ჯაზის ისტორია

შესავალი

ჯაზის ისტორია აფრიკული მუსიკით იწყება. ის აფრიკელმა მონებმა ჩამოიტანეს სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი უინთონ მარსალისი ამბობდა: „ჯაზი შავკანიანების უცნაური გამოგონებააო“.

2

2

ჯაზის ქალაქად ნიუ-ორლეანი ითვლება. მე-20 საუკუნეში ჯაზი აფროამერიკელებს შორის ძალიან პოპულარული გახდა. ამ პერიოდიდან ჯაზი გავლენას ახდენს სხვა მუსიკალურ ჟანრებზეც.

ჯაზი ორი მუსიკალური ჟანრის: ბლუზისა და რეგტაიმის ნარევია. ბლუზი სევდიანი მელოდიაა; რეგტაიმი, ბლუზისგან განსხვავებით. მხიარული და რიტმული მუსიკაა. რეგტაიმი მე-19 საუკუნის მარშებიდან წარმოიშვა.

ჯაზის მუსიკა ისმოდა ქარხნებში, ჩაის პლანტაციებში. მას თავდაპირველად შრომის დროს ასრულებდნენ აფრიკელი მონები.

ჯაზის სახელწოდება

სახელი „ჯაზის“ წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, იგი მოდის „ჟასმინისგან“. როგორც ცნობილია, ჯაზი ნიუ-ორლეანიდან გახდა ცნობილი. ნიუ-ორლეანი სავსე იყო საროსკიპოებით, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ცხოვროდნენ. აქ ხშირად ისმოდა მუსიკა, რომელსაც შემდეგ ჯაზი უწოდეს. ქალები იმ დროს ძირითადად ჟასმინის სუნამოს ხმარობდნენ. ამბობენ, რომ ჯაზმა სახელწოდება ჟასმინის სუნამოებისგან მიიღო.

მეორე ვერსიის მიხედვით, „ჯაზი“ ენთუზიაზმით სავსეს ნიშნავს და პირველად ეს სიტყვა სან-ფრანცისკოს გაზეთის რეპორტიორმა გამოიყენა. მან ბეისბოლის მოთამაშეებზე დაწერა: „მათ დაკარგეს თავიანთი „ჯაზი“ (ენთუზიაზმი) და არ იციან, სად იპოვონ ის“. რამდენიმე დღის შემდეგ ამ სიტყვის გამოყენებას რედაქტორის გამოხმაურება მოჰყვა. მან გაზეთში დაწერა: „ეს სიტყვა - ჯაზი - ნიშნავს, ცხოვრებას, ძალას, ენერგიას, სულის ამოფრქვევას, სიამოვნებას, მამაკაცურობას, გამბედაობას, ბედნიერებას“...

პირველი ჯაზ მუსიკოსი

პირველი ჯაზმენები სამხრეთ ამერიკაში მომუშავე აფრიკელი მონები იყვნენ. მათი სახელები, რა თქმა უნდა, ცნობილი არაა. თუმცა, პირველ ჯაზ მუსიკოსად ბადი ბოლდენი ითვლება.

ნიუ-ორლეანში ერთ-ერთი ცნობილი ბარი „ფანკი ბატი“ იყო. ბარში ბადი ბოლდენი უკრავდა ჯაზს. ბოლდენზე კიდევ ერთი ცნობილი ჯაზ მუსიკოსი, ლუის არმსტრონგი ამბობდა: „ამ კაცს დიდ მუსიკოსად მიიჩნევდნენ. მე კი არ მომწონდა და მიმაჩნდა, რომ ძალიან ძლიერად უბერავდა ინსტრუმენტში“.

უიარმსტრონგი

ლუის არმსტრონგს ბავშვობიდან უყვარდა მუსიკა. ის ნიუ-ორლეანში, ღარიბ ოჯახში დაიბადა და ფერადკანიან ღარიბთა სახლში ცხოვრობდა. აქ ისწავლა კორნეტზე დაკვრა. ქალაქში ხშირად გამოდიოდა და ქუჩის მუსიკოსებს საათობით უსმენდა.

როგორც იცით, ბადი ბოლდენი არ მოსწონდა, მაგრამ ჯო ოლივერს აღმერთებდა. ჯო ოლივერიც ჯაზ მუსიკოსი იყო.

არმსტრონგმა ჯაზში დიდი ცვლილებები შეიტანა და იგი მსოფლიოში ცნობილი გახადა. ლუის არმსტრონგმა შემოიყვანა პირველი სოლისტი ჯაზ ბენდში. მსმენელებს ეს სიახლე ძალიან მოეწონათ.

თანამდროვე ჯაზი (1940-1960)

თანამედროვე ჯაზი ბიბოპით იწყება. ბიბოპი ჯაზის ერთ-ერთი ფორმაა. ბიბოპში მელოდიურობა სწრაფი ტემპით იცვლება. მისთვის დამახასიათებელია იმპროვიზაცია. ბიბოპის ცნობილი მუსიკოსი ჩარლი პარკერია.

