თაკო თეატრის სტუდიაში
თაკო დიდი ხანია, საბავშვო თეატრში დადის. თაკო ოთხი წლის იყო, საბავშვო თეატრში როცა მივიდა. თაკო უკვე ოთხი წელია, საბავშვო თეატრში დადის. თაკოს ყოველთვის კარგ როლებს აძლევენ საბავშვო თეატრში. თაკო მაინც ყოველთვის უკმაყოფილოა თეატრის სტუდიის როლებით. თაკოს ბაყაყის, თხის, წიწილის როლიც უთამაშია. თაკოს წელს თაგვის როლი მისცეს საბავშვო თეატრში.
თაკო წუწუნებს. ყველა როლის თამაში შეიძლება. თაგვობა მაინც არ მოსწონს. თაგვისფერი კოსტუმი მისცეს თაკოს. ნამდვილი თაგუნიაა ამ კოსტუმში.
`ლამაზი წინსაფარი მაინც გაეკეთებინათ ამ კოსტუმზე!~ - წუწუნებს თაკო.
თოკოც დადის საბავშვო თეატრში. თოკომ ახლა დაიწყო საბავშვო თეატრში სიარული. თოკო ადრე მხოლოდ თაკოს სპექტაკლებს ესწრებოდა. თოკო თვითონ არ დადიოდა საბავშვო თეატრში. წელს თოკოს თაგვის როლი მისცეს. თოკოც და თაკოც თაგვის როლს ითამაშებენ წელს.
`ფეფომ ამ ფორმაში არ დაგვინახოს. ამ ფორმაში შეიძლება ფეფომ შეჭმაც დაგვიპიროს!~ - ხუმრობენ თოკო და თაკო. თოკოს და თაკოს არ მოსწონთ თაგვის როლი, მაგრამ მაინც კმაყოფილები და მხიარულები არიან.