ერთი სიცოცხლე

ირმა 9 წლის ხდებოდა. გოგონას ძალიან უხაროდა დაბადების დღე. ის ბევრ საჩუქარს ელოდებოდა.

დაბადების დღეზე დედამ რეიჩელ საქველმოქმედო საღამოზე წაიყვანა. საქველმოქმედო საღამოზე რეიჩელმა ცნობილ პროფესორს მოუსმინა. პროფესორი მოჰყვა, რომ აფრიკაში უამრავ ბავშვს სასმელი წყალი არ ჰქონდა.

რეიჩელმა საკუთარი ინტერნეტგვერდი გახსნა. ის ყველას სთხოვდა, დაბადების დღეზე მისთვის საჩუქარი არ მოეტანათ.

- ჩემი საჩუქრის ნაცვლად, აფრიკელ ბავშვებს ფული აჩუქეთ. მაშინ მათ სასმელი წყალი ექნებათ! - წერდა რეიჩელი.

რეიჩელმა აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად ბევრი ფული ვერ შეაგროვა.

გოგონა დაღონდა.

მალე საშინელება მოხდა. პატარა რეიჩელი ავტოავარიაში დაიღუპა.

ეს ამბავი ცნობილმა პროფესორმა გაიგო. მან რეიჩელის ინტერნეტგვერდი ისევ გახსნა. სწორედ ამ პროფესორს მოუსმინა საქველმოქმედო საღამოზე რეიჩელმა. ამჯერად მთელმა მსოფლიომ გაიგო გოგონას ამბავი. აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად, მთელ მსოფლიოში ფული შეგროვდა. ამ ფულით 60 000 ათასი აფრიკელი ბავშვი გადარჩა.

მსოფლიომ უკეთ გაიცნო რეიჩელი; უფრო ადრე რეიჩელმა ორჯერ თმა შეიჭრა, რომ დაავადებული ბავშვებისთვის პარიკები გაეკეთებინათ...

რეიჩელი 9 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მან მთელი მსოფლიო დააფიქრა.