არის მოთხრობა ძაღლის, მამლის, ვირისა და კატის შესახებ, რომლებიც ბრემენში წასვლას და მუსიკოსობას გადაწყვეტენ. პაკოს, თაკოს და თოკოს ძალიან მოეწონათ ბრემენელი მუსიკოსების წიგნი. მათ აგრეთვე მოეწონათ მუსიკოსებისა და ანსამბლის შექმნის იდეა. პაკომ, თოკომ და თაკომ გადაწყვიტეს შეექმნათ ანსამბლი „პატარა მუსიკოსები”. პაკომ, თაკომ და თოკომ მართლაც დაგეგმეს პირველი კონცერტი სკოლაში `პატარა მუსიკოსების დებიუტი”. კონცერტს სკოლის ყველა მოსწავლე დაესწრო. კონცერტის მომზადებაში მოსწავლეებს ანა მასწავლებელი დაეხმარა. კონცერტზე მშობლებიც დაპატიჟეს. ყველას ძალიან მოეწონა კონცერტი. მშობლებმა თაკოს და ანა მასწავლებელს ყვავილებიც მიართვეს. მაყურებელი დიდი ხნის განმავლობაში უკრავდა ტაშს პატარა მუსიკოსებს.
-მაგარი დრო ვატარეთ, - ეუბნებოდნენ მეგობრები.
-ძალიან მაგრები იყავით! - ახალისებდნენ მუსიკოსებს მშობლები.
-კიდევ გავმართოთ ასეთი კონცერტი! - უთანხმდებოდნენ მასწავლებლები „პატარა მუსიკოსებს“.
თაკო, თოკო და პაკო აღტაცებულები იყვნენ თავიანთი კონცერტით. „ბრემენელ მუსიკოსებზე“ მაგარი „პატარა მუსიკოსები“ ვართ~! - ერთმანეთს ამხნევებდნენ მეგობრები.