ცეკვა
როდის გაჩნდა ცეკვა?
ცეკვა არის ტანის მოძრაობა მუსიკის თანხლებით. ცეკვა ძალიან ადრე გაჩნდა. უძველესი ადამიანები ცეკვავდნენ და მღეროდნენ. ისინი თვითონ მღეროდნენ. ამ დროს სხვა მუსიკა არ ჰქონდათ. მათი ცეკვა მარტივი იყო. ხელებს და ფეხებს ამოძრავებდნენ, ისე, როგორც თვითონ მოსწონდათ. ადრე ცეკვაში წესები არ იყო. ყველა თავისი სურვილით ცეკვავდა. უძველესი ადამიანები ნადირობის შემდეგ, საჭმლის მომზადებამდე, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. შემდეგ ნელ-ნელა ცეკვა განვითარდა, მოძრაობები უფრო ლამაზი გახდა. დღეს უკვე ბევრი ცეკვა არსებობს. საცეკვაო მუსიკაც ბევრნაირია.
ცეკვის სახეობები
ცეკვის სახეობებია: ხალხური ცეკვები, კლასიკური ცეკვები, ქუჩის ცეკვები და რელიგიური ცეკვები. ყველა სახეობა ლამაზი და საინტერესოა.
ხალხური ცეკვა
ყველა ქვეყანას თავისი ტრა-დიციული ცეკვა აქვს. მას ერთი, ცნობილი ავტორი არ ჰყავს. ასეთ ცეკვას ხალხურ ცეკვას უწოდებენ. ქართველებსაც აქვთ ხალხური ცეკვები. ქართული ხალხური ცეკვა ძალიან ლამაზია. ცეკვის დროს მოცეკ-ვავეებს საცეკვაო ტანსაცმელი აცვიათ. ასეთ ტანსაცმელს საცეკვაო ფორმა ჰქვია. ხალხური ცეკვების ფორმა ქვეყნის ტრადიციული ტანსაცმელია. მაგალი-თად, იაპონელების ტრა-დიციული ტანსაცმელი კიმონოა. იაპონური ხალ-ხური ცეკვის დროს მო-ცეკვავეებს კიმონო აც-ვიათ. ქართველებს ბევრი ტრადიციული ტანსაცმელი აქვთ. ადრე საქართველოს ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად ეცვათ.
მაგალითად, აჭარული ხალხური ცეკვის დროს მოცეკვავეები აჭარულ ფორმას ატარებენ. ბევრი ხალხური ცეკვა და საცეკვაო ფორმა მსოფლიოში ცნობილია.
მსოფლიოში ცნობილი ხალხური ცეკვები
ფლამენკო
ფლამენკო ესპანური ხალ-ხური ცეკვაა. ფლამენკოს ქალები და მამაკაცები ცეკვავენ. ქალებს ულამაზესი გრძელი კაბები აცვიათ. მათი კაბები ბოლოში გაშლილია. კაბის ბოლო ხშირად ხელით უჭირავთ და აფრიალებენ. მამა-კაცებს ცეკვის დროს ესპანური, ტრადიციული კოსტიუმი აცვიათ. ისინი ძირითადად მოძრაობებს ფეხებით ასრულებენ. ფლამენკოს ცეკვა გიტარის მუსიკის თანხლებით სრულდება. ფლამენკო რთული ცეკვაა. მის სწავლას დიდი დრო სჭირდება. ესპანეთში ხშირად ფლამენკოს ხალხურ დღესასწაულებზე ცეკვავენ.
პოლკა
პოლკა ხალხური ცეკვაა. ის ჩეხეთში წარმოიშვა. პოლკა გავრცელებულია ავსტრიასა და გერმანიაში. ამ ცეკვისათვის იოჰან სებასტიან ბახმა ბევრი ცნობილი კომპოზიცია დაწერა. ბახი გერმანელი კომპოზიტორი იყო. გერმანიასა და ავსტრიაში ძალიან უყვართ პოლკა. პოლკას რამდენიმე ადამიანი ცეკვავს. მოცეკვავეები მუსიკის თანხლებით მოძრაობენ. პოლკა სწრაფი და მხიარული ცეკვაა.
ტარანტელა
ტარანტელა იტალიური ხალხური ცეკვაა. ცეკვის სახელი მოდის იტალიური სიტყვიდან „ტარანტულა“, რაც ნიშნავს ობობას. ტარანტელას ცეკვას საინტერესო ისტორია აქვს. თურმე ობობას ნაკბენი მომწამლავია და ადრე მისგან ბევრი ადამიანი კვდებოდა. იტალიაშიც ძალიან ბევრი ობობა იყო. ტარანტელას ცეკვა იტალიელებმა ობობას ნაკბენის სამკურნალოდ გამოიგონეს. როდესაც ადამიანს ობობა უკბენდა, მასთან მიდიოდნენ მოცეკვავეები და ავადმყოფთან ერთად ცეკვავდნენ. ისინი ცეკვავდნენ დიდხანს, სანამ ფეხზე დგომა შეეძლოთ. ტარანტელას ცეკვა რთული და ძალიან სწრაფია. იტალიაში ამბობდნენ, რომ ამ ცეკვის დროს ადამიანი იღლებოდა, ოფლი მოსდიოდა და მისი ტანიდან ობობის შხამი გამოჰყავდა. ასე შველოდა ტარანტელას ცეკვა ობობას ნაკბენით მოწამვლას.
