კასიუს კლეი

კასიუს მარსელიუს კლეი ამერიკელი მოკრივე იყო. მან 61 შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. აქედან 56 შეჯიბრი მოიგო. კლეის ყველა კარგად იცნობდა. დღეს იგი კრივის შეჯიბრზე აღარ გამოდის. 40 წლისა ავად გახდა და კრივი მიატოვა. მას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც ყველაზე ძლიერ მოკრივეს.

კასიუს კლეის ბავშვობა

კასიუსი ამერიკაში, ქალაქ ლუისვილში დაიბადა. მისი მშობლები მდიდრები იყვნენ. კასიუსს ბავშვობაში ყველაფერი ჰქონდა, რაც სურდა. ძალიან უყვარდა ხატვა და მუსიკა. მისი მამა მხატვარი იყო. მშობლებს უნდოდათ, რომ კასიუსიც მხატვარი გამოსულიყო.

როდესაც ბიჭი 12 წლის გახდა, მშობლებმა საჩუქრად ველოსიპედი უყიდეს. კასიუსი საჩუქარმა ძალიან გაახარა. ველოსიპედი მაშინვე ეზოში ჩაიყვანა. ქუჩაში ამაყად მისეირნობდა. უცებ ვიღაც დიდი ბიჭი მიუახლოვდა. ბიჭმა ველოსიპედი უხეშად წაართვა. კასიუსი გაბრაზდა, მაგრამ ვერაფრის გაკეთება შეძლო. ცოტა ხანში პოლიციაც გამოჩნდა. კასიუსმა მას დახმარება სთხოვა და ველოსიპედის ამბავი მოუყვა. პოლიციელმა დახმარებაზე უარი უთხრა. ურჩია, რომ ჩხუბი ესწავლა. კასიუსი ნაწყენი წავიდა სახლში. ამ ამბის შემდეგ სახატავ რვეულებსა და ფანქრებს აღარ გაჰკარებია. მან გადაწყვიტა, კრივი ესწავლა.

კრივის დარბაზი მოძებნა და მწვრთნელს შეხვდა. მწვრთნელმა ახედ-დახედა, ცოტა ხანს იფიქრა და ვარჯიშზე უარი უთხრა. კასიუსი დაჟინებით ითხოვდა ვარჯიშს. მწვრთნელს არწმუნებდა, რომ ცნობილი და ყველაზე ძლიერი მოკრივე იქნებოდა. მწვრთნელს დაჟინებული თხოვნით თავი მოაბეზრა და მან მისცა უფლება, რინგზე ასულიყო. რინგზე კასიუსი პროფესიონალ მოკრივეს შეხვდა. იმ დღეს ძალიან კარგად იჩხუბა. მწვრთნელმა დაინახა, რომ იგი ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. კრივს ხომ ძალის გარდა, ჭკუაც სჭირდება. ამიტომ კასიუსის ვარჯიშს იმ დღიდანვე შეუდგა.

კასიუსის წარმატებები

17 წლის კასიუსი უკვე ჩემპიონი გახდა. მან კრივის ყველაზე დიდი პრიზი - „ოქროს ხელთათმანი“ მოიგო. ბევრს ვარჯიშობდა. სხვადასხვა ცნობილ მოკრივეს ხვდებოდა. თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო. მას ძალიან ძლიერი დარტყმა ჰქონდა. როცა მოწინააღმდეგეებს ურტყამდა, ისინი დიდხანს გონებადაკარგულები იწვნენ რინგზე. კასიუსთან ბრძოლის ყველას ეშინოდა. მან ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული დაბრუნდა. კასიუსი თავის ბრძოლას „პეპლის ფარფატს“ ეძახდა. ის ამბობდა „რინგზე პეპელასავით უნდა იფარფატო, მერე კი მოწინააღმდეგეს ფუტკარივით უკბინოო“.

კასიუს კლეის პირადი ცხოვრება

40 წლის კასიუს კლეი მძიმედ გახდა ავად. მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა. ეს დაავადება არ იკურნება. ბრძოლას ვეღარ შეძლებდა. მან კრივი თავის ქალიშვილს, ლაილას ასწავლა. ლაილა კლეი, მამის მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან ძალიან ბევრი მოკრივე დაამარცხა. კასიუსს სულ ცხრა შვილი და 4 მეუღლე ჰყავდა.

მისი პირადი ცხოვრება კარგად ვერ აეწყო. ამიტომ შორდებოდა ასე ხშირად მეუღლეებს. კასიუსი მუსლიმანად მოინათლა. მონათვლის შემდეგ მას მუჰამედ ალი უწოდეს. დღეს მას ორი სახელით იცნობენ.

ბოლოსიტყვაობა

2002 წელს ამერიკის მთავრობამ კლეის 60 წლის იუბილე აღნიშნა. მას პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნეს და სახელმწიფო ორდენით დააჯილდოეს. კლეის დღემდე დიდ პატივს სცემენ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. მას ხალხი კრივის ლეგენდად მიიჩნევს.