ინდიელები
ინდიელები ამერიკის კონტინენტის უძველესი, მკვიდრი მოსახლეობაა. ისინი სხვადასხვა ტომად იყოფიან: აცტეკები, მაიას ტომები, ინკები და ა.შ. მათი საერთო სახელწოდება წარმოდგება ამერიკის აღმომჩენის – კოლუმბის შეცდომისაგან. როცა იგი ამერიკის კონტინენტს მიადგა, ეგონა, რომ ინდოეთი აღმოაჩინა, იქ მცხოვრებ ხალხს კი ინდიელები უწოდა.ინდიელებს მოწითალო ფერის კანი აქვთ ამის გამო მათ წითელკანიანებსაც უწოდებენ.
ინდიელების ცხოვრების წესი
ისინი ხის ტოტებისა და ლერწმისგან აგებულ ქოხებში ცხოვრობდნენ. ასეთ ქოხს ვიგვამი ჰქვია. ადრინდელი ინდიელები ბუმბულებით მორთულ ტყავის ტანსაცმელს ატარებდნენ, თანამედროვე ინდიელებს კი ჯინსები და მაისურები აცვიათ. ბუმბულებით მორთული ტყავის ტანსაცმელი მათ ეროვნულ სამოსად ითვლება. ტრადიციის მიმდევარი ინდიელები ამ ტანსაცმელს ეროვნული დღესასწაულებისთვის ინახავენ.
ტრადიციების ერთგულებით გამოირ-ჩევიან აპაჩების, ნავახოს, ხოპისა და ზუნის ტომის ინდიელები. მათი ტრადიციული საკვები პომიდორი, სიმინდი და გოგრაა, რომლებიც თვითონ მოჰყავთ. თვითონ მოჰყავთ აგრეთვე თამბაქო, რომელსაც მხოლოდ ლოცვის დროს ეწევიან.
ინდიელების ტერიტორიაზე ამერიკულ კანონებს დიდად პატივს არ სცემენ. მათ თავიანთი ტომების კანონები აქვთ. ინდიელებს დღესაც ჰყავთ უხუცესი ადამიანი, რომელიც ყველაზე ჭკვიანად ითვლება და მას ხშირად რჩევას ეკითხებიან. ბევრი ლაპარაკი არ უყვართ. კითხვაზე ყოველთვის მოკლე პასუხს იძლევიან.
ლეგენდის თანახმად, ინდიელ ქალებს ობობა-ქალმა ასწავლა ქსოვა და კერვა. ამის გამო ისინი ობობა-ქალის მადლობელნი არიან და მის სულს პატივს სცემენ. ობობა და მისი ქსელი ინდიელებისათვის ძალიან წმინდაა. მისი ქანდაკებები და სამკაულები ბევრია ინდიელთა ოჯახებში.
ინდიელთა ზოგიერთი ტომი გაქრის-ტიანებულია. მაგალითად, ნავახოს ინდი-ელთა ტერიტორიაზე მართმადიდებლური ეკლესიაა აშენებული და ტომის წევრები მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტე ინდიელი იყო.
ინდიელთა სხვადასხვა ტომის წარმო-მადგენლები ერთმანეთს არ ივიწყებენ, პატივს სცემენ და მეგობრობენ. ისინი ყოველწლიურ დღესასწაულზე, „პაუ ვაუზე“ იკრიბებიან და, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილები, ცეკვასა და მხიარულებაში ატარებენ დროს.
ინდიელი მშობლები შვილებს უცნაურ სახელებს არქმევენ, მაგალითად „ცელქი სიო“, „დიდი დათვი“, „სავსე მთვარე“ და ა.შ.
ინდიელებს საკუთარი, ინდური ენები აქვთ და თავიანთ ენებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთი ტომი აგრეთვე ესპანურად (ლათინურ ამერიკაში) და ინგლისურად (ჩრდილოეთ ამერიკაში) საუბრობს.
ამერიკასა და კანადაში ინდიელები დღეს მცირე რაოდენობით, ძალიან შეზღუდულად ცხოვრობენ. ბოლივიასა და გვატემალაში კი ისინი მოსახლეობის უმრავლესობას წარმო-ადგენენ.