სირტაკი
სირტაკი ბერძნული ცეკვაა. ის არის ძველი ბერძნული ხალხური ცეკვების ნარევი. სირტაკის ცეკვის დროს ბერძნები
ერთ სწორ ხაზზე დგანან, ხელები ერთ-მანეთის მხრებზე აქვთ გადადებული და ცეკვავენ. სირტა-კის ძალიან ბევრ ბერძნულ ფილმში ცეკვავენ. ის მსოფ-ლიოში ცნობილი ბერძნული ცეკვაა.
კლასიკური ცეკვებია: ბალეტი და სამეჯლისო ცეკვები. ბალეტი ძალიან ლამაზი ცეკვაა. მას ბალერინები ცეკვავენ. ბალეტს ოპერისა და ბალეტის სახლებში ცეკვავენ.
სამეჯლისო ცეკვები ბევნაირია: ტანგო, ვალსი, ქვიქ-სტეპი, სლოუფიქსი, ფოქსტროტი და სხვები. სამეჯლისო ცეკვებს ეკუთვნის აგრეთვე ლათინო-ამერიკული ცეკვები; ესენია: ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, სამბა, პასა დობლე და ჯაივი. სამეჯლისო ცეკვები სასიამოვნო საყურებელია. მოცეკვავეები საცეკვაო ფორმებით ცეკვავენ. ყველა ცეკვას თავისი საცეკვაო ფორმა აქვს. ზოგიერთი სამეჯლისო ცეკვა ნელია და სევდიანი, ზოგიერთი კი უფრო სწრაფია და მხიარული. მაგა-ლითად, ვენური ვალსი ნელი ცეკვაა. ქვიქსტეპი და ჯაივი კი უფრო სწრაფი ცეკვებია. კლასიკურ ცეკვებს ჰყავთ ავტორები, თუმცა ყველა მათგანი ტრადიციული ცეკვების ილეთებზეა შექმნილი.
ცნობილი სამეჯლისო ცეკვები
ჩა-ჩა-ჩა
ჩა-ჩა-ჩა სამეჯლისო ცეკვა. ის კუბაში შეიქმნა. ჩა-ჩა-ჩა შეიქმნა რუმბას ილეთებზე. რუმბაც სამეჯლისო ცეკვაა. რუმბაც კუბური ცეკვაა. რუმბასგან განსხვავებით, ჩა-ჩა-ჩა უფრო გარ-თულებულია, მუსიკაც უფრო სწრაფია და მოძრაობაც სწრაფად სრულდება. ჩა-ჩა-ჩა შეიქმნა 1952 წელს, ის შექმნა კუბელმა მუსიკოსმა ენრიკე ჰორიენმა.
ჯაივი
ჯაივი ამერიკული ცეკვაა. მისი წარმოშობის ადგილი ზუსტად ცნობილი არაა. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შავკანიანი ამერიკელების ცეკვაა. ზოგი ფიქრობს, რომ ის ინდიელების ცეკვაა. სიტყვა „ჯაივ“ ინდიელთა ენაზე ნიშნავს „გაჩუმდი“. 1920 წლიდან ჯაივი ამერიკულ ფილმებში გამოჩნდა. ამერიკელმა მოცეკვავეებმა ჯაივს არაერთი ილეთი დაამატეს და ცეკვაც უფრო ლამაზი გახდა. დღეს ჯაივი მსოფლიოში ცნობილი ცეკვაა.
ტანგო
ტანგო არგენტინული და ესპანური ცეკვების ილეთების შეერთებით შეიქმნა. ტანგოს მუსიკაც ამ ორი ქვეყნის ტრადიციული მუსიკის ნარევია. თუმცა დღეს ტანგო კლასიკურ სამეჯლისო ცეკვად ითვლება. სხვა გადმოცემის მიხედვით, ტანგო აფრიკული ხალხური ცეკვის „ტანგანოს“ მიხედვით შეიქმნა. ეს ცეკვა არგენიტინაში შავკანიანმა მონებმა შემოიტანეს.
ტანგო განსაკუთრებული ცეკვაა. ქალი და მამაკაცი მთელი გრძნობით ასრულებენ ცეკვას. თავიდან ტანგო აიკრძალა საფრანგეთში. მისი წინააღდეგები ფრანგი ეპისკოპოსები და მღვდლები იყვნენ.
მსოფლიოში ცნობილია ტანგოს საუკეთესო მოცეკვავე - რუდოლფო ვალენტინო. ვალენტინოს ცეკვის ყურებისას ქალები ტიროდნენ და გული მისდიოდათ. მამაკაცები კი იფიცებოდნენ, რომ აუცილებლად ისწავლიდნენ ამ ცეკვას.
