პარასკევი საღამო

დღეს პარასკევია. სკოლის ბოლო დღე. შაბათ-კვირას ბავშვები ისვენებენ. პაკომ თოკო თავის ოჯახში დაპატიჟა, რადგან შაბათი დასვენება იყო და გაკვეთილები მოსამზადებელი არ ჰქონდათ. Mმეგობრებმა მთელი საღამო ერთად გაატარეს. ჯერ ისადილეს. სადილად პაკომ თავის მეგობარს სუპი, პიცა და ლიმონათი მიართვა. დესერტად კი შოკოლადის ნამცხვარი დააყოლეს. სადილის შემდეგ მეგობრებმა `პლეისტეიშენზე~ დაიწყეს თამაში. თოკოს ახალი, 2012 წლის საფეხბურთო თამაშები Hჰქონდა. მეგობრებმა დიდი გატაცებით ითამაშეს. პაკო `ბარსელონა~ იყო, ხოლო თოკო - `რეალი~. თამაში ფრედ დამთავრდა და ორივე მეგობარმა გაიხარა. თამაშის შემდეგ მეგობრებმა ტელევიზორს უყურეს. ტელევიზორში `ჰარი პოტერი~ გადიოდა. H`ჰარი პოტერის~ ყურებითაც ისიამოვნეს ბავშვებმა. ტელევიზორის ყურების შემდეგ კითხვის დრო მოვიდა. თოკომ და პაკომ გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე წაეკითხათ წიგნი და შემდეგ ერთმანეთისთვის მოეთხროთ. თოკომ ვახტანგ გორგასლის შესახებ ბიოგრაფია წაიკითხა, პაკომ კი - ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. შემდეგ ერთმანეთს უამბობდნენ წაკითხულს და კამათობდნენ ვახტანგ გორგასლისა და ალექსანდრე მაკედონელის სიძლიერეზე. ორივეს თავიანთი გმირი უფრო ძლიერი ეჩვენებოდა.

ამასობაში დაღამდა კიდეც. ბავშვებმა ივახშმეს. ვახშმობის შემდეგ ცოტა ხნით ჭადრაკი და შაში ითამაშეს და დასაძინებლად მოემზადნენ. დაძინებამდე ორივემ ხელ-პირი დაიბანა და კბილები გაიხეხა. შემდეგ პიჟამოები ჩაიცვეს ბიჭებმა და ნასიამოვნებმა დაიძინეს. Oორივემ ლამაზი სიზმარი ნახა.