დედა ტერეზა

შესავალი

ალბათ გსმენია დედა ტერეზას შესახებ. დედა ტერეზა ისტორიული ფიგურაა. ის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. დედა ტერეზას ჯერ კიდევ სიცოცხლეში თვლიდნენ წმინდანად, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. და მაინც რითი იყო ეს ქალი გამორჩეული? მოდით, გავიცნოთ მისი ისტორია.

ცხოვრების ისტორია

დედა ტერეზა 1910 წლის 16 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სკოპიეში. მისი მშობლები შეძლებული ალბანელი კათოლიკეები იყვნენ. მისი ნათლობის სახელი იყო გონჟა-აგნესა.

გოგონას მშობლები მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ყოველ საღამოს მთელი ოჯახი მისაღებ ოთახში იკრიბებოდა და ლოცვას კითხულობდა. კვირაში ერთხელ დედა ბავშვებთან ერთად საავადმყოფოში მიდიოდა. დედას საავადმყოფოში საკვები და ტანსაცმელი მიჰქონდა ხოლმე. დედა ცდილობდა, შვილებისთვის სიკეთის კეთება ესწავლებინა. მას უნდოდა, რომ შვილებს კარგად ეგრძნოთ სხვისი გასაჭირი და ახლობლების სიყვარული ესწავლათ. იგი ხშირად ეუბნებოდა შვილებს: „თქვენ გაგიმართლათ, დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობთ. თქვენ გაქვთ საკვები, სამოსი და არაფერი არ გაკლიათ. მაგრამ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საკვები, არ აქვთ სამოსი. ეს ბავშვები ავად როდესაც ხდებიან, მშობლებს მათი მკურნალობის ფულიც კი არ აქვთ“. პატარა განჟა-აგნესა კარგად იმახსოვრებდა დედის სიტყვებს.

განჟა-აგნესა საუკეთესო მოსწავლე იყო. ის ხალისიანი და ყურადღებიანი გოგონა იყო. გოგონა ყოველთვის ცდილობდა სხვების დახმარებას. გონჟა-აგნესა აქტიურად იყო ჩაბმული კლასგარეშე აქტივობებშიც. ის მღეროდა გუნდში, უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს. ნიჭიერი გოგონას ნამუშევრები ხშირად იბეჭდებოდა ადგილობრივი გაზეთის ფურცლებზე.

გონჟა-აგნესას მამა უცებ გარდაიცვალა. ოჯახს მატერიალური და სულიერი პრობლემები შეექმნა. თუმცა გონჟა-აგნესას დედა მორწმუნე და ძლიერი ქალი იყო. მას შეეძლო სიძნელეებთან შეჭიდება და მათი გამკლავება. „დედა მუდამ გვასწავლიდა, რომ გაჭირვებული ადამიანებისთვის გველოცა და მათ დავხმარებოდით. ამიტომ მამის გარდაცვალების შემ-დეგაც, ჩვენ არ გავხდით უბედური ოჯახი. ჩვენ შრომისა და ლოცვის ძალას ვგრძნობდით და ვაფასებდით!“ - იხსენებდა დედა ტერეზა.

„ჩვენი ქალაქის ღარიბმა მოსახლეობამ იცოდა ჩვენი სახლის მისამართი. ჩვენი სახლიდან ცარიელი ხელით არავინ გამოდიოდა. ჩვენთან ერთად მუდამ ვიღაც სადილობდა. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვისაც ამქვეყნად არაფერი ებადათ, საკუთარი სიცოცხლის გარდა.“

რელიგიური ცხოვრების დასაწყისი

აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა, თავი რელიგიისთვის მიეძღვნა. 18 წლის იყო, როცა ჩაირიცხა ირლანდიურ კათო-ლიკურ ორდენში, რომელიც მისიო-ნერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა. ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს. 21 წლის იყო, როცა მონაზონი გახდა. სახელად ტერეზა აირჩია, წმინ-და ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად. ეს წმინდანი მისიონერების მფარ-ველად ითვლება. 22 წლის დედა ტერეზამ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა კალკუტის რამდენიმე სკოლაში. იყო სკოლის დირექტორიც.

მალე ყველაფერი შეიცვალა. ეს 1946 წელს მოხდა, დარჯილინგში, ჰიმალაის ძირში. დედა ტერეზა მონაზვნების ყოვეწლიურ შეკრებაზე სხვა მონაზვნებთან ერთად მატა-რებლით ჩავიდა. მატარებელი ძალიან სავსე იყო და ნელა მიდიოდა. დედა ტერეზა ხედავდა გაჭირვებული ადამიანებით სავსე ქუჩებს. ბევრს საკვების ფული არ ჰქონდა და პირდაპირ ქუჩაში იღუპებოდა შიმშილისგან. დედა ტერეზა ხედავდა დედებს, რომლებიც სიყვარულით იკრავდნენ გულში შვილებს. შვილებს, რომლებიც შიმშილით ეღუპებოდათ.