დროთა განმავლობაში ბიბოპს ლათინოამერიკული მუსიკა შეერწყა და შეიქმნა აფრო-კუბანური ჯაზი. თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ფორმაა აგრეთვე ჰარდ ბოპი. ჰარდ ბოპს უკრავდნენ კლიფორდ ბრაუნი, ფრედი ჰაბარდი და უეინ შორთერი.

ჩარლი პარკერი

ჯაზ-ფიუჟენი

1960 წლიდან ჯაზში კრიზისი დაიწყო. საჭირო იყო რაიმე სიახლის შექმნა. აქედან დაიწყო ჯაზის ახალი განვითარება. ჩამოყალიბდა ჯაზ-ფიუჟენი, როკ და ჯაზ- მუსიკის შერეული ჟანრი. ჯაზ-ფიუჟენის ცნობილი მუსიკოსი და კომპო-ზიტორია მაილს დევისი. როგორც თვითონ აღნიშნავდა, მას ჯიმი ჰენდრიქსისა და ჯეიმს ბრაუნის დიდი გავლენა ჰქონდა.

მაილს დევისი

როკ-ჯაზმა მუსიკოსებს, პოპულარობასთან ერთად, დიდი კომერციული წარმატებაც მოუტანა. გამო-ნათქვამში: „ჯაზს ელიტარული საზოგადოება უსმენს“ - სიტყვა „ჯაზი“ „როკ-ჯაზმა“ შეცვალა. როკ-ჯაზმა განსაკუთრებული პოპულარობა ახალგაზრდებში მოი-პოვა. ცნობილი ჯაზმენის ჰერბი ჰენკოკის ალ-ბომი „ჰედჰანტერს“ მილიონობით გაიყიდა.

მსუბუქი ჯაზი

მსუბუქ ჯაზს ადვილად მოსასმენი მუსიკის სახეობას მიაკუთვნებენ. მსუბუქი ჯაზი პოპ-მუსიკისა და ჯაზის ნარევია. აქ უფრო დიდ როლს პოპ-მუსიკა თამაშობს, ჯაზი შედარებით უკანა პლანზე გადადის. მსუბუქ ჯაზს ხანდახან ნეგატიურადაც მოიხ-სენიებენ, მას „ლიფტის მუსიკას“ ან „სავაჭრო ცენტრის მუსიკასაც“ ეძახიან.

მსუბუქი ჯაზის მუსიკის ცნობილი შემსრუ-ლებლები არიან: შადე, ჯორჯ ბენსონი, ბობ ჯეიმსი, მარკუს მილერი, ნორა ჯონსი და სხვები.

ჯაზი ევროპაში

ევროპაში ჯაზი ამერიკიდან შემოვიდა. ევრო-პელებმა ცვლილებები შეიტანეს ჯაზში. მათ უფრო რიტმული და საცეკვაო გახადეს ჯაზის მუსიკა.

თუ ამერიკელი ჯაზმენები საკუთარი სმენის მიხედვით ცვლიდნენ ჯაზის რიტმს ან მელოდიას, ევროპელი ჯაზმენები მას მსმენელების მოთხოვნის მიხედვით ცვლიდნენ. ჯაზს ძირითადად ღამის კლუბებში უკრავდნენ. ღამის კლუბებში კი ხალხი გასართობად და საცეკვაოდ მიდიოდა. მუსიკის თანხლებით ცეკვის სურვილმა გავლენა მოახდინა ევროპულ ჯაზზე.

ნაცისტური ხელისუფლების მოსვლისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჯაზი ევროპაში აღარავის ახსოვდა. ამ პერიოდში ჯაზი აღარ განვითარებულა. ომის შემდეგ კი ევროპამ უფრო ახლოს გაიცნო ამერიკული ჯაზი. ამერიკელი ჯაზმენები კონცერტებს ევროპაში მართავდნენ. საფრანგეთში ჯაზის კლუბები შეიქმნა. 1949 წელს საფრანგეთში გაიმართა „პარიზის ჯაზ ფესტივალი“. ფესტივალს ამერიკიდან ცნობილი ჯაზმენი ჩარლი პარკერი ესტუმრა.

საინტერესო ფაქტები ჯაზზე - „ჯაზის ეპოქა“

„ჯაზის ეპოქა“ არის პერიოდი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის „დიდ დეპრესიამდე“.

„ ჯაზის ეპოქაში“ ხალხმა დაიწყო საკუთარი გრძნობებისა და ნიჭის უფრო მეტად გამოხატვა, ვიდრე ადრე.

ქალებმა დაიწყეს ბარებში სიარული და მოწევა.

ქალებმა, ბოლოსდაბოლოს, ამ პერიოდში მიიღეს არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება.

სკოტ ფიცჯერალდის წიგნი „დიდი გეთსბი“ ეფუძნებოდა „ჯაზის ეპოქას“.

სკოტ ფიცჯერალდმა ამერიკის ისტორიის ამ პერიოდს „ ჯაზის ეპოქა“ უწოდა.

იცოდით თუ არა, რომ...

ერთხელ ლუის არმსტრონგს სთხოვეს, ჩამოეყალიბებინა ჯაზის განსაზღვრება. ლუის არმსტრონგმა უპასუხა: „თუ თქვენ კითხულობთ, რა არის ჯაზი, თქვენ არასოდეს გეცოდინებათ, რა არის ჯაზი“!