თაკოს ახალი თუთიყუში მოუყვანეს
გუშინ მამამ თაკოს ახალი თუთიყუში მოუყვანა. ვაკომ ძალიან გაახარა თაკო. თაკო ძალიან წუხდა თუთიყუშის დაკარგვას. თაკო ყველგან თუთიყუშს დაეძებდა. თაკო თოკოს აბრალებდა თუთიყუშის დაკარგვას.
`შენი ცელქობის გამო გაიპარა თუთიყუში~ - ამბობდა გაბრაზებული თაკო. თოკო ჩუმად უსმენდა დის საყვედურებს.
თაკომ ახალ ჩიტს ჩიკო დაარქვა. ჩიკო მწვანე ყვითელგულა ჩიტი იყო. თაკო ყოველდღე უვლის ჩიკოს. სკოლიდან მოსვლისას ჩიკოს ნახავს, გალიის კარს გაუღებს, საჭმელს დაუყრის, წყალს დაალევინებს.
თოკო ახალ ჩიტს არ აქცევს ყურადღებას. ეზოში გარბის. ეზოში თამაში უყვარს. თოკო ეზოში ბურთს თამაშობს. თაკო ფანჯრიდან ხშირ-ხშირად ეძახის თოკოს: `თოკო, თოკო, თოკო, ამოდი სახლში!~
ერთ დღეს ჩიკომ ზუსტად თაკოს ხმით გაიმეორა: `თოკო, თოკო, თოკო, ამოდი სახლში!”…თოკოს და თაკოს ძალიან გაუხარდათ. ჩიკომ ძალიან მალე დაიწყო ლაპარაკი. ის მალე ბევრ სიტყვას გაიმეორებს. შოკომ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა. მარტო სახელებს იმეორებდა. ჩიკო კი უკვე რამდენიმე სიტყვას იმეორებს. თოკო და თაკო ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები არიან.