„მივხვდი, რომ ღმერთი ჩემგან სხვა რამეს ელოდა. მივხვდი, რომ უარი უნდა მეთქვა მონაზვნის მშვიდ ცხოვრებაზე და ქუჩაში გავსულიყავი ამ ღარიბ ადამიანებთან. ამ ადამიანებს მათხოვრობაც კი არ შეეძლოთ. ამ ადამიანებს ტირილიც კი აღარ შეეძლოთ, იმიტომ, რომ ცრემლები აღარ ჰქონდათ. ეს ადამიანები მე ღმერთმა მოგზაურობის დროს დამანახა და მითხრა, რომ მე ისინი შემეყვარა...“

დედა ტერეზამ 1950 წელს ,,მოწყალების ორდენი” დააარსა. მისთვის მთავარი მიზანი გაჭირვებული ადამიანების დახ-მარება იყო. მკურნალობდა ყველა ეროვნების, რასის და სარწმუნოების ადამიანებს. ასწავლიდა ღატაკ ბავშვებს და

ავადმყოფებს მოსავლელად აკითხავდა. უვლიდა კეთროვანებსაც, რასაც იმ დროს ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა. ორგანიზაციის საქმიანობა მალე გასცდა ინდოეთის ფარგლებს და მსოფლიოსთვის დედა ტერეზა სიკეთის სიმბოლოდ იქცა.

დახმარება

დედა ტერეზა ხშირად იმეორებდა, რომ ნამდვილი სიყვარული განცდების გარეშე არ არსებობს. ქალს უმძიმდა ღატაკების დახმარება. განსა-კუთრებით იმიტომ, რომ ეს ადამიანები მეტწილად ავად იყვნენ. მათ დახმარება სჭირდებოდათ. დედა ტერეზამ გადაწყვიტა პირველი დახმარების აღმოჩენა ესწავლა. მან მოკლე კურსი ლექსიკური ერთეული: სუფთა&აზერ: Təmiz&სომხ: մաքուր" class="morfoma">სუფთა ჰაერზე გავლა - մաքուր օդին ման գալ" class="morfoma">გაიარა და ნემსის გაკეთება, ჭრილობების დამუშავება და შეხვევა ისწავლა. კურსის დამთავრების შემდეგ დედა ტერეზა კალკუტის მიწურებისკენ გაემართა. მონაზვნებისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო მოყვარულ, თბილ და შეძლებულ ოჯახში აღზრდილ ქალს, საკუთარი სიცოცხლე ამგვარ მიწურებში გაეტარებინა.

დედა ტერეზა არასოდეს იძლეოდა ინტერვიუებს. მას ამის დრო არ ჰქონდა, რადგან გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანები ელოდებოდნენ. ის უამრავ საჩუქარს და ფულს იღებდა შეძლებული ადამიანებისგან და ორგანიზაციებისგან, რომელთაც ხარჯავდა ჰოსპიტლების მოწყობის, წამლებისა და საკვების საყიდლად. ის ამბობდა: „არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ. შენ შენი საქმე უნდა აკეთო.“

ყოველდღიური ცხოვრება

„მომეცი უფლება ჩემი სიყვარული კი არ ვიქადაგო, არამედ ჩემი ცხოვრების მაგალითით დავამტკიცო, იმ აღტაცების ძალით, რომელსაც ჩემი გაკეთებული საქმეების გავლენა მაძლევს, სიყვარული, თავისი მთელი სიღრმით, რომლითაც ჩემი გული არის ანთებული“

დედა ტერეზა ყოველთვის ოთხის ნახევარზე დგებოდა. მოკლე ლოცვისა და მწირი საუზმის შემდეგ ის სამუშოს იწყებდა. დედა ტერეზა ზუსტადმავე საქმეს აკეთებდა, რასაც დანარჩენი მონაზნები. ის წმინდავდა საპირფარეშოებსაც,

როდესაც მისი რიგი დადგებოდა. ის მთელი დღე ისე მუშაობდა, რომ წუთითაც არ ისვენებდა. იყო შემთხვევები, როდესაც დედა ტერეზა წყლის დასალევად ვერ იცლიდა. იმ ადამიანებს, ვისთანაც დედა ტერეზა მიიჩქაროდა, „ჩემი ხალხის“ სახელით მოიხსენიებდა. დედა ტერეზა თავისი ენთუზიაზმით და დაუღალავი შრომით ყველას სიცოცხლის ძალით ავსებდა. ის ყოველთვის ახალ-ახალ საშუალებებს პოულობდა ხალხისთვის შვების მოსაგვრელად.