ვალსი
ვალსი მსოფლიოში ცნობილი ცეკვაა. ვალსი ევროპაში შეიქმნა. ვალსი გერმანული ცეკვაა, თუმცა ზოგს ჰგონია, რომ ის ავსტრიულია. ხშირად ისმის გამოთქმაც: „ვენური ვალსი“. ამის გამო ჰგონიათ, რომ ის ვენაში გაჩნდა. ვენაში ვალსის საცეკვაოდ უზარ-მაზარი დარბაზი არსებობდა. ეს დარბაზი 3000 მოცეკვავე წყვილს იტევდა. ვალსი 1775 წელს შეიქმნა. ვალსის მუსიკის ყველაზე ცნობილი ავტორები იყვნენ ლანერი და შტრაუსი. განსაკუთრებით ცნობილია შტრაუსის ვალსები. ვალსის მუსიკის გამო ხშირად შტრაუსს „ვალსების მეფეს“ უწოდებდენ. ვალსი ევროპული მეჯლისების შეუცვლელი ცეკვა იყო.
ცნობილი ქუჩის ცეკვები
ბრეიქ-დანსი
ბრეიქ-დანსი ახალგაზრდების საყვარელი ცეკვაა. მას დღეს მთელ მსოფლიოში ცეკვავენ. თუმცა ბრეიქ-დანსი ამერიკაში განვითარდა. ითვლება, რომ ბრეიქ-დანსი ამე-რიკაში აფრიკიდან შემოვიდა. მას ადრე აფრიკელების ცეკ-ვასაც უწოდებდნენ. ბრეიქ-დანსს ახალგაზრდები მუსიკის თანახლებით უმეტესად ქუჩაში ცეკავდნენ. ისინი ქუჩაში სწავლობდნენ ამ ცეკვას და ახალ-ახალ ილეთებსაც იგონებდნენ.
ბრეიქ-დანსს რეპის მუსიკის თანხლებით ცეკ-ვავენ. ბრეიქ-დანსის მოცე-კვავეებს აცვიათ ბოტასები, ჯინსები და სპორტული ზედები.
ჰიპ-ჰოპი
ჰიპ-ჰოპი, ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ბრეიქ- დანსიდან შეიქმნა. თუმცა, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ცეკვა
იამაიკაზე გაჩნდა პირველად. იამაიკელებმა ჩამოიტანეს ის ამერიკაში. ბრეიქ-დანსის ცეკ-ვა რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა. ეს იყო: ზედა ტანის მოძრაობა, თეძოების მოძრაობა, თავზე დგომა და ფეხების მოძრაობები. ჰიპ-ჰოპს მსგავსი ილეთები აქვს, თუმცა ბრეიქ-დანსისგან ის მაინც განსხვავდება. ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეების ადრე ეშინოდათ კიდეც. თვლიდნენ, რომ ისინი ქუჩის ბანდიტები იყვნენ. თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს, უბრალოდ, განსხვავებული ჩაცმულობა და ცეკვის სტილი ჰქონდათ. ისინი ქუჩაში ყოფნას და ცეკვას არჩევდნენ სცენაზე და დარბაზებში ცეკვას. დღეს ბრეიქ-დანსიც და ჰიპ-ჰოპიც ძალიან პოპულარული ცეკვებია და მათ ყველაგან ცეკვავენ.
რიტუალური ცეკვები
რიტუალური ცეკვები დღეს შედარებით ნაკლებია. ადრე ის ბევრ ქვეყანაში იყო გავრცელებული. განსაკუთრებით ინდიელებსა და მუსულმანურ ქვეყნებში. რიტუალური ცეკვები ღმერთების პატივსაცემად სრულდებოდა. ცეკვით ადამიანები ღმერთებს მადლობას უხდიან და ცოდვების პატიებას სთხოვენ. მათ სჯერათ, რომ ეს ცეკვა ღმერთებს მოსწონთ.
დერვიშების ცეკვა
დერვიშების ცეკვა ცნობილი რიტუალური ცეკვაა. დერვიშების ცეკვა თურქეთის ქალაქ კონიაში გაჩნდა. მას მუსლიმი მოცეკვავეები ასრულებენ. დერვიშების ცეკვა არის წრეზე შეუჩერებლად ტრიალი. ისინი ტრიალებენ იმისთვის, რომ ცოდვებისაგან გათავისუფლდნენ. მათ სჯერათ, რომ ასეთი ცეკვა დააახლოებთ ღმერთთან. უფრო მეტიც, დერვიშების მოვალეობაა, არა მხოლოდ თვითონ მიუახლოვდნენ ღმერთს, არამედ მაყურებელსაც დაეხმარონ ამაში. გვიან, მეოცე საუკუნეში, დერვიშების ცეკვა სახალხო დღესასწაულებზე გამოჩნდა. ის განსაკუთრებით პოპუ-ლარული ეგვიპტეში გახდა. დერვიშებს ცეკვის დროს ფერადი ტანსაცმელი აცვიათ. ტრიალის დროს ტანისამოსი ფრიალებს. დერვიშების ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.