ერთხელ დედა ტერეზამ თვითმფრინავში მიმართა მგზავრებს თხოვნით, რომ მისთვის ხელუხლებელი კერძი და პურის ნაჭრები გადმოეცათ. „ეს ჩემს გაჭირვებულებთან მიმაქვს. დიდი მადლობა დახმარებისთვის!“ - აუხსნა დედა ტერეზამ გაოცებულ მგზავრებს.

დედა ტერეზას ადამიანების სჯეროდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ადამიანი სიყვარულისთვის და სიკეთის საკეთებლად არის დაბადებული. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ადამიანი ბედნიერების მინიჭებისთვის არის დაბადებული.

დედა ტერეზას უზომოდ უყვარდა ადამიანები. საკუთარი ცხოვრებით მან დაამტკიცა, რომ სიყვარულს სასწაულების მოხდება შეუძლია. მან გვაჩვენა, რომ ადამიანს ძალიან ლამაზი სული აქვს და ეს სული ყველა ჩვენგანშია.

იგი აღფრთოვანებული იყო ადამიანებით, მათგან ბევრს სწავლობდა. დედა ტერეზა სულ მზად იყო, ვინმესთვის თავისი სამსახური შეეთავაზებინა.

„ჩემი აზრით, დედამიწაზე ყველა ადამიანი უნიკალურია. ყველა ადამიანი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.“

დედა ტერეზა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად

დედა ტერეზა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად

მისი ეს სიტყვები ადამიანების უზარმაზარ სიყვარულს ამტკიცებს.

დედა ტერეზა პატარა და ხმელი მოხუცი იყო. მას ნათელი და ღრმა მზერა ჰქონდა. ხელები - უჩვეულოდ დიდი, შრომისგან გაუხეშებული. მასთან საუბრისას ყველა თავს განსაკუთრებულად გრძნობდა. ყველა გრძნობდა, რომ სამყაროს ყველაზე დიდ ქმნილებას წარმოადგენდა. დედა ტერეზა ღმერთზე იშვიათად ლაპარაკობდა, თუმცა თავისი საქციელით ღმერთს და ადამიანებს ემსახურებოდა. ის სიხარულით აკეთებდა ყველაფერს, რაც ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებდა. ის არავისათვის საჭიროს, არაფრით განსაკუთრებულს, მათხოვარს, უპოვარს, ინვლიდს ხშირად არცთუ სუფთა და არც თუ მოვლილ ადამიანებს ეუბნებოდა: „შენ მარტო არ ხარ!“

იცხოვრეთ!“

დედა ტერეზას ეს სიტყვები ყველა მისი სახლის სტუმარს დღესაც ხვდება. ეს სახლი დედა ტერეზამ მძიმედ და უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისათვის გახსნა. დედა ტერეზას ეს სიტყვები - სასწაულმოქმედი ლოცვაა, რომელიც ადამიანებს იმედს აძლევს. ეს ლოცვა გაჭირვებულებს და გატანჯულებს ეხმარება. ეს მისი ანდერძია, რომელიც მან ყველა ჩვენგანს დაუტოვა:

ცხოვრება - შესაძლებლობაა, გამოიყენეთ ის.

ცხოვრება - სილამაზეა, აღვფრთოვანდეთ ამ სილამაზით!

ცხოვრება - სიამოვნებაა, შეიგრძენით ის.

ცხოვრება - ოცნებაა, აისრულეთ ის.

ცხოვრება - გამოწვევაა, მიიღეთ ის.

ცხოვრება - შენი სამუდამო ვალია.

ცხოვრება - თამაშია, გახდი მოთამაშე.

ცხოვრება - სიმდიდრეა, არ გაფანტო ის.

ცხოვრება - საკუთრებაა, გაუფრთხილდი მას!

ცხოვრება - სიყვარულია, ბოლომდე დატკბი.

ცხოვრება - საიდუმლოა, გაიგე ის.

ცხოვრება - აღქმაა, მოიყვანე სისრულეში.

ცხოვრება - უბედურებათა ვალია, გადალახე ის.

ცხოვრება - სიმღერაა, ბოლომდე შეასრულე ის.

ცხოვრება - ბრძოლაა, გახდი მებრძოლი.

ცხოვრება - გამოუცნობია, უშიშრად შეაბიჯე იქ.

ცხოვრება - წარმატებაა, დაიჭირე ეს წამი.

ცხოვრება - შესანიშნავია, არ მოსპო ის.

ცხოვრება - შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის!

გაიღიმეთ!“

თუ თქვენ ცუდ გუნებაზე ხართ, თუ ვინმემ გაწყენინათ ან ცუდი ამბავი გაიგეთ, გამოიყენეთ ღიმილის ძალა. მაშინაც კი, როდესაც არავინ გიყურებთ, გაიღიმეთ. აჩვენეთ თქვენს თავს, რომ ყველა სიძნელეზე მაღლა დგახართ. გაიღიმეთ და იფიქრეთ, რომ თქვენ ძლიერი, უკვდავი და სამუდამო ხართ. აჩუქეთ თქვენს თავს ღიმილი ისე, როგორც ამას ხანდახან აკეთებთ სარკესთან გავლის წინ. მერე რა მოხდა, რომ თქვენი ღიმილი ცოტა სევდიანია. როგორც კი გაიღიმებთ, იგრძნობთ, რომ თქვენი განწყობა გამოკეთებას იწყებს. კარგ გუნებაზე უფრო მარტივია საკუთარი პრობლემების გადაჭრაც. თქვენ ხომ არც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია ღიმილს თქვენთვის და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის! ღმერთი სწორედ იმ ადამიანებს ეხმარება, ვინც პრობლემებს ღიმილითა და სიხარულით ხვდება; იმ ადამიანებს, ვინც არ წუწუნებს და არ ჩივის. როდესაც ცხოვრება კიდევ ერთ სირთულეს გაგიმზადებთ, უთხარით თქვენს თავს: „ყველაფერი ბევრად უარესად შეიძლება მომხდარიყო. და .... გაიღიმეთ!

გიყვარდეთ!“

…სიყვარულის არ შეგეშინდეთ. ფართოდ გააღეთ გული და ეცადეთ შიგ სიყვარული გააღვივოთ. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენსა და სხვის გულებში შეცდომებისა და ნაკლის ძიება შეწყვიტოთ. ეძებეთ და იპოვეთ ადამიანებში მშვენიერება და სიკეთე. ეს თქვენც და სხვა ადამიანებს მხოლოდ კარგი თვისებების გამომჟღავნებისკენ გიბიძგებთ. ადამიანები, რომლებსაც ჭეშმარიტი სიყვარული შეუძლიათ, არასოდეს

აყენებენ პირობებს. ეს ადამიანები საკუთარ სიყვარულს ყველა ადამიანს აჩვენებენ, საკუთარ მტრებსაც კი. გიყვარდეს – ხელოვნებაა, რომელსაც ვარჯიში სჭირდება, ისევე, როგორც ეს ნებისმიერი სხვა უნარის განვითარებისთვის არის საჭირო. კარგი ექიმები, მუსიკოსები, მხატვრები, სპორტსმენები საათობით მუშაობენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები სრულყონ. სიყვარულსაც ასეთივე მოპყრობა სჭირდება. თუ პირველსავე სირთულისას, ვიღაცას გადავიყვარებთ, ჩვენ სიყვარულის საკუთარ ნიჭს ვერ განვავითარებთ. თუ არ შევეცდებით, რომ გვიყვარდეს, ეულნი და უბედურნი დავრჩებით.

ბოლოსიტყვაობა

დედა ტერეზა 1979 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა. მთელი ფონდი, ისევე, როგორც სხვა თანხები, მისიის საქმიანობის მოხმარდა. თუმცა, ნობელის პრემიისგან დედა ტერეზამ სხვა სახის სარგე-

ბელი მიიღო; მას შეეძლო არცთუ ხმამაღალი, მაგრამ მტკიცე ტონით ცოტა ხნით მაინც შეეჩერებინა ომი. ისე, როგორც, მაგალითად, ბეირუთში, სადაც ის 37 დღე, რომელიც ბავშვების ცეცხლის ხაზიდან ევაკუაციისათვის იყო საჭირო, მან შეძლო, ომი შეეჩერებინა! ეს, თავისთავად, არაფერია მსოფლიო მასშტაბის გლობალურ პროექტებთან შედარებით... მაგრამ ადამიანის სიცოცხლე რაოდენობით არ ითვლება, როდესაც საქმე მათ გადარჩენას ეხება.

დედა ტერეზა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ მისი სიტყვები, ჰოსპოტალები, მედდები და მრავალი სიკვდილისათვის განწირული სიცოცხლე დარჩა.